კიელინი : “ახალი სტადიონი – ახალი მიზნები”
ეროვნული ნაკრებების მატჩები დასრულდა, ფეხბურთელები არდადეგებზე გაემგზავრნენ.შემდეგი სეზონის წინ ძალების სრულად აღდგენა ძალიან მნიშვნელოვანია.
ახალი სეზონი ბიანკონერებისთვის ორი სიახლით იწყება : ახალი მწვრთნელი ანტონიო კონტე და ახალი სტადიონი, რომელზეც ბიანკონერები საშინაო მატჩებს ჩაატარებენ.ჯორჯო კიელინი ოფიციალური ვებ-გვერდის საშუალებით გულშემატკივრებს ეკონტაქტება : “მორიგი საფეხბურთო სეზონი დასრულდა და სამწუხაროდ, გულშემატკივრების მოლოდინები ვერ გავამართლეთ.გასულ წელს, მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ვწერდი, რომ ახალი სეზონი რეაბილიტაციის წელი იქნებოდა, იანვრამდე ჩემი სიტყვების მჯეროდა, მაგრამ იანვარში თავს დამტყდარმა პრობლემებმა ევრო ტურნირებზე ოცნებები დაამსხვრია.”
კიელინი იმედგაცრუებულია, მაგრამ მომავალს იმედიანად უყურებს და ახალი სტადიონი ახალი წარმატებების დასაწყისად მიაჩნია : “გულშემატკივრების იმედგაცრუების შესახებ მესმის, თითოეული ფეხბურთელი იგივე სიტუაციაშია.ბოლო ორ წელიწადში ბევრი ტკივილი განვიცადეთ, მაგრამ ახალ სტადიონზე ჩვენ ახალი მიზნები უნდა დავისახოთ, რომლებსაც აუცილებლად შევასრულებთ.იუვენტუსი შესანიშნავი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდია, მეგობრული და ერთიანი, მომავალ სეზონში გაცილებით მეტს უნდა მივაღწიოთ.”
არა მგონია რაგაც ბასტოსი მოვიდეს რააააა…ვინც ყავთ ის გამოისყიდონ და ისედაც კაი გუნდი იქნება და თუ ლიგაზე გავიჩითეთ იმედია მაროტა გვაგირსებს ჩემპიონებს თუარადა მაგის დედაც რა ისედაც არ მევსაებააა
ბეკის მოყვანა რო უნდოდათ გადაიფიქრეს :-| მართალია აზრზე არ ვარ რა შეუძლია მაგ ფეხბურთელს მაგრამ მგონი ცუდი ვინმე არ უნდა იყოს
იუვეს ახალი სტადიონი დიდი მოტივაციაააა !!!
რა ხდება ბოლო ბოლო დაცვას ვაძლიერებთ ბასტოსი მოვა იუვეში :(
მართლა არ ყოფილა ამ სტადიონის ოფიციალურად გახსნის ცერემონია ?
seqtembershi gaixsneba oficialurad
20 აგვისტოს იხსნება ოფიციალურად )))
კი ახალი სტადიონი მაგრად გაუსწორდებათ ბიჩებს

ძალიან კარგია, მაგრამ ჩვენთვის დაკარგული მიზნების აღდგენაა საჭირო :)) მაგრამ 7 არც თუ ისე ცუდი ციფრია :lol:;)
+1 :D
მთავარი რწმენაა და ყველაფერს აქვს დასასრული!!!
ფორცა რაგაზი დელა იუვენტუს!
B E L 1 V E :!:

დამიჯერე ჩვენც მაგის იმედი გვაქ!
აბა რა გაგვაძლებინებს………………
f o r z a
ახალ სტადიონზე რამე ინფორმაცია ან ახალი ფოტოები არ არის? მე მჯერა რო ახალი სტადიონიდან იუვეს ახალი ერა დაიცყება!!! ფორცა იუვე!!!