გროსოს დუბაი იზიდავს
Sky Sport 24 – სთან საუბარში , სერია ა-ს არაერთი ფეხბურთელის საფეხბურთო აგენტმა ბეპე ბოცომ , საკმაოდ საინტერესო თემებზე ისაუბრა …
მარკეტი და სარატე : ” მინდა გითხრათ , რომ რომის ლაციო , ძალიან დიდ ინტერეს იჩენს კალიარის მეკარის მიმართ . ამ ეტაპზე აუცილებელია ეს ინტერესი კონკრეტულ წინადადებამდე მივიდეს . ჰორიზონტზე სხვა კლუბებიც არსებობენ , თუმცა ლოტიტო ამ ეტაპზე ფავორიტია . სარატე ? ის თავს მშვიდად გრძნობს , ემზადება ქორწილისთვის . ეს საკმაოდ მომთხოვნადი ფეხბურთელია ბაზარზე . მისი ღირებულება კი საკმაოდ მაღალია : 20-25 მილიონი ევრო “ .
მოტა და გროსო : ” გროსოს აინტერესებს ისეთი ეგზოტიკური ადგილები , როგორიც მაგალითად დუბაია , ჩვენ ამ ეტაპზე კონკრეტული წინადადების მოლოდინში ვიმყოფებით . მოხარული ვიქნები თუ მოტა ტურინში დარჩებოდა და შესძლებდა საკუთარი შესაძლებლობების სრულად წარმოჩენას . გასულ სეზონში მას ტრავმებმა შეუშალა ხელი , თუმცა ტურინელთა ხელმძღვანელობა არ ჩქარობს მასთან განშორებას “ .
კასანო : ” კასანო ორი აზრი არაა , რომ მილანში დარჩება რადგან ამ კლუბისთვის სარგებლის მოტანა ჯერ კიდევ შეუძლია . ნაპოლი ? ეს ფანტასტიკის სფეროა ” .
ჯილარდინო : ” თუ მის თაობაზე რაიმე წინადადება შემოვა , ორივე მხარე მზად არის განიხილოს იგი . სხვათაშორის იუვენტუსი ძალზედ ახლოს იყო იანვარში მის შეძენასთან , მაგრამ გამომდინარე ფლორენციელთა სატურნირო მდგომარეობიდან , დელა ვალემ თავი შეიკავა ფორვარდის გასხვისებისგან . დღეისათვის კი ის მზადყოფნას გამოთქვამს ნებისმიერი წინადადებისთვის “ .
პალადინო : ” ხელმძღვანელობა ერთმანეთს ხუთშაბათს შეხვდება მისი მომავლის გასარკვევად . გამორჩეული ფეხბურთელია , რომელიც ტრავმებმა გააწამა და იმედი მაქვს შემდეგი სეზონი ფანტასტიური იქნება მისთვის . მისი მომავალი იუვენტუსის და პარმას ხელშია “ .
წყარო : Tuttosport
გროსოს ეგზოტიკური ადგილები კი არა ფული იზიდავს, მაგრამ დროა წავიდეს უკვე, იუვეში ასპარეზობით ვარსკვლავები არ მოუწყვიტავს მაგრამ მაინც მაგრად მევასება ეს მცველი, მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ რა თქმა უნდა :)
აუ ეს მევასება… ნემეცებს რო შეურჭო გოლი
აუ ამ აგენტს რა ანაზღაურება ექნება არ უნდა იკითხო
გროსოს დუაბაი იზიდავს აბა სუ გიჟდებოდა მაქაურობაზე ფული იზიდავს მაგისსსს

გროსოს დუბაი კი არა დიდი გული იზიდავს :D