ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ტენტინო : “აგუერო იუვეს მაისურს მოირგებს”

ცნობილი იტალიური ჟურნალის, Football Special – ის ჟურნალისტი, ჯანფრანკო ტეონტინო აცხადებს, რომ კუნ აგუერო ბებერი ქალბატონის ფეხბურთელი გახდება : “ვფიქრობ, რომ მადრიდის რეალსაც და იუვენტუსს შორის სერხიო არჩევანს ბიანკონერებზე გააკეთებს და სწორედ შავ-თეთრ მაისურს მოირგებს.არგენტინელის ტურინში გადაბარგების შანსი გაცილებით მეტია, ვიდრე სანჩესის, იგუაინის ან ტევესის.”

უკანასკნელი ინფორმაციის თანახმად, ტურინელებმა ფეხბურთელთან კონტრაქტის დეტალები უკვე მოაგვარეს და ტრანსფერიც დასასრულს უახლოვდება.

წყარო : Tuttojuve

106 thoughts on “ტენტინო : “აგუერო იუვეს მაისურს მოირგებს”

  1. ნეტა მართალი აღმოჩნდეს…. ასეთი ექსტრაკლასის თავდამსხმელი გვინდა რა! უნდა ვაღიაროთ რომ გუნდში დელ პიეროს გარდა არცერთი ვარსკვლავი არ არის თავდასხმაში. კუალიარელა დაბერდა და გრანდში არ უთამაშია. მატრი გამოუცდელია და არც ისე მაგარია, მასეთი თავმდამსხმელი ბევრია…. აგუერო და დელ პიერო გენიალურ დუეტს შექმნიდნენ.

  2. ეს გოალ/ქომი რა \\ჭორიკანა საიტია ///// რაებს არ წერენ იუვენტუსის წარმომადგენლებს არ შეეხვდენ არ აის კიდე 100 საიტი წერს და მარტო მაგი წერს ხან ამას ხან იმას კაროჩე მაგრა ვერ ვიტან რა მაგ საიტს სიმონ !

  3. მოკლედ აგუეროს გადმოსვლის შანსს შევაფასებდი 45-50% ესე იძახიან და მერე გამოჩნდება უცბად ვიღაც აგვახევს და დაგვრჩება ზარატე ან კაი ივარიანტში ვუჩინიჩი. ვფიქრობ, რომ აგუეროს შესაძლებლობები გადამეტებულია ცოტა არ იყოს, ეგეთი მაგარიც არაა მარა ნამდვილად საჭირო კაცია. 45 მილიონს გადავიხდიდი მე ,მარტო მაგის მაიკები რამდენი გაიყიდა :D ნახევარს ხო მაინც ამოიღებენ მაგით. სკუდეტოს რაც შეეხება დაცვის კაი თამაშით და წინ კვალია მატრითიც გაქაჩავ…მთავარია დაცვა იყოს მოწოდების სიმაღლეზე როგორც ყოველთვის იყო ძველ იუვეში ;) :forza: :forza: :forza:

  4. აგუეროს აგარ უნდა უკვე ატლეტიკოში და თუ ვინმე არ გამოგვიჩნდა კონკურენტი მაშინ დაწევს აბა სად წავა:mrgreen::mrgreen: თან ტიაგოც ჩართოს შეიძლება ამ ტრანსფერში :forza:

  5. ამასთან ერთად მოაყოლონ ბასტოსი, ლიხშტაინერი ან(ბეკი) და ეგ არი და გორის ციხე :forza: :forza: :forza: და თუ ლუჩო გონსალესაც დაითრევენ უფრო მადარი იქნება! :mrgreen:

    1. მაგარი საინტერესოა რას გადაიხდის მარტორა აგუეროში დაგინებული აქვტ ამათ 45 არ დავაკლებთო მარა თუ არავის მოუნდა მერე დაწევენ ალბათ 35 ია მაგის რეალური ფასი :!: :!: :!:

  6. სხვაგან სად უნდა წავიდეს. ჩათვალეთ რომ უკვე იუვენტინოა.. ეხლა მთავარია ერთი კარგი ნახევარმცველი აკვილანის მაგივრად და გუნდს დაემსგავსება.

  7. ნეტა მართალი აღმოჩნდეს…ესენი ამბობენ გადმოდისო და აგენტი არ გვქონიაო კონტაქტი იუვესთან მიდი ეხლა და გაიგე ეს კიდე გაიწელება… :forza: :forza:

  8. ეხლა ერთი კარგი მცველი და ბასტოსია საჭირო და ჩათვალე სკუდეტო ჩვენია…გავარტყი ინტერს და მილანს….ფორცა იუვე, ფორცა კუნ აგუერო :forza: :forza: :forza:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.