ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სატრანსფერო ჭორი (პეპე)

tuttosport -ის ინფორმაციით სანკტ-პეტერბურგის “ზენიტმა” სიმონე პეპეს სანაცვლოდ “იუვენტუსს” 13 მილიონი ევრო შესთავაზა. შეგახსენებთ, რომ იტალიელი ნახევარმცველი ტურინში “უდინეზედან” არენდის გზით გადმობარგდა და მისი გამოსყიდვისათვის საჭირო კონტრაქტით გათვალისწინებული თანხა 10 მილიონ ევროს შეადგენს. იტალიური გამოცემის მტკიცებით, “ბებერი ქალბატონი” ფეხბურთელს ჯერ “ფრიულელებისგან” გამოისყიდის, შემდეგ კი რუსეთში გაასხვისებს, რის შემდეგაც მისი ყიდვა-გაყიდვით გუნდი 3 მილიონ ევროს მოიგებს. “ზენიტის” მწვრთნელი, ლუჩიანო სპალეტი უკვე მუშაობდა პეპესთან ერთად და როგორც ჩანს, მის ძალებში დარწმუნებულია. იმავე წყაროს მტკიცებით, პეტერბურგელებმა “იუვენტუსს” უკვე ოფიციალური წინადადებითაც მიმართეს.

წყარო: goal.com

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

98 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Gurami Tkebuchava
13 years ago

ჩელსი 50 მილიონს იხდის აგეროშიიი

13 years ago

ეგ თუ სიმართლეა დავიღუპეთ და ეგ არის

Gurami Tkebuchava
13 years ago
Reply to 

:loool:

Gurami Tkebuchava
13 years ago
Reply to 

სიმამრი მაინც არ გუშვებს და :D ისე შეიძლება უთხრას 50 %_ტი დადე და წადიო :D

Vaxooo
13 years ago

ყოფილიყო ზამენაზე, მარა 13 მილიონს თუ გვთავაზობენ, აუცილებლად უნდა გაიყიდოს

Di Francesco # 1
13 years ago

მელოს გამო მარკიზიოს არ გააფუჭებენ, მელომ წავიდეს და ბრაზილიაში ამოაგდოს ხალხი სასტავიდან, 1 თასი კი წაართვა ბრაზილიას და აგარ იძახებენ ნაკრებში. იტალიის ნაკრების მცველი აკვილანი გააგდეს და ბრაზილიიდა გამოგდეულს დატოვებენ? არამგონია

Di Francesco # 1
13 years ago

მარკიზიოს რატო? ვინაა უკეთესი

sandro ivaneishvili
13 years ago

ese igi pirlo melo aქედან ვერცერთს აჯობებს მერე კონტე თამაშობს 424 ამიტომ დაჭირდება ვინგერები სავარაუდოდ ეს იქნებიან ბასტოსი და კრასიჩი ასე რომ არა მგონია მარკიზიომ ცენტრ ფორვარდად გაქაჩოს

13 years ago

საქმეც მაგაშია კონტეს მარკიზიო ყველა ვარიანტში ურჩევნია მელოს.. და მე შწენ გეტყვი მარკიზიოში გაცილებით მეტი პოტენციალია ვიდრე მელოში.. მელო თავის ზღვარზეა, ხოლო მარკიზიოს მომატება რომ შეუძლია ეგ ყველამ იცის

sandro ivaneishvili
13 years ago

არა ძმაო ეს კაცი სათადარიგოსთვის არის ბრწყინვალე ვარიანტი მარა იქ უკვე მარკიზიოსაც მოუწევს დაჯდომა პლიუს პაციენცა და მარტინესი ალბათ მაინც გაყიდიან

ლაშა ცხვარაძე

უნდა დავიტოვოთ უეწველი

Di Francesco # 1
13 years ago

ბარსამ სანჩეს თუ იყიდა, როსი მაინც გვეყიდა

Gurami Tkebuchava
13 years ago

პროსტა იმაზე მწყდება გული რო გრანდები ვარსკვლავებით იტენებიან… და იუვე კიდე პაციენცას და ინლერს დასდევს კიდე ვუჩინიჩს… კარგით რაა იუვეა თუ ყაზანის რუბინი ვეღარ გავიგე… მსოფლიო ფეხბურთის გრანდის ფანი ვარ თუ ერთი უბრალო დაბალი დონის გუნდის? ამოვიდა ყელში… :@.... .... იძახიან 130 მილიონია სატრანსფეროდო და ჯერ კაპიკი არ დახარჯულა! და ინლერი,ვუჩინიჩი,ლასანა და კიდე რავი რა ფარჩაკ ფეხბურთელებს დასდევენ… თუ რეალმა შეძლო ამხელა ვარსკვლავების ყიდვა იუვეს რატო არ შეუძლია?! ორი წელია გავიძახი აი ამ წელს გავალთ ლიგაზე აი ამ წელს… და ბოლოს რააა?! მეშვიდე ადგილი! გუნდი რომელიც იტალიის ყველაზე ტიტულოვანი გუნდია ყიდულობს პაციენცას… და იძახიან საჩემპიონო გუნდს ვქმნიითო!? მილანმა თქვა საჩემპიონო… Read more »

13 years ago

მინდა გითხრა უსაფუძვლოდ არ გტკივა გული. ვნახოთ რას შემოგვთავაზებს ჩვენი “ვაჭარი” ბატონი მაროტა. წელს ალბათ ინლერი ლიხშტაინერით შემოიფარგლებიან და ერთ თავდამსხმელს და ერთ ნახევარმცველს დაიმატებენ საშუალო დონისას, ისეთი ახალგაზრდა მაინც დაიმატონ, რომელიც მომავალ წელს ძირითადში მოხვდება და მომავალ წელს მის პოზიციაზე არავინ რომ არ ვეძებოთ. ნუ დაგვავიწყდება ის ორი ახალგაზრდა, თუ არ ვცდები ბრაზილიელები, რომლებიც კლუბს სავარაუდოდ 2012 წლის დასაწყისში შეუერთდებიან, რადგან ჯერ ასაკით პატარები არიან და პროფესიონალურ კონტრაქტს ვერ აფორმებენ და უბრალოდ შეთანხმება დადეს. ამიტომაც ვფიქრობ რომ ისეთ ვინმეს იყიდიან ვინც ერთი, ან ორი სეზონით გამოადგებათ, ამის დასტურია პირლოს, ციგლერის და პაციენცას უფასოდ მოყვანა, ძალიან მინდა რომ ვცდებოდე და… Read more »

Dzia.
13 years ago

+1

arseni
13 years ago

ხომ არ იცით ვინმემ კოპა ამერიკას რომელიმე ქართული არხი ხომ არ უჩვენებს? შემთხვევით იასნია

lasha naxucrishvili
13 years ago

არააა უძლიერესი არაა უჩოხანკესი არის ნორმალური ფეხბურთელი გვჭირდება ძირითადში არა ზემენაზე მაინც !

13 years ago

მაროტა მაგარი ვაჭარია რა, ფეხბურთელი “განვადებით” აიყვანა და 3 მილიონი მოუგო. ეგ მე მგონი ამისთვის მოიყვანეს ტურინში :))))))) ალბათ აკვილანის, მატრის და ტონისაც იგივეს გაუჩალიჩებს და ამის შემდეგ გაჩნდება ფული აგუეროსთვის

lasha naxucrishvili
13 years ago

ikajuve1011 ეეეეეერიჰააააა :mrgreen: :mrgreen:
მაგდენი რამე რო იცოდეს ბრატ პეპემ მესი იქნებოდა
და თუ ეგეთი ფეხბურთელი გინდა იუვეში კიდე ეგეთ ფეხბურთელში დაახლოებით 40 მილიონია საჭირო

13 years ago

ხო არა იმაში გეთანხმები რო მებრძოლია.. მაგრამ მე წელს სერია A-ში უბრძოლველი ფეხბურთელი არ მინახია.. აქ ყველა იბრძვის და ყველა ინდომებს.. ნუ პეპე მაგ მხრივ ერთ ერთი გამორჩეულია მაგრამ ბევრი ნაკლი კი აქვს

arseni
13 years ago

და უძლიერესი დავიდე ჟინოლაა

arseni
13 years ago

აუ ლეონარდომ რა დაადო ინტერს და მორატის … პსჟ-ს სახით ახალი სიტი ჩნდება არადა როგორ მახსოვს პსჟ-მ ბარსელონა რომ გამოთიშა ლიგას 1994 წელს იმის წინა სეზონებზე რეალსაც უყელა მაგრად… ჯორჯ ვეა რომ უბერავდა მაშინ

Gurami Tkebuchava
13 years ago
Reply to  arseni

ლონარდო არის ფულის მონა :

arseni
13 years ago

ალექსის სანჩისი უკვე გადავიდაო ბარსელონაში 39 მილიონადო ….. ეგ ზუსტად მოერგება ბარსელონას სტილს

Gurami Tkebuchava
13 years ago
Reply to  arseni

ხოდა აგეროს ყიდვის სანშებიც გაიზარდა! :roll:

arseni
13 years ago

თუ კუნ აგუერო ს რეალში გადასვლა აიძულა ჩათლახმა “მამიკომ” მაშინ ეგ კაციც კარგი იქნება ფოტოზე რომ გყავს

Gurami Tkebuchava
13 years ago

ეხლა რეალის საიტზე ვიყავი და მაგათ უმეტესობას არ უნდა აგერო რეალში! და ჩვენ რამის ოცნებად გვექცა… ეხ ამ ცხოვრებას რა უთხარი თორე ეხლა იუვე ასეთ დღესში უნდა იყოს?! :blin:

Di Francesco # 1
13 years ago

მსოფლიოზე სლოვაკეთთან ვი იყო საუკეთესო? იტალიაში ბევრი არაა პეპესნაირი მებრძოლი მოედანზე.

giorgi kipshidze
13 years ago

ცუდი ფეხბურთელი არაა მარა 13 მილიონი კაი ფულია :D

arseni
13 years ago

13 მილიონი კარგი ფულია მაგრამ 10 მილიონი უდინეზესია

Turinski ....... 444444444444444

ძაან მაგარი კაცია უნდა დარჩე

lasha naxucrishvili
13 years ago

დარჩეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეს!!!!!!!
ვერ ვხედავ იმის მიზეზს თუ რატომ არ უნდა გამოისყიდოს ეს იუვენტუსმა !!!!!!!

13 years ago

იმიტომ რო პადაჩებს ვერ აკეთებს, კაცის მოტყუება არ იცის, კომბინაციურ თამაშში მოიკოჭლებს, სახიფათო მომენტების შექმნა უსაშინლესად უჭირს. მოკლედ იუვეს დონის არაა, ზენიტს კი ძალიან გამოადგება.

13 years ago

ახლა შენ მითხარი რატომ უნდა დარჩეს?

13 years ago

პეპე უნდა გაყიდონ და მის ადგილზე ბონიპერტის მისცენ შანსი!!!

Gurami Tkebuchava
13 years ago

მთელ სულს და გულს დებს სტადიონზე… უნდა დარჩეს!

13 years ago

ნუ მოკლედ უნდა დატოვონ რა იუვეში ეს კაცი

13 years ago

არა, ეს უნდა დატოვონ. არ უნდა გაუშვან ეს

arseni
13 years ago

10-ად გამოისყიდის 13-ად გაყიდის მაროტა 3 მილიონს მოუგებს პეპეში სუფტა დიდუბის დეზერტირების ბაზრის სპეკულიანტია რა …..

| Newsphere by AF themes.
98
0
Would love your thoughts, please comment.x