აგენტი:”სტორარი “იუვენტუსში” რჩება”
მარკო სტორარის აგენტის თქმით, მისი კლიენტი “იუვენტუსში” დარჩება მრავალი მითქმა–მოთქმის მიუხედავად:“მარკო “ბიანკონერიში” რჩება” – ასეთი იყო იტალიელი მეკარის აგენტის განცხადება. ჟურნალისტები სტორარის დიდი ხნის განმავლობაში სხვადასხვა კლუბებში უშვებდნენ. ვეტერანი გოლკიპერის ბედს ყველაზე ხშირად რომაულ კლუბებს, “რომას” და “ლაციოს” უკავშირებდნენ, რადგან თავის მხრივ ისინიც გამალებით ეძებენ კარის დარაჯს. იყო ჭორები მარკოს “ჯენოაში” ტრანსფერზეც. სტორარი “იუვენტუსში” 2010/11 წლების სეზონის წინ ჩაირიცხა. მან გარკვეული პერიოდით ტრავმირებული ბუფონი ჩაანაცვლა, რომელიც 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე საკმაოდ მძიმედ დაშავდა. ჯიჯის დაბრუნების შემდეგ კი, მარკოს ფაქტიურად შანსი აღარ ჰქონია. 34 წლის სტორარის კარიერის მანძილზე “იუვენტუსამდე” მრავალ კლუბში აქვს ნათამაშები: “ლადისპოლი”, “პერუჯა”, “მონტევარკი”, “ანკონა”, “ნაპოლი”, “მესინა”, “ლევანტე”, “კალიარი”, “ფიორენტინა”, “მილანი”, “სამპდორია”.
ზამენისთვის ამაზე კარგს ვერ ვიშოვით
სტორარი კარგი მეკარეა
მაროტას იუვეში საუკეთესო ტრანსფერებს შორის მეოთხე ადგილზეა:კვალიარელას, კრასიჩის და მატრის შემდეგ
უძლიერესი მეკარე ხარ მარკო, როგორც ტრანსფერი მაროტას სამეულში შედის..
ეს არი ყველაზე მაგარი ტრანსფერი ერთ-ერთი :))
ვა კაია
ძალიან მაგრად გამეხარდა ამის დატოვება, ერთადერთი პოზიციაა სდაც გაძლიერება არ გვჭირდება
მეკარის პრობლემა არ გვაქვს.
საგოლ კაია !!!!!
ბრავოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოო!!!!!