ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პაციენცა : “კონტესგან ბევრს ვისწავლი”

ტურინის “იუვენტუსის” ახალწვეულმა, მიკელე პაციენცამ Tuttojuve – ს საკმაოდ ვრცელი ინტერვიუ მისცა.

– მიკელე, ახლა “იუვენტუსის” ფეხბურთელი ხარ, რას გრძნობ და რა მიზნები გაქვს ?

“ეს ჩემი ცხოვრების მეტად საინტერესო პერიოდია.მინდა ყველას დავუმტკიცო, რომ დიდ გუნდში ადგილის შენარჩუნება შემიძლია.”

“იუვენტუსში” გადმოსვლით “ნაპოლისთან” ერთად ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობაზე უარი თქვი…

“არ ვნანობ, ევროპაში იუვესთან ერთად დავბრუნდები.”

– თამაში იმ პოზიციაზე მოგიწევს, რომელზეც წლების წინ შენი ახალი მწვრთნელი თამაშობდა.როგორ ფიქრობ, წარმატების გასაღები სწორედ ანტონიო კონტეშია ?

“რა თქმა უნდა…ბედნიერი ვარ, რომ ასეთი მწვრთნელი მეყოლება.მას ვენდობი და მჯერა, მისგან ბევრს ვისწავლი და ნამდვილი ჩემპიონი გავხდები.”

– “იუვენტუსს” საკმაოდ ძლიერი შუახაზი ჰყავს.პირლოსა და მარკიზიოს შეუძლიათ შესანიშნავი პარტნიორობა გაგიწიოთ.

“მოხარული ვარ, რომ ასეთი დონის ფეხბურთელებთან ერთად მომიწევს თამაში.საერთო ჯამში, ვეცდები მწვრთნელსა და გუნდელებს საკუთარი თავი დადებითად ვაჩვენო.”

– მარკიზიო და პირლო ეროვნული ნაკრების წევრები არიან.რას ფიქრობ სკუადრა აძურაზე ?

“პრანდელი ნაკრებში სტაბილურად მოასპარეზე ფეხბურთელებს მიიწვევს.ვეცდები, იუვეში სტაბილურობა შევინარჩუნო.”

– კვალიარელასა და იაკინტასთან ერთად კარიერის ადრეულ წლებში ითამაშე, ახლა ისინი ისევ შენი თანაგუნდელები არიან.მათ ესაუბრე ?

“ფაბიოსთან კონტაქტი 2 კვირის წინ მქონდა.ახლა ის ისვენებს.ნებისმიერ შემთხვევაში, მათთან ერთად ასპარეზობა სიამოვნებაა.ორივე მათგანთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს.”

– ნომერი უკვე აირჩიე ?

“არა, მომავალში განვიხილავ, რომელი ნომრები იქნება თავისუფალი.”

– რას ეტყოდი ან დაპირდებოდი გულშემატკივრებს ?

“იუვენტუსში დიდი ენთუზიაზმით სავსე მოვედი და მინდა ამ გუნდთან ერთად წარმატებას მივაღწიო.”

წყარო : Tuttojuve

13 thoughts on “პაციენცა : “კონტესგან ბევრს ვისწავლი”

  1. მე ეს ფეხბურთელი ნაპოლიდან მესიმპატიურებოდა ძალიან მომწონს შრომის მოყვარე დაუგლელი ადამიანია მაგრად ვაფასებ ეგეთებს და 1 რიგში იუვეს სიყვარულით გადმოვიდა და არ გაგიკვირდეთ სასტავში რო მოხვდეს მერე დასცინეთ კიდე ფორზა იუვე ფორზა პაციენცა !!! <3

  2. ისე ლაპარაკობს გეგონება 22 წლის ჰაჰა 24 წლის იყოს მარა ამას რას ვერჩი ამამ გრანდში თამაში არჩია მარა მაროტააა დებილი

  3. მე ამ ფეხბურთელზე არც დიდად ვგიჟდები და არც ვამბობ რო არაფრის აზრზე არ არის. მომავალს თუ იმედიანად არ შევხედავთ არაფერიც არ გამოვა :-)
    მე ამ კაცს წარმატებებს ვუსურვებ!
    ბასტოსი მინდა მაგრად და ერთი ძლიერი თავდამსხმელი რა

  4. არ ვიცი რატომ დასცინით ან ამის რა მიზეზი გაქვთ, მაგრამ მე ეს ფეხბურთელი ძალიან მომწონს..არც მელო გადმოსულა ჩემპიონი გუნდიდან, ფიორენტინა ახლა ნაპოლიზე გაცილებით დაბლაა და არც მელო იყო უმაღლესი კლასის მოთამაშე..

    მელოც უნდა დარჩეს და მიკელე მისი შემცვლელი იყოს, მებრძოლი, შრომისმოყვარე ფეხბურთელია..

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.