ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ლიხშტაინერი კონტეს მადლიერია

იუვენტუსის მორიგმა ახალწვეულმა , სტეფან ლიხშტაინერმა , ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა , რომ მის გადაწყვეტილებაზე დიდი ზეგავლენა იქონია ანტონიო კონტესთან პირისპირ საუბარმა : ” სწორედ კონტემ დამარწმუნა მიმეღო ეს გადაწყვეტილება . მართალია , აქამდეც მინდოდა იუვენტუსში კარიერის გაგრძელება , თუმცა ანტონიოსთან საუბარმა ყველაფერი თავის ადგილზე დააყენა . ჩვენ ერთნაირი ხედვა გაგვაჩნია საფეხბურთო კუთხით “ . შტეფანი კვლავინდებურად კარგ ურთიერთობას ინარჩუნებს ლაციალესთან : მიღწეული შეთანხმების შემდეგ , მან წერილი გაუგზავნა ლოტიტოს სადაც მადლობას უხდის ყველაფრისთვის . შვეიცარიელი ფეხბურთელის ტრანსფერი 10 მილიონ ევროდ შეფასდა და პლიუს წარმატებული ასპარეზობის შემთხვევაში , ტურინელები დამატებით ბონუსებს გადაუხდიან რომაულ კლუბს .

წყარო : Calciomercato

10 thoughts on “ლიხშტაინერი კონტეს მადლიერია

  1. რა მოტა ტო,მხეცია მაგარი.ბევრი თამაში ამქვს მისი ნანახი,მგელია ფლანგზე….კიდე ციგლერის თამაში მაინტერესებს,ბომბასავით რომ ურტყავს ჯარიმებს :D

  2. თავიდან ეს ტრანსფერი არც მე მომწონდა მაგრამ მერე ამის თამაშებს ჩავუჯექი და ვნახე რო ძალიან ზლიერი ლანგის მცველია დაახლოებით ისეთი ტიპის როგორიც ტურამი იყო, რათქმაუნდა ტურამამდე ბევრი აკლია მაგრამ ვფიქრობ რო უეჭველი გაქაჩავს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.