ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბუფონი : “მე და იუვენტუსს ბევრი საერთო გვაქვს”

ტურინის “იუვენტუსის” ვიცე-კაპიტანი, ჯანლუიჯი ბუფონი მომავალს იმედიანად უყურებს და კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ბიანკონერებში თავს ბედნიერად გრძნობს : “ჩემს ახალ მწვრთნელს, ანტონიო კონტეს უკვე ვესაუბრე.მისი გეგმა მხოლოდ წარმატების მიღწევაა და ბედნიერი ვარ, რომ ანტონიოს პროექტის ნაწილი გავხდი.იუვენტუსსა და ჩემს შორის ბევრი საერთოა, განსაკუთრებით ერთგული ტიფოზები, მათ მიმართ უდიდესი სიყვარული გამაჩნია.ბოლო წლების მანძილზე კლუბში ბევრი რამ შეიცვალა, ბებერი ქალბატონი უკეთ შევიცანი და ახლა 100 % – ით დარწმუნებული ვარ, რომ აქ ვრჩები.”

სამხრეთ აფრიკაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატის პირველივე შეხვედრაში ბუფონმა ტრავმა მიიღო და 2010/11 სეზონის უმეტესი ნაწილი გაუცდა : “6 თვიანი იძულებითი პაუზის შემდეგ დავბრუნდი და ახლა თავს შესანიშნავად ვგრძნობ.მზად ვარ კლუბისთვის ბევრი რამ დავთმო, რამდენიმე წელი მაღალ დონეზე თამაშს ვაპირებ.დელ ნერი ? – ვფიქრობ, რომ მასთან ერთად კარგი სეზონი ჩავატარეთ.მე ვთქვი და ყოველთვის ვიტყვი, რომ იუვენტუსში მოგებული სკუდეტო მილიონზე მეტად ფასობს, აქ წარსულს არავინ უყურებს, მთავარი აწმყოა.”

წყარო : Football Italia

4 thoughts on “ბუფონი : “მე და იუვენტუსს ბევრი საერთო გვაქვს”

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.