ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იაკინტა “ნაპოლის” გზაზეა

როგორც tuttosport -ი იტყობინება “იუვენტუსმა” ფაბიო კუალიარელას ტრანსფერში შესაძლოა ვინჩენცო იაკინტა ჩართოს. იტალიელი ფორვარდი ტურინში გასულ ზაფხულს გადმობარგდა და კონტრაქტში დატანილი პუნქტის თანახმად, მისი გამოსყიდვა “ბებერ ქალბატონს” 10.5 მილონ ევროდ შეუძლია. ტურინულ მხარეს ფეხბურთელის დატოვების სურვილი აქვს, თუმცა ნეაპოლელთა მოთხოვნები არ მოსწონს და თანხის შესამცირებლად ბარტერის გამოყენებას აპირებს. თავად იაკინტა წასვლის სურვილს არ გამოთქვამს, მისმა აგენტმა ისიც კი დასძინა ჩემს კლიენტს კონტეს გუნდში კონკურენციის არ ეშინია და ადგილისთვის იბრძოლებსო. სურს თუ არა “ნაპოლის” იაკინტას გადაბირება უცნობია, თუმცა “ჩემპიონთა ლიგისთვის” მათ შემტევი ხაზის გაძლიერება სჭირდებათ და ამას თავადაც ადასტურებენ.

წყარო: goal.com

15 thoughts on “იაკინტა “ნაპოლის” გზაზეა

  1. ამა ხელმძღვანელობის ყველაზე დიდი პრობლემა რა არის იცით ძალიან გვიან ხვდებიან რომელი ფეხბურთელები უნდა გაყარონ გუნდიდან !
    არც ის იციან რომელი ფეხბურთელები უნდა მოიყვანონ გუნდში გუნდს რო გამოადგეს ! :forza:

  2. ნუ შეილძება ყოველ შემთხვევაში იუვე ორმაგად ისარგებლებს უფრო კაი ფორვარდს დაიმატებს და დებილს მოიშორებს ერთერთს

  3. ჩემი ვინჩენცო :D ლიგაზე იასპარეზებს :D :D

    წადი კვინდა შენთვისაც კარგი იქნება და ნაპოლისაც გამოადგები :loool:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.