ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სატრანსფერო ჭორი (მეიერლეში)

ბრიტანეთიდან მოსული ხმების თანახმად, ჯუზეპე მაროტამ “ლივეპულის’ პორტუგალიელ ნახევარმცველს, რაულ მეიერლეშს დაადგა თვალი. როგორც ბრიტანული გამომცემლობები Daily Mirror და The Sun წერს, რაულ მეირელეში, ფელიპე მელოს საუკეთესო შემცვლელათ განიხილება. პორტუგალიელი გუნდში წინა წელს მოვიდა, მაგრამ ახალმა მწვრთნელმა, დაგლიშმა დაიწუნა. 28 წლის პორტუგალიელმა 33 თამაში ჩაატარა “ლივეპულის” მაისურით და 5-ჯერ გამოიჩინა თავი. როგორც ვთქვით, პორტუგალიელ ნახევარმცველს მელოს შემცვლელად მოიაზრებენ და ტურინელები  მზად არიან მეიერლესში 15მილიონი ევრო და ფელიპე მელო შესთავაზონ “ლივერპულს”. თავად ფელიპე მელო კი ამ ყველაფრით აღშფოთებულია და მისი აზრით გუნდი მას პატივს არ ცემს. “მოდით პირდაპირ გეტყვით, მე არ მაფასებენ ან მე ასე მგონია. არ ვაპირებ, რომელიმე სატრანსფერო ბარტერის ნაწილი ვიყო,“- განუცხადა ბრაზილიელმა ESPN Soccernet.
წყარო:tuttosport , eurosport

20 thoughts on “სატრანსფერო ჭორი (მეიერლეში)

  1. მეორე ლინკზე გადადით და მანდ ქვემოთ დევს მელოზე სტატია იქ წერია რომ ტურინელები ლივერპულს 15 ლიმონს და ფელპეს შესთავაზებენო..დალშე არ ვიცი რა ხდება

  2. სტატიაში რაღაც შეცდომა იქნება.. ფეხბურთელების ასე არ დაფასება მარტო ბარსელონამ იცის.. მსოფლიოს საუკეთესო ფორვარდი ინტერს რო აჩუქა და ზედ 50 მილიონი მიაყოლა.. იმედია ასეთ სისულელეს არ იზავენ

  3. მეიერლეში კაი ვარიანტია.. მაგრამ თუ მელო უნდათ ფული უნდა დაგვიმატონ. იმიტო რო მელო გაცილებით ახალგაზრდაა. ისე მეიერლეში მაგარი მებრძოლია.. იუვეში მებრძოლები ევასებათ და მეიერლეშიც დაევასება იუვენტინოებს : ))) მებრძოლთან ერთად მაღალი დონის ფეხბურთელიც არის

  4. ავტორ ძმა მემგონი შეთავაზებასთან დაკავშირებით რაღაც არასწორად გაქ გადმოთარგმნილი , გუშინ მეც მინდოდა ეს სტატია დამედო და იქ ეწერა რო მზად არიან მელოში გაუცვალონ ან 15 მილიონი გადაუხადონო . მელო და 15 მილიონი არაა . ან 15 ლიმონი ან მელო , ესე ეწერა ყველგან.

  5. მეიერლეშის მზე უკვე ჩაესვენა და საერთოდაც .. მელოზე უკეთესი არ არის არაფრით საერთოდ . არც ატბორში ჯობია და არაფერში

    მელოს არ აფასებთ რა სათანადოთ და ეს არის ცუდი

    1. შენ რა ვა სულ უნდა შემეკამათო :lool: :lool: :lool: :lool:
      მელო არაა ცუდი მაგრამ უბრალოდ არ მევასება ისეთი ფეხბურთელები შეტევებში ჩართვა რომ არ შეუძლიათ

  6. მე მაგრად მევასება ეს კაცი მელოზე უფრო მაგარია პასიც უკეთესიაქ დარბის თხასავით და ბურთზე ართმევა აქ ძაან მაგარი ეს ტრანსფერი თუ შედგა კაია

  7. ეს ინფო გუშინ წავიკითხე guardian-ზე და იმედია დიდი ჭორია. იტალიურ პრესაში ჯერ არ დაწერილა ყოველ შემთხვევაში

  8. MegobaroO

    ძაან უაზროდ სჩანს სტატიაში “ბრიტანეთიდან მოსული ჭორებით თანახმად”, ბრიტანეთში გავრცელებული ინფორმაცია ან ჭორი მეტად უკეთესი იქნებოდა..მოსული რა შენთან ხო არ მოდის

  9. გვჭირდება აგუერო, ნანი და ერთი ტოპ-მცველი!!

    ასევე ვფიქრობ მეირლეში კარგად შეეწყობა გუნდს!!

    ფორცა იუვეე!!

    :forza: :forza: :forza: :forza: :forza:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.