ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

“ლაციო” ლიხშტაინერის 9 მილიონად გაშვებას დათანხმდა

სტეფან ლიხშტაინერის ბიანკონერებში ტრანსფერამდე მხოლოდ ამ ინფორმაციის ოფიციალურად დადასტურება დარჩა.ტურინის “იუვენტუსის” წარმომადგენლებისა და კლაუდიო ლოტიტოს შორის გამართულ ბოლო მოლაპარაკებზე მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს.დედაქალაქელებმა თანხმობა განაცხადეს შვეიცარიელი მცველის სატრანსფერო ღირებულების 9 მილიონამდე შემცირებაზე და სანაცვლოდ ლიხშტაინერის წარმატებულად ასპარეზობის შემთხვევაში დამატებითი ბონუსებიც მიიღეს.ამასთან, თავად მარჯვენა მცველმა უარი განაცხადა “ლაციოსგან” მისაღებ პრემიებზე.ცოტა ხნის წინ, სტეფანმა უარი თქვა 2 მილიონზე, რათა მოლაპარაკებები დაეჩქარებინა.იტალიის წამყვანი პრესცენტრები იუწყებიან, რომ ლიხშტაინერი სულ რამოდენიმე საათში ტურინელთაგან სატელეფონო ზარს მიიღებს და ბებერ ქალბატონთან 4 წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

წყარო : Tuttosport

15 thoughts on ““ლაციო” ლიხშტაინერის 9 მილიონად გაშვებას დათანხმდა

    1. მინახია და მეტსაც გეტყვი: ამაური მართლა კარგი ფეხბურთელია და თუ წელს იუვეში თავი ვერ გამოიჩინა ვერაფრით, ეგ იმიტომ რომ თვითონ იუვე თამაშობდა მთელი გუნდი ცუდად წელს და ამაური მარადონა არაა , მარტოს ეჩალიჩა. ფაქტია რომ პარმაში მოუმატა და ლამაზი და საინტერესო გოლებიც გაიტანა. მარა გავკარი ამაურის, გაუმარჯოს ლიხტშტაინერს

  1. მიუხედავად იმისა რომ ბევრი სკეპტიკურადაა განწყობილი მის მიმართ, მე მაინც ვიტყვი და არ მომერიდება, რომ ლიხშტაინერი ჯერჯერობით საუკეთესო შენაძენია ამ სატრანსფერო სეზონზე. ადრეც ავღნიშნე გაუვალი მცველია, კარგად ასრულებს სტანდარტულ დარტყმებს, სწრაფია, სულით მებრძოლია და რაც მთავარია, მთელი გულით უნდა იუვეში ასპარეზობა. :forza:

  2. კაია ლიხშტაინერი გამიხარდა მართალია უკეთესი ვარიანტებიც იყო მაგრამ მაინც კაი ფეხბურთელია კარგად კეტავს თავის ფლანგს და შეტევაშიც ნორმალურია

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.