ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ნედვედი : ” კონტეს შეუძლია წარმატების მიღწევა “

პაველ ნედვედმა , რომელიც ამ ეტაპზე ტურინის იუვენტუსის მენეჯერის თანამდებობას იკავებს , მცირე ინტერვიუ მისცა SkySport24 – ს , სადაც ანტონიო კონტეზე და კლუბის სატრანსფერო პოლიტიკაზე ისაუბრა …

რა პოზიცია უჭირავს დღეისათვის კლუბს ? როგორ აპირებს სატრანსფერო ბაზარზე მოქმედებს ?  აჩუქებთ თუ არა გულშემატკივრებს ნამდვილ ჩემპიონებს  ?

” არ ვიცი ჩემპიონებს ვაჩუქებთ თუ არა , თუმცა დიდი სიხარულის მიცემა რომ გვსურს იუვენტუსისთვის და მისი გულშემატკივრებისთვის ეს ნათელია . სწორედ ამიტომ , დიდი იმედი გვაქვს , რომ მომდევნო სეზონი გაცილებით უკეთესი და შთამბეჭდავი იქნება ვიდრე წინა ” .

რას მიაღწევს კონტესთან ერთად გუნდი შენი აზრით ?

” არ ვიცი , მას აქვს ყველა ის თვისება რითიც შეუძლია წარმატების მოპოვება . ჩვენის მხრივ ყველა ღონეს ვიხმართ , რომ მივცეთ მას საშუალება იმუშაოს იდეალურ გარემოში , უმაღლესი დონის პერსონალთან და არანაკლებ მაღალი კლასის ფეხბურთელებთან  ” .

და ბოლოს , დღეისათვის იტალიურ ფეხბურთში არა ჯანსაღი სიტუაცია სუფევს . როდესაც პრესის ფურცლებს შლი , რა გრძნობა გეუფლება ?

” როდესაც ახალ გვერდს ვხსნი გაზეთისას , უმალვე ვცდილობ  მომდევნოზე გადასვლას . დიდი იმედი მაქვს ეს აურზაური მალე დასრულდება , რადგან ამ ეტაპზე ეს აუცილებელია ” .

წყარო : TuttoJuve

15 thoughts on “ნედვედი : ” კონტეს შეუძლია წარმატების მიღწევა “

  1. იტალიური კლუბები ყოვეთვის უჭერდნენ ფულს სულ რაც მახსოვს .. უნდა დახარჯო რო რამეს მიაღწიო.. ნუ ეხლა რეალი არ მაქ მხედველობაში მაინც არ ეშველება არაფერი :D

  2. T u R i N S k I …….

    რატოა კაცო ნაკლებად პრესტიჟული , იტალიაში რო იცოდე უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებენ ქვეყნის ჩემპიონს , იმაზე მეტს ვიდრე ლიგის გამარჯვებულს … სკუდეტო იტალიაში უფრო ძვირად ფასობს … ასეა ინგლისშიც და ყველგან … ნუ ესპანეთზე არ მაქვს საუბარი , იქ ორ გუნდა ჩემპიონატია , ხან ერთი იგებს ხან მეორე : D

    დადგება გუნდი ფეხზე და იბრძოლებს ყველაფრისთვის , ეტაპობრივად უნდა მოხდეს ეს ყველაფერი … იუვენტუსი ევროპაში იტალიის სახელს არასოდეს არცხვენდა , იყო ჩავარდნები , მაგრამ ნუ რას ვიზამთ …

  3. ლიგას მინიმუმ 5 წელი ვერ მოვიგებთ შემდეგ წელს სერია A -ს მოგებაც გაგვიჭირდება ჯერ ნელნელა უნდა გავძლიერდეთ ესე ერთბაშად ლიგის ფავორიტები ვერ ვიქნებით დროა საჭირო დროოო . . .

    1. რა დრო მოვკვდი კაცი! 2007_დან დღემდე გავძლიერდით თუ პირიქით? ესენი შლიან გუნდს ნელ ნელა! ფულზე წუწუნებენ… იუეს რო ფული აქვს იმდენი ბევრს არ აქვს ევროპულ გრანდებიდან… პროსტა ძააან უჭერენ!

  4. ნედვედ ნუ ატრაკებ! დადეთ მსოფლიო ტრანსფერი!… თუ არ გინდათ კიდე მასხრათ აგვიგდოს ნაპოლიმ და მისნაირმა ფარჩაკმა გუნდებმა!

  5. აჩუქებთ თუ არა გულშემატკივრებს ნამდვილ ჩემპიონებს ?

    არ ვიცი ჩემპიონებს ვაჩუქებთ თუ არა

    აი აქ გვენძრევა უკვე ნელ ნელა

  6. კონტე კი არა რამის კეთება თუ არ დაიწყეს მამაზეციერი ვეგარ უშველის იუვეს.

    ყველა იუვეს ფანის კუმირია დელ პიერო ბაზარი არაა მეც მაგრად მიყვარს მარა ნახევარი ფეხი საფლავში უდგას (ფეხბურთის მხრივ) და გუნდის ბომბარდირია ))) კაი რაა ვინმე დაიმატონ რამე ქნან შემძულდა ფეხბურთი (((

    1. ნაკლებად პრესტიჟულია ლიგასთან შედარებით ბრატუხ, და შენაც კარგათ იცი რომ ლიგას კიდევ კაი ხანს ვერ მოვიგებთ, თუ მოგიგეთ საერთოდ .. რაზეც ძაან გული მწყდება

      1. კალჩიო მოვიგოთ და ლიგა გადავდოთ მომავლისთვის, ეხლა მთავარია 2 ან 3 მსოფლიო დონის ფეხბურთელის მოყვანა (რაშიც ეჭვი მეპარება) და კალჩიო ჩვენია 100 პროცენტით! და მერე ლიგის ფავორიტადაც ვიქცევით! და შანსიებიც იქნება! ვერ ხედავ რა გუნდები გადიან ნახ. პინალში…

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.