ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სატრანსფერო ციებ ცხელება ( სერხიო აგუერო )

Sky Sport Italia – ს მტკიცებით , ტურინის იუვენტუსმა მოახერხა სერხიო აგუეროსთან პირადი კონტრაქტის შეთანხმება .ამავე წყაროს ინფორმაციით , არგენტინელი ფეხბურთელი თანახმაა , კარიერის ბაინკონერიში გაგრძელებაზე  , მიუხედავად იმისა , რომ იტალიის 29 გზის ჩემპიონი მომავალ სეზონში არ მიიღებს მონაწილეობას ევრო არენაზე . შეგახსენებთ , რომ დიეგო არმანდო მარადონას სიძით , სერიოზულად იყო დაინტერესებული მადრიდის რეალი , თუმცა ესპანურ კლუბებს შორის შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა . ატლეტიკოს სპორტული დირექტორის ხოსე ლუის კამინეროს განცხადებით , ის მზადაა შეელიოს აგუეროს იმ შემთხვევაში , თუ მისი მსურველი კლუბი გადაიხდის ზუსტად იმ თანხას რამდენიც კონტრაქტში წერია , ანუ 45 მილიონ ევროს . თავის მხრივ ჯუზეპე მაროტას იმედი აქვს , რომ ამ ციფრს 35 მილიონამდე შეამცირებს .

წყარო : Sky Sport

27 thoughts on “სატრანსფერო ციებ ცხელება ( სერხიო აგუერო )

  1. ბუფონი
    ბეკი კიელინი ბონუჩი ევრა
    პირლო მარკიზიო
    კრასიჩი ჯოვინკო
    აგუერო დელ პიერო

    (მაგრამ სად არის მე ვინ მიჯერებს) :D

  2. კაით ტო მელოს რას ერჩით მაგარი კაცია და იგროკია გუნდი რო დადგება ფეხზე მელოც უმაღლეს დონეზე ითამაშებს

  3. დატოვეთ მელო!!! კონტეს გაშვება როგორ შეიძლება… :buhee:

    ეხლა დავჯდე უნდა და youtube – ზე მელოს ყველა თამაში უნდა ვნახო იქნებ მეც დამევასოს… :buhee:

    1. მილანთან თამაში დაამუღამე რა ემოცია გამოხატა ბურთი რო გამოიტანა საკუთარი საჯარიმოდან ? : D სან სიროზე გამართულ მატჩზე მაქვს საუბარი :forza:

      1. მაგ თამაშზე სისოკომ რეები იკისრა… ფეხი როგორ ააცილა ბურთს… :lool: იქვე გამოასწორა მაგრამ იმ მომენტში რაღაც სასწაულად მოიქნია ფეხი…

        1. არადა როგორ მქონდა კონტეს იმედი… მაგ 4-2-4 ში იმენა ჯდება სება… მაგრამ…. დათკა, გაუშვებენ მელოს და ნახე როგორ დაგცინო მეც… :buhee:

          1. მელო რო გაუშვან , ჩათვალე მომავალ სეზონში კონტეს გაუშვებენ მალევე :chuvak:

  4. საცა აქამდე მივედით ეხლა ზადნის მიცემა არ შეიძლება.. ამ დილემის კანეცი აგუეროს გაიუვენტუსებაა!!!

  5. ატლეტიკოს მხოლოდ ფული უნდა რადგან აგუეროს გაშვებით ვინმე დაიმატოს, ამიტომ ზედმეტი ლაპარაკი არ უნდა გადაიხადოს ფული და გააკეთოს ნორმალური ტრანსფერი :juvee:

  6. რეკორდი დაამხო მგონი! იტერნეტ სივრცე გატენილია აგეროს იუვეში ტრანსფერზე და რო ვერ დაითრიოს მაროტამ ფეხებით დასაკიდი იქნება!

  7. ვის რათ უნდა იუვენტუსის ნაგავი , ამიტომ ბარტერები გამორიცხეთ

    ატლეტიკოს მხოლოდ ფული უნდა

  8. თან SKY SPORTS _ საიმედო ინფორმაცია უნდა იყოს … ეხლა მაროტამ რო ეს გაუშვას ხელიდან 5-10 მილიონის გამოოო :chuvak: … არა რა მგონი ჩვენია და ეგააა

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.