ბუფონმა კლუბი შეიძინა
ჯანლუიჯი ბუფონმა და კრისტიანო ლუკარელიმ ფინანსები “ლეგა პროს” ბინადარ “კარარეზეში” ჩადეს. “იუვენტუსის” კარის დარაჯმა კლუბის აქციების 20% შეიძინა, ნეაპოლელი ფორვარდისა და მისი მამის აქციათა წილი კი 27.5 პროცენტია. ამ გუნდის მიმართ ინტერესი ბუფონს არასდროს დაუმალავს, “კარარეზე” ჯიჯის სიმპათიებს ჯერ კიდევ ბავშვობაში ქალაქ კარერეში ცხოვრების დროს იწვევდა. ხანგრძილივი ტრავმიანობის დროს ბუფონი რამდენჯერმე გუნდის საშინაო შეხვედრებსაც დაესწრო. შემდეგ სეზონში “კარარეზე” “ლეგა პროში” იასპარეზებს. ადრე “ლეგა პროს” “სერია ცე” -დ მოიხსენებდნენ.
არა კაი ქნაა რაც უნდოდა ის იყიდა დაა გაერტობა მერე რა ნელ ნელაა
ჯიჯი მაგარი კაცია მარა რამე სერიოზული გუნდის აქციები ეყიდა
რატო პენსიაზე რო წავა დაჯდება და გაერთობა