ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მაროტა: ” აგენტს მომავალ კვირაში შევხვდები “

ოფიციალური “იუვენტუსი” სერხიო აგუეროს აგენტს მომავალ კვირაში შეხვდება. ბეპე მაროტამ არგენტინელი ყველაზე პრიორიტეტულ სამიზნედ დაასახელა. სპორტული დირექტორის სიტყვებს La Gazzetta Dello Sport -ციტირებს: “ აგუეროს აგენტს მომავალი კვირის შუა დღეებში შევხვდებით. ის დიდებული ფეხბურთელია, ახალგაზრდა, მაგრამ ამავდროულად ძალიან გამოცდილი. დაიხ, მისი შეძენა ნამდვილად ჩვენი მიზანია, აგუერო ძალიან მოგვწონს. ” -ამასთან მადრიდელების პრეზიდენტი საკითხის მალე გადაწყვეტას ითხოვს. “ატლეტიკო” წინასასეზონო მზადებას იწყებს და მწვრთნელისათვის ზუსტი შემადგენლობის ცოდნაა საჭირო. შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელი “კოპა ამერიკის” გათამაშებაზეცაა გამოძახებული.

წყარო: goal.com

29 thoughts on “მაროტა: ” აგენტს მომავალ კვირაში შევხვდები “

    1. თვითონ მაროტამ მოგვცა რაღაც მინიშნებები აგუეროზე.. შენ არ იცი ეგ რას ნიშნავს. აგუერო ცალი ფეხით უკვე იუვენტუსშია და მალე შენც დაიჯერებ ; )

  1. მოკლედ ეს თუ ვერ ვიყიდეთ სირცხვილი იქნება! სახალხოდ თქვა მაროტამ აგერო გვაინერესებსო და ამიტომ უნდა იყიდოს!

    1. აუუუ მაგარი კაცი :D არ გაუშვან რაა.თან მეცოდება როგორ უნდა დარჩენა იუვენტინოა ეს :forza: ფორცა მელოოოოო

  2. დაყოვნება აღარ შეიძლება.. თუ ფეხბურთელთან ყველაფერი გარკვეულია ისღა დაგვრჩა გადავიხადოთ ფული და ჯეკპოტი მოვხსნათ!!! :bugi:

  3. არა რა, ეს აგუეროს ტრანსფერი აღარაა უკვე სასაცილო… ყველა მეორე სტატია მაგის ტრანსფერს და ციებ-ცხელებას ეხება… რა ჩაგვახამეს ხალხი… deja-vu ამეკიდა უკვე….

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.