ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

აკუილანი “ლივერპულში” ბრუნდება

როგორც ჩანს, იტალიაში ამ ეტაპზე არ მოიძებნება გუნდი, რომელსაც ალბერტო აკუილანის გაფორმება სურს. იტალიელი ნახევარმცველი საზაფხულო არდადეგების გატარების შემდეგ ლივერპულში ჩავა. განვლილ სეზონში, აკუილანი იჯარის წესით “იუვენტუსში” ასპარეზობდა. “ბიანკონერის”, ხელშეკრულების მიხედვით, გამოსყიდვის უფლებაც ჰქონდა მინიჭებული, მაგრამ საბოლოოდ, გუნდმა ალბერტოს გამოსყიდვა არ ისურვა. აკუილანის აგენტი გარკვეული პერიოდის განმავლობაში საკუთარი კლიენტის მომავალს “მილანს”, “ნაპოლის” და “ინტერს” უკავშირებდა, მაგრამ ჯერ-ჯერობით, ფეხბურთელს ინგლისში დაბრუნება მოუწევს.“ალბერტო ლივერპულში ბრუნდება” – ასეთი იყო ფრანკო ძავალიას განცხადება tuttojuve – სთან საუბარში. შეგახსენებთ, რომ 27 წლის “რომას” ყოფილმა ვარსკვლავმა, “იუვენტუსში” ასპარეზობის წყალობით მოახერხა იტალიის ნაკრებში დაკარგული ადგილის დაბრუნება ფიზიკურ ფორმასთან დაკავშირებული პრობლემების შემდეგ.

წყარო: Football-Italia

25 thoughts on “აკუილანი “ლივერპულში” ბრუნდება

  1. წინა წლის ლაციოზე გეუბნები 2009-2010 ტველა თამაშიში ღია კარის დღე რო ქონდათ. კინაღამ რო გავარდნენ, წელს გეთანხმები.

    1. გამოასწორეს თამაში იმის მერე , პროგრესირება შესძლეს … იმ დროს იქმნებოდა ის ლაციო რაც წელს ვნახეთ

  2. კარგია რომ არ გამოისყიდეს. ნეტა მონტოლივოს მოიყვანდნენ და პირლოს შეუწვილებდნენ, ცენტრი მაგრათ დალაგდებოდა :juvee:

  3. ლიხშტაინერზე მიტო ვიძახი შარშანდელი ლაციოს დაცვა საშინელი რო იყო,რასაც დგეს მოტაზე ვიძახით იგივეს თქმა შეიძლებოდა ლიხშტაინერზე, ანდა გუნდის გავარDნაში დიდი “წვლილია” დაცვის და ციგლერიც არუნდა იყოს იუვეს დონის

    1. ლაციოს დაცვა წელს იუვენტუსზე ბევრად უკეთესი იყო და ლიხტი მიუხედავად იმისა რომ მე უფრო ბეკის ტრანსფერი მინდოდა , ერთ ერთი საიმედო იყო თავის პოზიციაზე კალჩოში . შენ ეტყობა სხვა ლაციოს თამაშებს უყურებდი

      ლაციომ ამ სეზონში გაუშვა 39 ბურთი ისევე როგორც ნაპოლიმ , რომელიც კალჩოში ფაქტიურად 2-3 მაჩვენებელია , ჩემპიონ მილანის შემდეგ

      და შენ მეუბნები რომ ლაციოს დაცვა ცუდი იყო და ლიხტი მოტასნაირი ცუდი როჟა ხო ? :loool:

  4. მე ინტერში ლეგიონერი არ მაღიზიანებს, მარა იუვეში უბრალოდ არ ვართ შეჩვეულები საშვალო დონის შვეიცარიელებს, 3_4 პლათინი, ზიდანი და ტრეზეგე კარგია. ესეც იქნება მითუმეტეს კონტემ იცის ტრადიციის მნიშვნელობა

    1. ძველ იუვეშიც იყვნენ საშუალო დონის თუმცა შრომისმოყვარე ფეხბურთელები , საიმედო იგროკები … მოტასნაირი იტალიელის ყოფნას , ლიხშტაინერის დონის საიმედო მცველი ჯობია , თუნდაც შვეიცარიელი

      22 ვარსვკვლავი გუნდში ვერ გეყოლება

    1. აი კაცურად , გავანებოთ თავი იმას რომ ეს იტალიელია და ისინი შვეიცარიელები არიან , კარგადაც რომ ითამაშონ შენ იმას არ იტყვი რომ კარგი სატრანსფერო სვლა გააკეთესო

      რის ხაჯრზე უნდა დაეტოვებინათ აკუილანი , სუფთა საფეხბურთო თვალსაზრისით მითხარი , დაიმსახურა გამოსყიდვა საკუთარი ამაზრზენი თამაშით ?

      სუბიექტური ხარ მაგარი , მაგრამ მაინც მაინტერესებს

      1. სადაც მოტას იტოვებ, აქედან გამომდინარე ვიძახი, თან ნაკრებშიც ფორთხიალობდა რაღაცას, ახლა ნაკრებშიც არამგონია რო გამოიძახონ

        1. ნუ ეგ პრიშიკი მართლა რა დასატოვებელი იყო არ მესმის :blin: მემგონი კომპლექტში მოჰყვა რა უდინეზესგან :lool:

          მაგრამ ნუ აკუილანი გაცილებით ძვირი ღირდა ვიდრე მოტა და ეხლა ლამის 12 თუ 14 მილიონი სკამზე რომ გედოს , ნამეტანი ფუფუნებაა

          ნაკრებსაც არ გამოადგება ეგ დამიჯერე , ისეთი კონკურენცია არის აძურიში ცენტრში , რომ აკუილანის ადგილი იქ არ არის

        2. გულშემატკივრობაც ისაა რო სუბიექტური უნდა იყო, თუარა ყველა ობიექთურები რო ვიყოთ, ბარსას და ესპანეთს უნდა ვბალეჩიკობდეთ

          1. სუბიექტურობას მე კონკრეტულ ფეხბურთელებთან მიმართებაში ვიძახი . კალჩოს უყურებ და ციგლერს და ლიხშტაინერს ცუდ ფეხბურთელებს ეძახი და ეგ უკვე ზედმეტი სუბიექტურობაა

  5. ვააააა…. პარკ ჯი სონგი გაეძრო ტუტოსპოტზე… :lool: ეტობა ანიელიმ ამ უბედურზე თქვა პირლო მოვა და მაგას არაერთ ვასკვლავი მოყვებაო…? რა უბედურებს დასდევს ეს მაროტა ! :bicho:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.