ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მაროტა ვუჩინიჩსა და აგუეროზე ალაპარაკდა

“იუვენტუსი” ახლა უკვე თავად ადასტურებს მირკო ვუჩინიჩისა და სერხიო აგუეროსადმი არსებულ ინტერესს. შეგახსენებთ, რომ უკვე დიდი ხანია ამ ორი ფეხბურთელის ტრანსფერის შესახებ ჟურნალ-გაზეთები იუწყებიან. დღეს ამ თემაზე ჯიუზეპე მაროტაც ალაპარაკდა: ” სწორედ ახლა ვფიქრობთ იმაზე, თუ რა იქნება ჩვენთვის საუკეთესო სატრანსფერო ნაბიჯი. მომდევნო დირექტორთა საბჭოს შეკრების შემდეგ ბევრად უფრო კონკრეტულები ვიქნებით. ვუჩინიჩი ნამდვილად ის ფეხბურთელია, რომელიც გვაინტერესებს, მაგრამ მონტენეგროელი “რომას” ეკუთვნის და ტრანსფერის შესახებაც მათ უნდა დავეკითხოთ. აგუეროს შესახებაც იგივე სიტუაციაა, მაგრამ იმას დავამატებ, რომ ის შესანიშნავი ფორვარდია და ვფიქრობ, ჩვენს გუნდს იდეალურად მოერგებოდა. როცა გუნდის საერთო დონის ამაღლებაზე ვსაუბრობ, სწორედ მისნაირი ფეხბურთელებიოს მოყვანას ვგულისხმობ ხოლმე. არგენტინელი დიდებული ფეხბურთელია. რაც შეეხება ლიხტშტაინერს, რომში სწორედ მის გამო ვართ, მაგრამ დიდი სიფრთხილე გვმართებს. “ლაციოსთან” მცირე უთანხმოებაა, თუმცა ლოტიტოსთან კარგი ურთიერთობის ხარჯზე მისი მოგვარების იმედი მაქვს. ” -აცხადებს მაროტა.

წყარო: football italia

23 thoughts on “მაროტა ვუჩინიჩსა და აგუეროზე ალაპარაკდა

  1. მიდი მაროტა მიდიიიიი ლიხშტაინერი დაითრიე კაი ფეხბურთელია!
    რაც შეეხება აგუეროს ჩემი აზრით თავად გადაწყვეტს სადაც წავა :-( თუკი სადმე სხვაგან წავა არამგონია მაროტას ბრალი იყოს

  2. მაროტა ნუ გამაგიჯებ ეხლა.. დადე აგუეროზე 50 მილიონი და იყიდეეე… რახან ჩელსი გაგიჟდა ჩვენც უნდა გავზარდოთ სტავკა.. და თუ აგუერო ვერ იყიდეს მაშინ იკან გაიკეთონ ეგ მილიონები

  3. აუ ამან მარტო ვუჩინიჩი არ შემოგვატენოს თორე, ყველა მინდორ-ველს მოვუხნავ ჩემი ტრაქტორით.

  4. ვუჩინიჩი ბასტოსის ადგილზე განიხილება როგორც ჩანს

    ეტყობა კონტეს და დირექტორატის გადაწყვეტილებას ელოდება ამ 2-ში ერთ ერთის ასარჩევად

    აგუერო კიდე უეჭველი გადმოვა ფაქტია

    ასევე ლიხტშტაინერიც და ვაფშე გაძლიერდება გუნდი სერიოზულად ვიბრძოლებთ სკუდეტოსთვის

  5. ახლა ვუჩინიჩი არ არჩიო აგუეროს რა ისე იმდენი კი იცის რომ აგუეროს მოყვანა გუნდის თამაშის დონეს აწევს მარა ისეთი წუწურაქია რო რავიცი

  6. ეს კაცი ვერაა მთლად დალაგებული. იმის მაგივრად რომ ჯერ აგუერო, ბეკი იყიდოს და მერე ლიხშტაინერები და სხვა ზამენის ხალხი პირიქით აკეთებს. ან არასტაბილური ვუჩინიცი რათ გინდა? ეს ლიხშტაინერი ხო საერთოდ ჭ კლასია. მაგას ნებისმიერი ტექნიკური საშუალო დონის თავდამსხმელი, ნახევარმცველი ატირებს.

  7. ამ სამიდან მარტო აგუერო გვინდა დანარჩენები არ გვჭირდება ჯობია უფრო მაღალი დონის ფეხბურთელებზე იფიქრო მაროტა

  8. ეგრე მაროტა კონკრეტული წინადადებით მიმართე ატლეტიკოს და საჩუქარი გაგვიკეთე იუვენტინოებს :juvee:

    აგუეროსთან ერთად ვუჩინიჩი და ლიხშტაინერიც არ გვაწყენდა :chuvak:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.