ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პლატინი: ” მინდა “იუვენტუსიც” დავაჯილდოვო “

“უეფას” პრეზიდენტი მიშელ პლატინი “იუვენტუსში” გატარებულ დაუვიწყარ წლებს იხსენებს და ამ გუნდს ძველ, გამარჯვების გზაზე დაბრუნებისკენ მოუწოდებს. ინტერვიუში ფრანგი რამდენიმე სიტყვით “სერია ა” -ს ახალწვეულ “ნოვარასაც” შეეხო და ამ გუნდს ურთულეს გზაზე წარმატება უსურვა.

ჩემი “უეფას” რიგებში ყოფნა კიდევ ოთხი წლით გავახანგრძლივე, რომ მხოლოდ “ინტერის” და “მილანის” კი არა, “იუვენტუსის” დაჯილდოვებაც მოვასწრო. “ბიანკონერები” ძველ გზას უნდა დაუბრუნდნენ. ფასიანი ქაღალდების შრიალი ამ გუნდში მაშინ ატყდა, როცა “იუვემ” დიდი ფეხბურთელების დაკარგვა დაიწყო, ასეთ დროს დანგრევა აშენებაზე ბევრად ადვილია. მაგრამ ტურინელები ახლა ყველაფერს ხელახლა იწყებენ.

რაც შეეხება “ნოვარას” ჩემი კომპლიმენტები და საუკეთესო სურვილები ამ კლუბს. ერთ რამეს ვპირდები: ერთხელაც “სილვიო პიოლას” სტადიონზე აუცილებლად მოვალ. ეს ჩემი საბავშვო მოგონებების ნაწილია, რომლის შესახებაც მამა მიყვებოდა. ეს ერთადერთი ადგილი იყო იტალიაში, რომლის შესახებაც რაიმე ვიცოდი. როცა “იუვენტუსში” მოვედი, “ნოვარა” ქვედა ლიგაში თამაშობდა, თუმცა რამდენიმე ამხანაგური შეხვედრა მაინც გამიმართავს მათ წინააღმდეგ.

საუბრის ბოლოს პლატინის “კალჩოსკომეზეს” სკანდალზეც ჰკითხეს: ” ოთხი წელი… ამ ბრძოლაში ჩავებმები და ყველაფერს გავაკეთებ, რომ სტრუქტურები უსამართლობისა და სიბინძურისგან გავწმინდო. ფეხბურთი უნდა დავიცვათ. ამგვარი შემთხვევებისთვის საფრანგეთში სპეციალური კანონები არსებობს.

წყარო: goal.com

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

9 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
sandro ivaneishvili
13 years ago

ამიტომ მიყვარს პლტაინი რომ მაგრად უყვარს იუვე

lexo doreuli
13 years ago

ამას ურჩევნია ოქროს ბურთი მისცეს ალექსას. სირცხვილია….

vako-10
13 years ago

მიდი პლატინ შენ იცი :forza: :forza: :forza: :forza:

13 years ago

პლატინი მაგარი კაცია!!! მე არ მოვსწრებივარ მის თამაშს მაგრამ ბევრი მსმენია.. იმედია ერთად ვიხილავთ იუვეს დიდ დაბრუნებას!!! ამისთვის აგუერო უბრალოდ ჰაერივით გვჭირდება

valeri tokhadze
13 years ago

მალე გადასცემ

lasha naxucrishvili
13 years ago

ისე ამან რატო არ მისცა პადეშკა იუვეს როდესაც სერია ბეში გააგდეს და რავი კიდე რაღა არ ქნეს ყოველ შემთხვევაში ძაან გადააჭარბეს იუვეს დასჯა ამათი ……..

lasha naxucrishvili
13 years ago

ფული მიე ამ მათხოჯებს და ყოველ წელს ჯილდოს გადასცემ :mrgreen:

13 years ago

:forza:

Gurami Tkebuchava
13 years ago

გენაცვალეეეეეეეეეეე შენ! :* :forza:

| Newsphere by AF themes.
9
0
Would love your thoughts, please comment.x