ჩელინო : ” მატრის სანაცვლოდ არანაირი ბარტერი არ განხორციელდება ”
კალიარის პრეზიდენტმა , მასიმო ჩელინომ გააფრთხილა ბიანკონერის გენერალური დირექტორი ჯუზეპე მაროტა , რომ მას მატრის სანაცვლოდ არ სურს არანაირი ბარტერის განხორციელება . მისი თქმით , თუ იუვენტუსი მართლაც აპირებს ალესანდროს გამოსყიდვას მაშინ მათ სრულად მოუწევთ თანხის გადახდა . შეგახსენებთ , რომ სკუადრა აძურის ახალწვეული იანვრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში იქნა არენდით აყვანილი ტურინულ გრანდში , დამაკმაყოფილებელი შედეგის შემთხვევაში კი მაროტას მისი გამოსყიდვა 15 მილიონ ევროდ შეეძლო . რამდენიმე ხნის წინ კი იტალიურ პრესაში გაჩნდა ინფორმაცია თითქოს მხარეებმა მოახერხეს საერთო ენის გამონახვა : 10 მილიონი ევრო და პლიუს სამი ახალგაზრდა ფეხბურთელი ( ლუკა მარონე , კრისტიან პასკუატო და ჩირო იმობილე ) …
” მე ვესაუბრე უკვე იუვენტუსის გენერალურ დირექტორს , ჯუზეპე მაროტას , რომელსაც კიდევ ერთხელ ავუხსენი , რომ არ მსურს არცერთი მათი აღზრდილი ფეხბურთელის აყვანა მატრის სანაცვლოდ . ბიანკონერის თუ მართლაც სურს მატრის გაფორმება , მათ სრულად მოუწევთ იმ თანხის გადახდა რაზეც იანვარში შევთანხმდით არენდის გაფორმებისას ” .
თავად ფორვარდს კი ბუნებრივია ტურინში სურს დარჩენა …
” ბედნიერი ვარ აქ ასპარეზობით , ვფიქრობ შევძელი საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენა და იმედი მაქვს გავაგრძელებ ასპარეზობას იუვენტუსში , თუმცა უშუალოდ სეზონის შედეგით კმაყოფილი ნამდვილად არ ვარ . ყველანი იმედგაცრუებულნი ვართ ჩემპიონატის ფინიშით . გასულ სეზონში კარგი გაკვეთილი ვიგემეთ მარცხის , მომდევნოში კი იმედი მაქვს მხოლოდ გამარჯვებებისგან მიღებული სიამოვნებით დავტკბებით ” .
წყარო : Football italia
აუ მოჯი მაფიოზი, მაროტა აფერისტი და სპეკულიანტი, გალიანი-ბერლუსკონი-ბრაიდა მელა-მაფიოზი-ბაბნიკი , მორატი გამხმარი ღორჯო და იდიოტი კრეტინი ამპარტავანი , ძმაპარინი მყრალი ბებერი და ჟმოტი , დე ლაურანტისი ძამპარინის ჩმორი და მარჯვენა ხელი……….. საწყალი ჩელინო ამათ ხელში :lol:
ჭკვიანი კაცია რათ უნდა ზარალები
აბა აბა საცოდავი ეს კაცი საერთოდ უნდა იცოდე ხოლმე ვისთან იჭერ საქმეს მოჯი თუ მაფიოზი იყო ეს აფერისტი გვყავს :D
აუუ მაროტა რა კაცია იმენააააააა
სპეკულიანტიიიი გაქანებული
საწყალი ჩელინო გულიაქვს გახეთქილი ჯერ რა იგროკი გვაჩუქა და პლიუს რაღაც 15 მილიონსაც არ მაძლევენო :D