ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ტენტინო : “აგუერო იუვეს მაისურს მოირგებს”

ცნობილი იტალიური ჟურნალის, Football Special – ის ჟურნალისტი, ჯანფრანკო ტეონტინო აცხადებს, რომ კუნ აგუერო ბებერი ქალბატონის ფეხბურთელი გახდება : “ვფიქრობ, რომ მადრიდის რეალსაც და იუვენტუსს შორის სერხიო არჩევანს ბიანკონერებზე გააკეთებს და სწორედ შავ-თეთრ მაისურს მოირგებს.არგენტინელის ტურინში გადაბარგების შანსი გაცილებით მეტია, ვიდრე სანჩესის, იგუაინის ან ტევესის.”

უკანასკნელი ინფორმაციის თანახმად, ტურინელებმა ფეხბურთელთან კონტრაქტის დეტალები უკვე მოაგვარეს და ტრანსფერიც დასასრულს უახლოვდება.

წყარო : Tuttojuve

106 thoughts on “ტენტინო : “აგუერო იუვეს მაისურს მოირგებს”

  1. მატრის წელს გამოუვიდა მომავალში რავიცი რა იზავს, კვალიარელა აუცილებლად უნდა დარჩეს და პეპეც, ეს თუ არ მოვა უჩინიჩიც გამოგვადგება, ევროპაზე მარტო გაყავს ჩერნოგორია

    1. მე მატრის უფრო მეიმედება ვიდრე კვალიარელასი…მაგას ისეთი ტრამვა ქონდა რომ შეიძლება კაი ხანი აზრზეც ვერ მოვიდეს…დელ პიერო მასე არ იყო…2 სეზონი პენალის მეტი არაფერი არ გაუტანია…

      1. დელ პიეროს სხვა სიმძიმის ტრავმა ჰქონდა და ეგრე მალე არ დაბრუნებულა როგორც კუალიარელა

  2. კაროჩე აქ რაღაცა სხვა ბაზარია…ისე მართლა მატრი, კვალი, სორენსენი და ტრაორეს მეტი არავინ უნდა გამოვისყიდოთ…მემგონი ამ რამდენიმე დღის წინაც დაიწერა რომ რომ შეიძლება კვალი ვუჩინიჩში გაცვალონო…მოკლედ არ ვიცი რა იქნება…იუვე იყიდის და მერე გაუცვლისო…რაც ყველაზე მთავარია ეხლა არის აგუეროს, ბასტოსის,ბეკი ან(ლიხშტაინერი)ყიდვა და დანარჩენი მერე გამოჩნდება…ისე გუშინაც ეწერა, რომ კონტემ თავისი სატრანსფერო გეგმები შეცვალაო…ნეტა რა მოიგონეს როგორ მაინტერესებს…სადღაც 10 ივლისამდე გაირკვევა ყველაფერი ალბათ…არც ისაა გამორიცხული რომ წელსაც არაფერი გრანდიოზული ტრანსფერი არ გააკეთონ და როგორმე მომავალ წელს ლიგაზე გავიდნენ და მერე დაიწყონ ვარსკვლავების მოყვანა…ყველაზე მეტად მე ამის მეშინია…

    1. აი ნახე… თუ ვარსკვლავი ვერ ან არ ვიყიდეთ მაში მომავალ წელსაც ვერ გავალთ ლიგაზე თან, მგონი უკვე სამი გუნდი გადის!

  3. nedvednedvednedved

    არ ვიცი რააა… აგეროს მოსვლა მინდა ძაან!… იქნებ 4-3-3 ათამაშოს და სამივე სასტავში… ეგ უფრო კონტეს პრობლემააა… ასე რო დაველოდოთ ჯერ იყიდონ აგერო და მერე ვნახოთ რა იქნება ;)

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.