დღეს ლიხშტაინერი სამედიცინო შემოწმებას გაივლის
Sky Sport 24 – ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სტეფან ლიხშტაინერი ამ წუთებში ფორნაკას კლინიკას ეწვევა და სამედიცინო შემოწმებას გაივლის.ამ პროცედურის შემდეგ შვეიცარიელი მცველი გალილეო ფერარისზე მდებარე ბიანკონერების ოფისში ტურინის “იუვენტუსის” ხელმძღვანელებს შეხვდება და გუნდთან 4 წლიან კონტრაქტს გააფორმებს.
მომავალ სეზონში მარკიზიოა და კუალიარელა ყველას სასიამოვნოდ გაგვაოცებენ
მარკიზიოზე არ ვიცი რა ვთქვა
მაგრამ
კუალიარელას დიდი გულშემატკივარი ვარ უკვე დიდი ხანია
ჯერ კიდევ უდინეზედან …
მარკიზიოს სწორი პოზიცია მიეცი და სერიოზული ფეხბურთელია. ცენტრში ნორმალურს თუ შეუქყვილებენ მაგრად ითამაშებს. თან იცის, რომ ეს სეზონი მაგის კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანია. ან წელს დაამტკიცებს, რომ ექსტრა კლასია ან მომავალ წელს გუნდიდან გაუშვებენ. ინლერი თუ არ იყიდეს მე მაინც მგონია, რომ პირლო და მარკიზიო დადგებიან ცენტრში ძირითად შემადგენლობაში
რა კავშირშიადა, კრასიჩი, მელო, პირლო, ეს სამეული ხო უეჭველი სასტავშია, და მეოტხე ან ბასტოსი ან მარკიზიო, არა?
მართალი ხარ და მე-4 იქნება მარკიზიო
4-2-4 იქნება
და მარკიზიო სად ანუ ? მარცხენა შემტევი გარემარბი ? შანსი არაა … დააყენეს ეგ მანდ და დიდი პლიუსით არ უთამაშია … დაცვაში კეტავდა ზონას , მაგრამ წინ მარტო კრასიჩი ცდილობდა რაღაცას
არანაირად არ იქნება მარკიზიო
თუ ის გინდათ ისევ რომ კრასიჩი ათრევდეს მარტო ბურთს კი ბატონო
მარკიზიო ცენტრისკენ შემოიწევს, როგორც ნედვედი იყო კაცო. ფლანგს ფაქტიურად მთლიანად ციგლერს ჩააბარებენ, შეტევისას გარემარბის პოზიციაზე ციგლერი იქნება ფაქტიურად. მასე იყო როცა ვიერა-ემერსონი იყო ცენტრში და ნდვედი მარცხენა ფლანგელად ჩანდა მონახაზში
მარკიზიო არ მავიწყდება , მაგრამ კონკურენცია რომ საოცრად გიჟური იქნება ცენტრში ეგ ხო ფაქტია ? ითამაშებს ის ვინც დაიმსახურებს
ინლერი თუ დაითრიეს ჩათვალე მელო გაყიდულია. პირლო უკონკურენტოა, ალბათ კრასიჩიც, და მარკიზიო:)
ინლერს არ დაითრევენ , შეიძლება ვიდალი დაითრიონ
ikajuve1011
კაცურად შარშანდელ სეზონში დელ ნერის ტაქტიკაში მელოს მეწყვილე უმეტეს შემთხვევაში აკვილანი დაცვაზე ფიქრობდა და შეტევაში არ მიდიოდა ? კაი როგორ უყურებდით ფეხბურთს ტო
აკვილანი როცა კარგად თამაშობდა სეზონის პირველ ნაწილში, ეგ იყო შეტევების წამომწყები და კარში საკმაოდ ხშირად ურტყავდა, მაგარ პაასებსაც არიგებდა და ეგეთი თამაშით მოხვდა ნაკრებში..
მერე აკვილანიმ ფორმა დაკარგა და იუვეს ცენტრი გარდაიცვალა, ამით დაიწყო კრიზისი..
კარგი რაა აკვილანიმ ზუსტად სამი თამაში ითამაშა მაგრად.. კლასით ხარჯზე იუვეში ყველა ნახევარმცველს ჯობია მაგრამ მე მაგის თავბრუდამხვევი შეტევები ვერ ვნახე
რატომ გავიწყდებათ ყველას მარკიზიო?? რომელსაც აუცილებლად ათამაშებს კონტე. მარკიზიო არის იუვენტუსის გული და მომავალი. აუცილებლად მიცემენ თამაშის საშუალებას რომ კიდევ უფრო გაიზარდოს როგორც ფეხბურთელი.
დათკა. როგორგგონია ბასტოსის გამო მარკიზიოს სასტავიდან ამოაგდებენ?
მარკიზიო ბასტოსთან რა კავშირშია ჯერ ის მითხარი და თან ამასთან ერთად ბასტოსი უფრო კრეატიულია ვიდრე მარკიზიო . ცენტრალურ ნახევარმცველს ფლანგელ მოთამაშესთან მე არ გავაიგივებ
gio_juventino
რიბერის ცოცხლად შეჭამს ბასტოსი, მაგის ხასიათის მოთამაშე დედას რა ვუთხარი მე :twisted: მაგრად არ მევასება ეგ ფეხბურთელი
ოფიციალურად: კრიშიტო ზენიტში გადავიდა – კიდევ ერთი კარგი იტალიელი გაფუჭდება
Datka – ორი ჩამშლელით თამაში ნიშნავს იმას რო როგორმე გოლი არ გავუშვათ და იქნებ გავიტანოთ.. ან რაზეა საუბარი როდესაც შარშან ორი ჩამშლელით მოთამაშე იუვეს ბევრმა იოლად მოუგო.. ერთი ჩამშლელის ნაცვლად შემტევი რო გვყოლოდა და შეტევაზე გვეფიქრა ალბად გაცილებით მეტსაც გავიტანდით და ნაკლებსაც გავუშვებდით
დავით მეორე რომელი იყო მითხარი ტო:) ვერ ვიხსენებ:) მელო და??
აკვილანი, ან მარკიზიო.
მერე რომელია ტო ჩამშლელი. არ აოაგდებენ მარკიზიოს და არ მოვა ბასტოსი ასე მგონია მე.
ფანჯი სე
რა მეორე
მელო იდგა მარტო და ცდილობდა ცენტრის გამაგრებას
ეხლა იქნება მოედანზე პირლო , რომელსაც სხვა ფუნქცია ექნება მოედანზე … ხოდა ის მეორე საყრდენი იქნება გიჟი
მაგრამ მაინც არ შეეძლება ყველა დირკის ამოვსება … ამიტომ ვამბობ , რომ იმ ერთმა კაცმა ცენტრში რომ არ მოიკლას თავი , აუცილებელია ბასტოსის ტიპის ფეხბურთელი – ასეთ შემთხვევაში წინ კრეატივი არ მოგვაკლდება და დაცვაშიც საიმედოდ ვიქნებით
მე მაინც მიმაჩნია რო აკვილანი მელოზე უკან თამაშობდა ბევრ ეპიზოდში. გასაგებია უფრო უნდა გაემწვანებინა მაგრამ ტიპი არ ამწვავებდა.. ან დავალებული ქონდა რაღაც სისულელეები
ბასტოსის მოყვანა რო უნდოდეს კონტეს, პეპე აუცილებლად გაუშვებდა
პეპე უნივერსალიზმის გამო დატოვეს . ეგ ნებისმიერ პოზიციაზე ითამაშებს , რომელიც გუნდს დასჭირდება
ბასტოსთან არანაირ კავშირში არ არის
რიბერი მინდა მე 30 მილიონი + ამაური და კიდე ვინმე შეტენონ ბაიერნს
და ესეც შენ გარემარბი და დანახეთ
———–ბუფონი————-
ლიხშტა—–ბონუჩი—–კილინი——ციგლერი
———–პირლო—მელო———–
კრასიჩი———————-რიბერი(ბასტოსი,ნანი)
————–მატრი—-აგერო—————-
კვალო გააგდე :)
არ აფასებთ კუალიარელას სათანადოთ …
მარკიზიოს სასტავიდან ამოგდების შანსი არაა
მაშინ მელო უნდა ამოვარდეს.. თორე მარკიზიო ფლანგზე დიდი ვერაფერია. ჭკვიანი ფეხბურთელია მაგრამ ფლანგელის მონაცემები არ აქვს
ბასტოსს თუ სკამზე დასვავენ იყიდონ ტო, მე მაგრად გამიხარდება ეგეთი უნივერსალის გუნდში ყოფნა. მაგრამ კონტეს სქემაში ნაკლებად ჯდება რა, უფრო დელნერის ფეხბურთელი იყო ეგ
ნახევარდაცვაში კრაციჩი, მელო, პირლო, ხო უეჭველი იქნება, ამიტო არამგონია კონტემ ვინმე სხვა იყიდოს და მარკიზიო სკამზე დასვას
მარკიზიო ვერ ითამაშებს ბასტოსისნაირად
ფიზიკურად მარკიზიო ჩამორჩება ბრაზილიელს … არ არის ისეთივე სწრაფი , არა აქვს ისეთი დარტყმა … არ შეუძლია მარკიზიოს მთლიანი ფლანგის კონტროლი … ანუ წინ ისეთივე ძალა არ არის როგორიც ბასტოსი … დრიბლინგები მაგისი სტიქია არ არის
Datka
თუ მაგ მხრივ ბასტოსზე უარი თქვა კონტემ, მაშინ მარკიზიოს უპირებს მაგ პოზიციაზე თამაშს..ბრაზილიელზე არანაკლებ უკეთ შეასრულებს შემტევი-დამცველის როლს კლაუდიო..
Ravaneli
ერთი სუფთა გარემარბი გვეყოლება კრასიჩი და მეორე ფლანგზე ამდენი შემტევი წელში გაწყვიტავს გუნდს . ერთმა საყრდენმა რამდენზე ითამაშოს და რამდენი აზღვიოს ? და თან სად – კალჩოში ? სიგიჟეა
4-2-4 კი იქნება ჩვენი სქემა , მაგრამ ერთ ფლანგზე მაინც აუცილებელია იყოს მებრძოლი ტიპი რომელიც თანაბრად კარგაი წინაც და უკანაც
ბასტოსი გამოირჩევა სტაბილურობით საკუთარ გუნდში , თამაშობს ჩემპიონთა ლიგაზე ყოველ წელს . წინ ძალიან აქტიურია და უკანაც ჯიგრულად თამაშობს
ამიტომ ორივე ხელით ვეთანხმები ბასტოს
არავინ დავობს, რომ ბასტოსი ძალიან სერიოზული ფეხბურთელია. გარემარბი 4-2-4 ტაქტიკაში ორია. თითო თითო ორივე ფლანგზე. ესაა კონტეს ტაქტიკა. ამიტომაც სჭირდება ფიზიკურად ძლიერი საყრდენი და ამიტომაც იკლავდა თავს ინლერისთვის. რომელსაც ფლანგის ფეხბურთელების პასებით მომარაგებაც შეუძლია და დაზღვევაც. ორივე ფლანგის მცველი ციგლერიც და ლიხშტაინერის ფიზიკურად ძალიან ძლიერები არიან და საკუთარი ნახევრიდან მთელი ფლანგის ჩაკეტვა შეუძლიათ ეს არის მათი ყიდვის ძირითადი მიზეზი, მაგათ შეტევას არავინს სთხოვს. აი ეხლა კი კონტეს უკევ გარემარბები სჭირდება. კრასიჩი ყავს. ან ყავს ან არა თვითონ ამბობს ბევრი რამე აქვს დასამტკიცებელია და რჩება მის მოპირდაპირე ფლანგზე სუფთა შემტევი ნახევარმცველი. რომელმაც სისწრაფის ხარჯზე უნდა მისცეს მცველებს ამოსუნთქვის საშუალება
კი მაგრამ როგორც კონტე აპირებს 4-2-4 ტაქტიკა ერთი გარემარბით თამაშობს თუ ორით ? ერთი არ დაგავიწყდეთ კრასიჩია, ძალიან სწრაფი და იმედია მომავალ წელს ტექნიკური სერბი..აგუერო, კვალიარელა და წინ მატრი..ბასტოსის ადგილი სად არის ?
4–2–4 არის კლასიკური 44–2 და მართალია კონტე რომ ბასტოსი არ უნდა, აი დააკვრიდი ლიხშტაინერი და ციგლერი 2 ისეთი ფლანგის მცველი იყიდა რომლებიც მთელ ფლანგს აკონტროლებენ რამე რომ იყოს. 4–2–4 არ ნიშნავს 4 ტავდამსხმელს. ჩემი აზრით ნახევრადცვა ასეთი იქნება. მელო (ან ვინმე)–პირლო–მარკიზიო–ინლერი (ან ვინმე მსგავსი) და წინ აგერო მატრი. როცა დაჭირდება მარკიზიო და კრასიჩი აიწევენ ფლანგების თავდამსხმელებად და ფლანგებს ლიხშტაინერი და ციგლერი გააკონტროლებენ. თუ თამაშის ვიგებთ მაშინ კრასიჩი და მარკიზიო იწევენ უკან და ეგაა, თუ თამაშს ვაგებთ, გადის მარკიზიო ან კრასიჩი და შემოდის კვალიარელა. თუ მაინც ვაგებთ გადის ინლერი ან მელო და ემატება ალექსა ან ტონი:) საკაიფო ტაქტიკაა:)
Datka
რავი მე რატომღაც მევასება ეგ მოთამაშე, ტექნიკურია და სტაბილურობა რომ დახვეწოს მაგარი გარემარბი იქნება
მანჩესტერში უნდა დარჩეს და ფერგის ნდობა მოიპოვოს, სერ ალექსმა რომ მოინდომოს მაგარ ფეხბურთელს დააყენებს..
24 წლის არის რამდენადაც მახსოვს
მაგისგან რამე რო დამდგარიყო აწი დააყენებდა … საშუალო დონის იგროკად დარჩება
კონტეს სჭირდება სწრაფი შემტევი ფლანგიდან. ნანის ფასი არც თუ ისე დიდია. ეშლი იანგი მივიდა მანჩესტერში, პარკი როგორც კი გამოჯანმრთელდა ფერგიუსონმა ნანი აღარ ათამაშა. ფინალშიც კი არ დააყენა. სავარაუდო ფასი როგორც გაზეთები წერენ 15-20 მილიონი ევროა. მე ვფიქრობ ბასტოსში 14-ის გადახდას, ნანიში 20 გადაიხადონ სჯობია. ზუსტად კონტეს ტაქტიკაზე მეორგებული ფეხბურთელია. 4-2-4-შიც და თუ 4-3-3 ითამაშა მაშინაც მაგრად ითამაშებს
ბასტოსის ყიდვით მარცხენა ფლანგის პრობლემა, როგორც დაცვაში ასევე ნახევარდაცვაში პრობლემები გადაწყდება. ნუ ნანი გაასწორებს, მაგრამ არამგონია ეგ იუვეში გადმოსვლას დათანხმდეს. ყველაზე კაი ვარიანტი მაინც ბასტოსია.
Ravaneli
უკეთესზე უკეთესს რა დალევს და ნანის ეგრე რონალდო ჯობია, მაგრამ რამდენად არის კლუბის ბიუჯეტში ნანის საყიდელი თანხა მეორე საკითხია
რაც შეეხება ლიხშტაინერის, ძალიან მაგარი ტრანსფერია.მუდამ მებრძოლი და აქტიური მოთამაშეა, მარჯვენა ფლანგის პრობლემა მოვაგვარეთ
ნანის რა თანხა უნდა ნუ გადამრიე , რა მოგწონს მაგ ფეხბურთელში გაუგებარია
ტიპი პირველ რიგში არ არის სტაბილური , მეორე – არის ძალიან დებილი !!! არანაირი ფანტაზია არ გააჩნია ტიპს და იმიტომაც ხეხავს ხოლმე სკამს პერიოდულად
არანაირად არ მინდა ნანი იუვეში
ამ სეზონში ყველაზე მეტი საგოლე გადაცემა ნანიმ შეასრულა და 10 გოლი გაიტანა. სწრაფია და ფლანგიდან გარღვევა კარგად შეუძლია. სერიოზული ფორვარდების ყოლის შემთხვევაში ძალიან კარგი გარემარბია
რაც ვუყურე ამის თამაშს ბოლომდე იხარჯება მოედანძე და დაცვაშიც საიმედოა. არ ცდება პოზიციურად და შეტევებშიც კარგად ერთვება. აი ნახეთ არ იქნება სანანებელი ამის ყიდვა. ეს და კრასიჩი აიკლებენ მარჯვენა ფლანგს
გამომდინარე ტაქტიკიდან ბასტოსისნაირი უნივერსალი გვჭირდება ფლანგზე
ნანი უფრო შემტევია და დაცვაში ეგ არ ჩამოვა და თან მარჯნვნივ უნდა გავითვალისწინოთ , რომ კრასიჩი გვყავს , რომელიც ასევე სუსტია დაცვით ფაზაში
ასეთ შემთხვევაში კიდევ გაგვარღვევენ
დაცვის პრობლემა ამოწურულია 100% ით
ეხლა გემოვნების საკითხია “სკამისთვის” ვინმეს თუ დაიმატებს კონტე
აწი აგუეროს და ბასტოსს ველით ბეპე და კაცი იქნები
ბასტოსი მაინც მცველია. მე მგონი გარემარბზე ნანი იყიდონ ჯობია. რას იტყვი?
mec vfiqrob rom nani jpobia mitumetes magi asiani wava wels manchedan
თქვენი არ ვიცი და მე ამ ფეხბურთელის იმედი მაქვს. ვფიქრობ საიმედო მცველია, თუმცა გული მაინც მწყდება იტალიურ კლუბს და კერძოდ იუვენტუსს შვეიცარიელი ფეხბურთელების იმედი რომ აქვს დაცვაში