2011/12 წლების სეზონის იტალიის თასის მატჩების თარიღები გარკვეულია
სერია ა-ს ფეხბურთის ასოციაციამ 2011/12 წლების სეზონის იტალიის თასის მატჩების ცხრილი გამოაქვეყნა. ტურნირი აგვისტოს დასაწყისში აიღებს სტარტს და მაისის ბოლოს დასრულდება. იტალიის თასის პირველი სამი ეტაპი (კვირა დღეებში) 7, 14 და 21 აგვისტოს გაიმართება, შემდეგ იქნება რამდენიმეთვიანი პაუზა. შეჯიბრის მეოთხე რაუნდი დაგეგმილია 24 (ხუთშაბათი) და 29 ნოემბერს (სამშაბათი). 2011 წლის დასასრულს, ტურნირში ჩაერთვება სერია ა-ს პირველი 8 გუნდი “იუვენტუსის” ჩათვლით. მეთექვსმეტედფინალები დაგეგმილია 8 დეკემბერს (ხუთშაბათი), 13 დეკემბერს (სამშაბათი) და 11 იანვარს (ოთხშაბათი). 25 იანვარს (ოთხშაბათი) გმოვლინდებიან მეოთხედფინალისტები. ნახევარფინალები კვლავინდებურად ორრაუნდიანი დაპირისპირებებით შედგება. პირველი რაუნდი გაიმართება 8 თებერვალს, ხოლო განმეორებითი მატჩები – 21 მარტს. იტალიის თასის ფინალი 20 მაისს, კვირა დღეს შედგება და გამოვლინება ტურნირის გამარჯვებული.
წყარო: ტურინის “იუვენტუსის” ოფიციალური ვებ-გვერდი
სანამ ცოცხალი ვარ ჩატი არ იარსებებს აქ
კი მარა რეიზა დათკა?
დათკა საიტზე ჩატი შეგიძლია რო გააკეთო? მაგარი იქნება
კაი რა ჩატი? არა რაა
რეიზა