მოჯი იუვენტუსის სატრანსფერო პოლიტიკაზე და კალჩიოპოლზე საუბრობს
Radio Sportiva – სთან საუბარში , ბიანკონერის ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა , შეფასება გაუკეთა იუვენტუსის სატრანსფერო სვლებს და ყველაფერთან ერთად კალჩიოპოლის საკითხზეც დააფიქსირა საკუთარი მოსაზრება …
” იუვენტუსმა სწორი ნაბიჯი გადადგა როდესაც მატრის და კუალიარელას გამოსყიდვა გადაწყვიტა . რაც შეეხება პეპეს , მართალია ის არ არის დაჯილდოვებული მაღალი ტექნიკური არსენალით , თუმცა მისი საუკეთესო თვისება – მაქსიმუმის გაღებაა მოედანზე . მოტა კი ნამდვილად არ იყო დასატოვებელი . ჩემი აზრით , ბიანკონერი 3-4 წელიწადში კვლავ გახდება კონკურენტუნარიანი , მანამდე კი შესანიშნავი შანსი ეძლევა მილანს , რომელსაც თავისუფლად შეუძლია ტიტულების მოპოვება . კონკურენტი ? შესაძლოა რიგ ეპიზოდებში ინტერმა ხელი შეუშალოს როსონერის ” .
შემდეგ მოჯი კალჩიოპოლის შეეხო …
” ნეაპოლში მიმდინარე სასამართლო პროცესზე , ჩემს მიერ წარდგენილმა სატელეფონო ჩანაწერებმა ყველაფერი თავის ადგილზე უნდა დააყენოს . იუვენტუსს არასოდეს გაუბედავს ის , რაც ფაკეტიმ იკადრა , რომელიც მოითხოვდა ინტერი – იუვეს მატჩზე კოლინას დანიშვნას . არადა ჩემზე გახსოვთ რა ხდებოდა , როდესაც ბერგამოს კონკრეტული სია გადავეცი მსაჯების , რომელმაც თავის მხრივ ყურადაც არ იღო ეს მასალა . მე ვთავაზობდი მათ ხუთ , უმაღლესი დონის და ბრწყინვალე ფორმაში მყოფ მსაჯებს , ფეხბურთის საკეთილდღეოდ . მაგრამ მათ არჩევანი რადამონტიზე შეაჩერეს , რომელიც მომავალში მილანთან გარიგებაში იქნა შემჩნეული , სადაც მეანი ამბობს : ” მე ვაიძულე ერთ ერთი ჟურნალისტს შენთვის 7 – იანი დაეწერა ! ” .
” იუვენტუსი იტალიაში მთავარი კლუბი იყო , რომელიც წლიდან წლამდე აგრძელებდა დომინირებას , ეს კი ბევრს არ მოსწონდა . ისინი ხარჯავდნენ დიდ თანხებს , მაგრამ შედეგი კვლავინდებურად მიზერული გახლდათ . შემდგომ კი , ავოკატო – ანიელის სიკვდილით ისარგებლეს . მსაჯების საკითხზე დისკუსიას ყველა ახორციელებდა , ეს ღია რამ იყო პრაქტიკაში . რატომ უცხოური სიმ ბარათები ? ჩვენ მას შემდეგ დავიწყეთ მათი გამოყენება , როდესაც შევიტყვეთ , რომ ტელეფონები ისმინებოდა . თუმცა , ნებისმიერ შემთხვევაში , შვეიცარიულია სიმ ბარათი თუ საერთოდ სხვა ქვეყნის , მათი მოსმენა მაინც შესაძლებელია . არსებობს ბევრი პასუხ გაუცემელი კითხვა და იმედი მაქვს უახლოეს პერიოდში საზოგადოება შეიტყობს სრულ სიმართლეს ” .
წყარო : TuttoJuve
3-4 წელი მართლა ბევრია ახალ სეზონში უეჭველი უნდა გავხდეთ ჩემპიონები და ახალ სთადიონზე გამარჯვებები და წარმატებები დავიბედოთ

ვითომ მართალია ეს კაცი რაღაც მეეჭვება მართალი იყოს სახეზეც ეტყობა რომ მაფიოზია
ახლა იმაზე ვფიქრობ როდის გაყრიან იუვედან უსაქმურებს
ავოკატო ჯანი იყო… ყველა კომენტარში ვამბობდი ადრე რომ მისი სიკვდილით ისარგებლეს, თორე ვერც გაუბედავდა მორატი იუვეს ეგეთ რამეს…თავს წაასაკრავდა… მოჯი არაფერი არ ყოფილა, რასაც ავალებდა ჯანი აკეთებდა, ეგ უბრალოდ შემსრულებელი “ხელის ბიჭუნა” იყო ჯანის… როგორც კი ჯანი მოკვდა, მაშინვე “გაბლატავდნენ”…და მოჯის შეტენეს ყველაფერი და ხელი შეახოცეს… ჯანის დონესთან ვერასოდეს მივა მორატი და ვერც ბერლუსკონი… ჯანი იყო მე-20 საუკუნის ყველაზე უფრო ცნობილი და ძლიერი იტალიელი… ყველაფერს აკონტროლებდა და პირადად მისი სახელი არასოდეს ამოტივტივებულა ოფიციალურ სკანდალში… მოჯი მართლა მეცოდება, იმიტომ რომ ბავშვივით ნაბან წყალს აყოლებენ… თორე მოჯის ვინ ეკითხებოდა ან ვინ ეკითხება ხვალ რა დღეა… PS. რადგან ჯანი აღარაა ცოცხალი და ეხლა… Read more »
მოჯი მაგარი კაცი ხარ!
ძმებო აქუილანისა რა ისმის?
მემგონი გაუშვებენ, ან მაგას დატოვებენ და მელოს ანს სისოკოს გაუშვებენ ან ორივეს ერთად :)
მე მჯერ შენიიი!!! სამართალი იზეიმებს
ზუსტად რასაც ვფიქრობდი და ვწერდი დაახლოებით ისეთი რამეები თქვა ამ კაცმა მატრიზე კიუალიარელაზე პეპეზე და მოტაზე.
ხო თავი დავიბრიდე ეგრე რო მოხდეს, იმედია ეს ვარაუდი არ გამართლდება :gvishvele:
3-4 წელიწადში გახდება იუვე ძლიერი
საღოლ დათკა საკმაოდ ვრცელი და საინტერესო სტატიააა !
მოტა მართლა რა ჯანდაბად დაიტოვეს. სორენსენი ხო გვყავს ზამენისთვის ისედაც.
” შემდგომ კი , ადვოკატ ანიელის სიკვდილით ისარგებლეს ” – ეს წინადადება ვერ გავიგე ტო. ადვოკატ თუ ავოკატო ანიელის? თუ ადვოკატმა ?? ანიელი ადვოკატი არ იყო ტო:))) მუშა იყო მუშა:))
ზოგადად ვიცი რო ავოკატოა ) მაგრამ ნუ უშუალოდ ასე იყო
Адвоката Аньелли
მუშა … მაგნაირი მუშები ვიყოთ არ გინდა ? : D მუშა …
შეიძლება ანიელის ადვოკატი დაიბრიდა ტო:) მინდა მასეთი მუშობა:))) წაო იტალიაში ჩავბარდეთ ლტოლვილებად და ვიმუშაოთ გაზონის მკრეჭელებად ახა; სტადიონზე:)
ბაზარი არაა , ტერმინალთან გელოდები
ბიანკონერი 3-4 წელიწადში კვლავ გახდება კონკურენტუნარიანი
რა 3-4 წელიწადი მოჯი? 4წელი კიდე უნდა ვუყურო როგორ იგებენ მილანელები? არ არსებობს!

მოჯიმ იუვე დაიცვა, იუვემ მოჯი არა…. მაგარი კაცი არის, რასაც აკეთებდა მხოლოდ იუვესათვის აკეთებდა…