ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მარტინესი შესაძლოა “კატანიაში” დაბრუნდეს

ტურინის “იუვენტუსის” ფეხბურთელი, ხორხე მრტინესი, შეიძლება თავის ყოფილ გუნდს, “კატანიას” დაუბრუნდეს. ურუგვაელ ნახევარმცველს წელს ტურინში ძალიან რთული სეზონი ჰქონდა, მან თავი ვერაფრით გამოიჩინა და შესაბამისად, გავრცელდა ჭორები მისი გუნდიდან წასვლის შესახებ. მარტინესი 2010 წლის ზაფხულში “ბიანკონერიმ” 12 მილიონ ევროდ “კატანიასგან” გაიფორმა. თუ სხვადასხვა წყაროებს დავუჯერებთ, არსებობს შანსები იმისა, რომ ხორხე სიცილიაზე დაბრუნდეს. ამ ყველაფერს “კატანიას” პრეზინდენტი, პიეტრო ლო მონაკოც ადასტურებს:“დიახ, ეს სიმართლეა. მოლაპარაკებები “იუვენტუსთან” მარტინესის დაბრუნების თაობაზე მართლაც არსებობს. თუმცა, მე ყოველთვის ახალი სახეების მოძიებას ვანიჭებდი უპირატესობას…” მარტინესის მომავალი ბოლო პერიოდში კიდევ ორ გუნდთან, “ფიორენტინასთან” და ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გასულ “უდინეზესთან” იყო დაკავშირებული.

წყარო: Football-Italia

26 thoughts on “მარტინესი შესაძლოა “კატანიაში” დაბრუნდეს

  1. რა მაგის პასუხია და იცით რა მაინტერესებს? ახლა მილანის საიტზე წავიკითხე, გუნდს აგროვებენ ქართველი მილანისტები თბილისური ტურნირისთვის და ჩვენს საიტს ჰყავს თავისი გუნდი?

  2. წელს იუვეში არავინ ბრწყინავდა და თუ გუნდი მომავალ წელს ათამაშდა, შეიძლება ამანაც გვაჩუქოს კარგი წუთები, ერთი სეზონი ყველას შეიძლება ჩაუვარდეს, მთლად დელ პიერობას ნუ მოვთხოვთ

  3. არ გაყიდიან ამას, ბასტოსს დაუტოვებენ ზამენად. პეპე ორივე ფლანგს შეიძლება ვერ ეყოს. ჯოვინკოც რჩება მგონი პარმაში. კორიერე წერს რომ დღეს მიაღწიეს შეთანხმებასო. მოტას აღარ ჯობია ჯოვინკო? 3 მილიონად მისცეს

  4. ასეთი ტალანტისა და ლეგენდარული ფეხბურთელის როგორიცაა მარტინესი ნუთუ გაცილება არ უნდა მოუწყონ სტადიონზე :kenwvla: :lool:

  5. ჯერჯერობით მაროტა კარგად მიდის. ერთი როსიც მოაყოლოს, პეპეს გამოსყიდვა კაია, ახლა 1-2 კაი მცველი და მინუმუმ ლიგა მაქსიმუმი სკუდეტო

  6. საღოლ მაროტა.. მიდი უკან შეატენე!!! აბა როგორი იყო მაგათმა რომ შემოგვტენეს.. ან როგორ შეცდა მაროტა ასე ძალიან!!!

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.