ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სატრანსფერო ჭორი (პეპე)

tuttosport -ის ინფორმაციით სანკტ-პეტერბურგის “ზენიტმა” სიმონე პეპეს სანაცვლოდ “იუვენტუსს” 13 მილიონი ევრო შესთავაზა. შეგახსენებთ, რომ იტალიელი ნახევარმცველი ტურინში “უდინეზედან” არენდის გზით გადმობარგდა და მისი გამოსყიდვისათვის საჭირო კონტრაქტით გათვალისწინებული თანხა 10 მილიონ ევროს შეადგენს. იტალიური გამოცემის მტკიცებით, “ბებერი ქალბატონი” ფეხბურთელს ჯერ “ფრიულელებისგან” გამოისყიდის, შემდეგ კი რუსეთში გაასხვისებს, რის შემდეგაც მისი ყიდვა-გაყიდვით გუნდი 3 მილიონ ევროს მოიგებს. “ზენიტის” მწვრთნელი, ლუჩიანო სპალეტი უკვე მუშაობდა პეპესთან ერთად და როგორც ჩანს, მის ძალებში დარწმუნებულია. იმავე წყაროს მტკიცებით, პეტერბურგელებმა “იუვენტუსს” უკვე ოფიციალური წინადადებითაც მიმართეს.

წყარო: goal.com

98 thoughts on “სატრანსფერო ჭორი (პეპე)

  1. ბიჭებო ახალი ცხრილი დადებულია და რატო არ ცვლით ?.ჩემი აზრით უნდა გამოვისყიდოთ პეპე ბოლომდ ბრძოლობს ყოვოლთვის ერთი წელი მივცეთ უნდა შანსი : )

  2. ისე ერთი რაღაცაა…პროსტა აგუერო ყველას გვინდა…ისე ძალით თუ გადმოყვანენ არ ვიცი, მაგრამ ფაქტია რომ სადაც თამაშობ ის კლუბი უნდა მოგწონდეს…მართლა ვუჩინიჩს თუ ესე გულით უნდა იუვეში მოვიდეს და ისე ითამაშოს როგორ აგუერომ და საწინააღმდეგო მე არაფერი არ მექნება

  3. არ უნდა ამ აგეროს იუვეში გადმოსვლა და არც მაგის გამოსირებულ სიმამრს არ უნდა და ეგეთი ფეხბურთელები არ გვჭირდება, კრასიჩს უნდოდა ბასტოსს უნდა ვუჩინიჩსაც უნდახოდა მოვიდნენ

      1. მაგას ბარსაში უნდოდა და რეალში მოხვდა:)) აქ კიდე ეს მარადონა ვერ იტანს იტალიურ ფეხბურთს მემგონი და რა ვიცი რა

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.