ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

რომელ კლუბს აირჩევს ინლერი ?

გასული სეზონის დასრულებისთანავე  , გავრცელდა ინფორმაცია , რომ ტურინის იუვენტუსი გიოკხან ინლერს გაიფორმებდა . თუმცა , ბაინკონერის ნეაპოლიტანური ” ნაპოლის ” სახით სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა . ბუნებრივია იბადება საკამოდ ლოგიკური კითხვა , თუ რომელ კლუბს მიანიჭებს უპირატესობას შვეიცარიელი ფეხბურთელი და საერთოდ , გამაოდგება კი ის ბებერ ქალბატონს ? მის პოზიციაზე გუნდს უკვე ჰყავს არაერთი შუახაზელი  …

რომელ კლუბს უფრო მეტად ესაჭიროება ინლერის დახმარება ?

ორი აზრი არაა , რომ ამ ბრძოლაში ნაპოლი უკონკურენტოა . ტურინელთა რიგებში ისედაც არაერთი მაღალი დონის ნახევარმცველი ირიცხება , მარტო პირლოს დასახელება რად ღირს . ამასთან ერთად საფეხბურთო მახასიათებლებით ინლერი , სწორედ ანდრეას ჰგავს . ნაპოლის რიგებში კი სიტუაცია ამ მხრივ საკმაოდ პრობლემატურად გამოიყურება , მიუხედავად იმისა რომ მაცარი კატეგორიულად უარყოფს ზემოთხსენებულ ფაქტს .

ნეაპოლიტანურ კლუბს საერთო ჯამში არ ჰყავს ფეხბურთელი , რომელიც საკუთარი საჯარიმოდან წამოიღებდა ბურთს და განავითარებდა სწრაფ ტემპში იერიშს , ყველაზე დაცვით გუნდთანაც კი კალჩოში . სწორედ ასეთ გუნდებთან ექმნებოდა ყველაზე მეტი პრობლემა მაცარის , მის გუნდს უჭირდა დაცვითი ბარიერების გარღვევა .

იუვენტუსში სიტუაცია სხვაგვარად გამოიყურება , მაროტამ პირლო გაიფორმა რაც ნიშნავს , იმას რომ პრობლემა შექმნაში არ იქნება , თუმცა აქ სხვა ფაქტორია გასათვალისწინებელი . 32 წლის შუახაზელი ბოლო პერიოდში ხშირად იღებს ტრავმებს , შესაბამისად დუეტი ინლერი – მელო , ან ინლერი მარკიზიო გაცილებით საიმედოდ გამოიყურება ასეთ დროს .

რომელი კლუბი უფრო უხდება ინლერს ?

ამ ნომინაციაშიც გამარჯვებული ნაპოლია . მაცარის უმთავრესი სათამაშო მოდული გახლავთ 3-5-2 , რომელიც პრაქტიკულად იდენტურია ინლერის ამჟამინდელი გუნდის ” უდინეზესი ” . შესაბამისად შვეიცარიელ ფეხბურთელს არ მოუწევს რაიმე ახალ ტაქტიკასთან შეგუება . თავის მხრივ მაცარის მოედანზე ყოველთვის ჰყავს ერთი სუფთა სისხლის ჩამშლელი , რომელიც ხელ ფეხს უხსნის დანარჩენ შუახაზელებს ითამაშონ თავისუფლად . ეს კი ინლერისთვის კიდევ ერთი ნაცნობი რამ გახლავთ , უდინეზეში გვიდოლონი ანალოგიური ჩანიფიქრით მოქმედებდა კვადო ასამოას დახმარებით .

იუვენტუსში საქმე რთულად არის . 4-2-4 სათამაშო სქემაში , გიოკხანს მოუწევს არამარტო საკუთარ თავზე თამაში , არამედ ” მასსზეც ” . კონტე მას მთლიანი ზონის გაკონტროლებას დაავალებს , თან თუ მასთან ერთად მოედანზე პირლო გამოჩნდა სახუმაროდ საქმე  ნამდვილად არ ექნება .

ზემოთხსენებული ფაქტების გათავლისწინებით , ნაკლებად სავარაუდოა რომ ინლერს ტურინული პრესპექტივა ხიბლავდეს და მხოლოდ ჩაშლაზე ფიქრობდეს . გაცილებით სიმპატიურად გამოიყურება ნაპოლის ვარიანტი , სადაც ის თავად წარმართავს საკუთარი გუნდის თამაშს .

რომელ კლუბში შეხვდება ინლერი დიდ კონკურენციას ?

ამ ნომინაციაში იუვენტუსი ფავორიტია . თუ გავითვალისწინებთ ანტონიო კონტეს მოდულს ( 4-2-4 ) , ვნახავთ , რომ ახალგაზრდა სპეციალისტის სქემაში , ადგილი მოიძებნება მხოლოდ ორი შუახაზელისთვის . გადავხედოთ შემადგენლობას : მარკიზიო , პირლო , სისოკო , პაციენცა , მელო და ინლერი ( პოტენციურად ) – მივიღებთ გიჟურ კონკურენციას ! ისიც კი არ არის გამორიცხული , ინლერი საერთოდ სათადარიგოთა სკამის მფლობელი გახდეს მთელი სეზონის მანძილზე .

ნაპოლი ამ მხრივაც მოგებულ სიტუაციაში , მაცარი მოედანზე ისეთ ტაქტიკას მიმართავს , რომ ინლერისთვის სასტარტოში ადგილის მოძებნა პრობლემას არ წარმოადგენს . ანუ შანსი , რომ შვეიცარიელი სათადარიგოთა სკამს გაუშინაურდება , მინიმალურია .

ინლერს მოუწევს ამ ფაქტებზედაც სერიოზულად დაფიქრება , სანამ საბოლოო გადაწყვეტილებას გამოიტანს .

რომელი კლუბი უფრო მეტს იხდის ინლერის სანაცვლოდ ?

როგორც ჩანს ნეაპოლიტანური კლუბი უკვე შეუთანხმდა უდინეზეს სატრანსფერო ღირებულებაზე , ეხლა უკვე დროა პირად კონტრაქტს მიხედონ . თავის მხრივ ტურინელები არ ჩქარობენ უდინელ კოლეგებთან შეთანხმების მიღწევას . მაროტა საკმაოდ ეკონომიურად მოქმედებს სატრანსფერო ბაზარზე , რადგან ბიანკონერი კოლოსალურ ინვესტიციას მხოლოდ ფორვარდში განახორციელებს . ყველაფერთან ერთად ჯერ არ გადაჭრილა პრობლემა მარცხენა ნახევარმცველის კანდიდატზე და ასევე მარჯვენა , განაპირა მცველზე .

მეორეს მხრივ კი მაროტა გაცილებით მეტს სთავაზობს ინლერს ხელფასის სახით , ვიდრე ნაპოლი . დე ლაურენტისი კი თავის მხრივ არ აპირებს კომპრომისზე წასვლას და ჯამაგირის მომატებას .

რომელ კლუბს გააჩნია უფრო დიდი ამბიციები და პროექტი ?

მომავალ სეზონში ნაპოლი ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში მიიღებს მონაწილეობას , მაშინ როდესაც იუვენტუსი ყველანაირად ცდილობს დაუბრუნდეს იტალიური ფეხბურთის ელიტას . გასულ სეზონში ისინი საერთოდ ყველანაირი ევროპული ტურნირის მიღმა დარჩნენ … 27 ივნისს , ინლერს 27 წელი შეუსრულდება და იტალიელი სპეციალისტების აზრით , მას დიდი და სტაბილური კარიერა ელოდება წინ . ამ მხრივ კი ნაპოლის ვარიანტი თითქოს უმჯობესია , შვეიცარიელს იმედი ექნება , რომ დე ლაურენტისის კლუბი მომავალშიც გააგრძელებს პროგრესირებას .  მეორეს მხრივ კი იუვენტუსი ყველაზე ტიტულოვანი გუნდია იტალიაში და აქ ასპარეზობა ნებისმიერი ფეხბურთელისთვის უპრესტიჟულესი რამ გახლავთ .

ინლერს ორი აზრი არაა , რომ იზიდავს ჩემპიონთა ლიგა , სადაც ნაპოლისთან ერთად იასპარეზებს , მისი აზრით , აქ ხომ ყველაზე წარმატებული ფეხბურთელები ასპარეზობენ . მაგრამ არ არსებობს არანაირი გარანტია , რომ გიოკხანი მომავალში გრანდების მხრიდან ისევ იქნება მოთხოვნადი და სასურველი ფეხბურთელი … მიუხედავად იმისა , რომ იუვენტუსი ჯერ ჯერობით კრიზისში იმყოფება .

შედეგი : ჩამომთვლილი ფაქტებიდან , ორი აზრი არაა რომ ინლერისთვის ბრძოლაში ფავორიტი გახლავთ ნაპოლი . მაგრამ არ ღირს იმის დავიწყება , რომ გიოკხანმა უკვე გააფორმა იუვენტუსთან წინასწარი შეთნხმება , მაშინ როდესაც დე ლაურენტისი უდინეზეს შეუთანხმდა . იმ შემთხვევაში თუ ინლერი უპირატესობას ნაპოლის მიანიჭებს , ეს იქნება მორიგი დარტყმა იუვენტუსის რეპუტაციაზე .

წყარო : Goal.com

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

36 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
mamuka iosava
13 years ago

გაიხსენეტ რანიერის დროს მარკიზიო და ლიპის ნაკრების დროს უძლიერესი იყო და მაგის პოტენციალს თვით ლიპი ენდო ხალხო და ნაკრებში მიიწვია ეგრევე…ანუ იმის თმა მინდა რომ დელ ნერის ხელსჰი ვერ ითამაშა კარგად თუმცა ბრძოლით მაინც იბრძოდა…წესიერი მწვრთნელის ხელში მარკიზიო შეუცვლელი იქნება

giorgi kipshidze
13 years ago

აკვილანი როგორ ვერ ჯობია მარკიზიოს დაიტოვონ და ნახავ თუ ვერ აჯობებს

giorgi kipshidze
13 years ago

მარკიზიო და ინლერი ხო რას ამბობ :D

sandro ivaneishvili
13 years ago

მარკიზიოს დაანებეთ თავი მშვენიერი ზამენა იქნება :D :D :D როგორ ვერ ვიტან მაგ ფეხბურთელს მარა ზამენისთვის კაი იქნება

giorgi kipshidze
13 years ago

მარკიზიო ინლერის დუეტი მაგარი იქნება :D დააყენონ პირლო-აკვილანი და ეგაა

Gio Darja
13 years ago

ნუ ინლერი ძალიან კარგი ნახევარმცველია, მაგრამ იუვენტუსს ნამდვილად არ სჭირდება..მარკიზიო, პირლო, მელო და აკვილანის ფასი ნელ-ნელა ეცემა, ასე რომ სავარაუდოდ ალბერტოსაც გავიფორმებთ..

vako-10
13 years ago
Reply to  Dutch

ამდენი ნახევარ მცველი ნამდვილად არ გვჭირდება მაგრამ ალბათ გაყიდიან ფეღბურთელებს და ეხლა უფრო პრობლემური მარჯვენა მცველია ვიდრე ცენტრი ჩემი აზრით

ლაშა ცხვარაძე

აკუილანის ფასმა 8 მილიონამდე დაიწია კიდე კაი არ იყიდა მაროტამ 16 მაგის ფასი ბოლოს 4–5 მილიონამდე დაიწევს და ვიყიდოტ მაგის

Giorgi kasrashvili
13 years ago

გადავხედოთ შემადგენლობას : მარკიზიო , პირლო , სისოკო , პაციენცა , მელო და ინლერი ( პოტენციურად )

ეს რას ნიშნავს??? აკვილანი უკვე დააბრუნეს ლივერპულში???

lasha naxucrishvili
13 years ago
Reply to  Dutch

იყო ნამდვილად :-|

Giorgi kasrashvili
13 years ago

მელო რით ჯობია???

ინლერი უფრო სწრაფია და პირლოს ეს უფრო შეუწყვილდება ვიდრე ტლანქი მელო, რომელიც თუ ხასიათზეა თამაშობს, თუ არა და უხეშობს გუნდს ღუპავს და მერე გაიძაღის: ბოდიშით აღარ განმეორდებაო… მელო გავყიდოთ და ინლერი მოვიყვანოოოოთ. მონტოლივოც მინდა მაგრამ, რიკი და პირლო ერთი სტილია და მაგ პონტში პირლოს ინლერი უფრო მოუხდება…

13 years ago

ეგრეა.. იუვენტუსზე არ ვიტყვი. აი მაგალითად ვერდერმა და ბავარიამ რომ დამიდოს კონტრაკტები.. და ვიცოდე რო ვერდერში ჩემთვის უკეთესი იქნება სატამაშო დროით და აშშ.. მაგრამ შანსი არაა ბავარიას წინადადება უფრო მიმიზიდავს ყველა ვარიანტში – მერე მთელი ცხოვრება იამაყებ დიდ გუნდში ვითამაშეო

13 years ago

ვერ გავიგე რას ერჩით, აი ნახავთ ეს თუ გადმოვიდა როგორ დაალაგოს ცენტრი , მელოსაც მირჩევნია ეს აკუილანისაც , და დაჟე ამის იმედი უფრო მექნება ვიდრე ბებერი პირლოსი , რას ერჩით ვერ გავიგე მაგარი კაცია ძაან ნეტა გადმოვიდეს…

13 years ago
Reply to 

კი მაგრამ პირლოს ნაადრევად რატომ აბერებთ :mrgreen: ანდრეა მინიმუმ ოეირ წელი მაღალ დონეზე ითამაშებს

lasha naxucrishvili
13 years ago

ნაპოლი აირჩიე პლზ :mrgreen:

vako-10
13 years ago

საინტერესო სტატია იყო მაგრამ . იმ შემთხვევაში თუ ინლერი უპირატესობას ნაპოლის მიანიჭებს , ეს იქნება მორიგი დარტყმა იუვენტუსის რეპუტაციაზე. ამას არ ვეთანხმები თვითონაც თქვა ერთადერთი მიზემი რო არ გადმოვიდეს ესაა კონკურენცია

vako-10
13 years ago
Reply to  Dutch

მემგონი ნაპოსლი პრეზიდენტის წერილია ინლერს რო მიწერა და არა სტატია და იმ არგუმნეტებს წერს რატო უნდა გადავიდეს ნაპოლიში

13 years ago
Reply to  Dutch

კი ნამდვილად :-D არ იყო საჭირო ბატონი ავტორისგან ნამეტანი ტრაგედიის შექმნა..

13 years ago

მალადეც დათკა.. ჩემდა გასაკვირად სიამოვნებით წავიკითხე – საინტერესოა ძალიან.. არადა თავიდან მეზარებოდა :-D ნაპოლის უფრო ჭირდება ნამდვილად. მომავალ წელს ლიგაზე იქნებიან და სერია A-ში სავარაუდოდ ჩაფლავდებიან, ასე რომ ცდილობენ სტაბილური კამანდა ააგროვონ : ))

valeri tokhadze
13 years ago

ამას თავში ჭკუა თუ აქ იუვეში უნდა მოვიდეს

sandro ivaneishvili
13 years ago

ეს მაგარია რა იტალიაში როგორაა იუვენტუს ყველაზე ტიტულოვანი გუნდი როცა მსოფლიოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბი მილანია თU მარტო შიდა თასები იგულისხმება ვერ გავიგე ?
გადასულა ნაპოლიში და ისაა რა ისე იუვეში ცუდი არ იქნებოდა

Gurami Tkebuchava
13 years ago

წავიდეს სადაც უნდა ოღონდ იუვეში არ გადმოვიდეს! ამას მელო მირჩევნია!

აკაკი მეტრეველი

საღოლ დათკა მაგარი სტატიაა :forza:

| Newsphere by AF themes.
36
0
Would love your thoughts, please comment.x