ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მიკელე პაციენცა – ტურინის “იუვენტუსის” ახალწვეული

ჩამშლელი, მაგრამ არა ტიპიური ფეხბურთელი.მიკელე პაციენცას, მთავარი პლიუსები ხარისხი და რაოდენობაა.მას შეუძლია დაუღლელად ირბინოს მთელი მატჩის განმავლობაში, დროულად ჩაერთოს შეტევაში და გააკეთოს საგოლე გადაცემა.დაიბადა 1982 წლის 5 აგვისტოს, ქალაქ სან სევეროში ( ფოჯია ), მიკელეს პირველი გუნდი “გრუპო სპორტივო აპოკალისე” იყო, 17 წლის ასაკში კი პაციენცა “ფოჯიას” შეუერთდა და პროფესიონალური კარიერა დაიწყო.4 წელი გაატარა “პულიეში”, ბოლო სეზონში კი გუნდთან ერთად სერია C1 – ში დაწინაურდა.2003 წლის ზაფხულიდან ორი სეზონი “უდინეზეში” გაატარა და გუნდის ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი იყო, შემდეგ კი “ფიორენტინაშიც” ითამაშა.პაციენცას სურვილი გაუჩნდა სამხრეთში გადაბარგებულიყო, ამიტომ “ნაპოლის” შეუერთდა და ნეაპოლიტანური გუნდის ლიდერის როლიც მოირგო.2008 წლის 13 დეკემბერს, “ლეჩეს” წინააღმდეგ გაიტანა სერია A – ში სადებიუტო და იმ მატჩში გამარჯვების გოლი.”ნაპოლის” შემადგენლობაში პაციენცამ კიდევ 3 გოლის გატანა მოახერხა, 2011 წელს კი მისმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვა.

წყარო : Juventus.com

10 thoughts on “მიკელე პაციენცა – ტურინის “იუვენტუსის” ახალწვეული

  1. მარტინესს მაინც ჯობია ტან უფასოდ გადმოვიდა და ამ ფასის ლიდე გვყავს გუნდსი ბარძალი რომელიც არც ამაზე ახალგაზრდაა და არც უფრო ძვირი ბარზალიმ მოახერხა და აჯობა ბონუცის და რა იციტ რო ეს მელოს ან სისოკოს არ აჯობებს ჯერ ვნახოტ ამის თამასი და მერე გავაკეთოთ კომენტარი

  2. აბა შენ იცი! სული და გული უნდა ჩადო იუვეში!!! წარმატებები :forza: :forza: :forza: :forza: ის როჟაზე ეტყობა მაგარი ჯილკიანი ფეხბურთელია

  3. ვუსურვებ თავი არ შეირცხვინოს.. კლასი თუ არ ეყოფა პეპესავით სული და გული მაინც რო დადოს მადლობას ვეტყვი!!! კეთილი იყოს შენი მობრძანება – ამ სურვილის სრული გაგებით :-D

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.