ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ჩელინო : ” მატრის სანაცვლოდ არანაირი ბარტერი არ განხორციელდება ”

კალიარის პრეზიდენტმა , მასიმო ჩელინომ გააფრთხილა ბიანკონერის გენერალური დირექტორი ჯუზეპე მაროტა , რომ მას მატრის სანაცვლოდ არ სურს არანაირი ბარტერის განხორციელება . მისი თქმით , თუ იუვენტუსი მართლაც აპირებს ალესანდროს გამოსყიდვას მაშინ მათ სრულად მოუწევთ თანხის გადახდა . შეგახსენებთ , რომ სკუადრა აძურის ახალწვეული იანვრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში იქნა არენდით აყვანილი ტურინულ გრანდში , დამაკმაყოფილებელი შედეგის შემთხვევაში კი მაროტას მისი გამოსყიდვა 15 მილიონ ევროდ შეეძლო . რამდენიმე ხნის წინ კი იტალიურ პრესაში გაჩნდა ინფორმაცია თითქოს მხარეებმა მოახერხეს საერთო ენის გამონახვა : 10 მილიონი ევრო და პლიუს სამი ახალგაზრდა ფეხბურთელი ( ლუკა მარონე , კრისტიან პასკუატო და ჩირო იმობილე )  …

” მე ვესაუბრე უკვე იუვენტუსის გენერალურ დირექტორს , ჯუზეპე მაროტას , რომელსაც კიდევ ერთხელ ავუხსენი , რომ არ მსურს არცერთი მათი აღზრდილი ფეხბურთელის აყვანა მატრის სანაცვლოდ . ბიანკონერის თუ მართლაც სურს მატრის გაფორმება , მათ სრულად მოუწევთ იმ თანხის გადახდა რაზეც იანვარში შევთანხმდით არენდის გაფორმებისას ” .

თავად ფორვარდს კი ბუნებრივია ტურინში სურს დარჩენა …

” ბედნიერი ვარ აქ ასპარეზობით , ვფიქრობ შევძელი საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენა და იმედი მაქვს გავაგრძელებ ასპარეზობას იუვენტუსში , თუმცა უშუალოდ სეზონის შედეგით კმაყოფილი ნამდვილად არ ვარ . ყველანი იმედგაცრუებულნი ვართ ჩემპიონატის ფინიშით . გასულ სეზონში კარგი გაკვეთილი ვიგემეთ მარცხის , მომდევნოში კი იმედი მაქვს მხოლოდ გამარჯვებებისგან მიღებული სიამოვნებით დავტკბებით  ” .

წყარო : Football italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

4 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
13 years ago

აუ მოჯი მაფიოზი, მაროტა აფერისტი და სპეკულიანტი, გალიანი-ბერლუსკონი-ბრაიდა მელა-მაფიოზი-ბაბნიკი , მორატი გამხმარი ღორჯო და იდიოტი კრეტინი ამპარტავანი , ძმაპარინი მყრალი ბებერი და ჟმოტი , დე ლაურანტისი ძამპარინის ჩმორი და მარჯვენა ხელი……….. საწყალი ჩელინო ამათ ხელში :cry: :cry: :lol:

valeri tokhadze
13 years ago

ჭკვიანი კაცია რათ უნდა ზარალები

13 years ago

აბა აბა საცოდავი ეს კაცი საერთოდ უნდა იცოდე ხოლმე ვისთან იჭერ საქმეს მოჯი თუ მაფიოზი იყო ეს აფერისტი გვყავს :D

giorgi tsotsoria
13 years ago

:mrgreen: :mrgreen: :mrgreen: :mrgreen: :mrgreen:

აუუ მაროტა რა კაცია იმენააააააა :mrgreen: :mrgreen:

სპეკულიანტიიიი გაქანებული

საწყალი ჩელინო გულიაქვს გახეთქილი ჯერ რა იგროკი გვაჩუქა და პლიუს რაღაც 15 მილიონსაც არ მაძლევენო :D

| Newsphere by AF themes.
4
0
Would love your thoughts, please comment.x