ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ტურინში ” ძველი გვარდია ” ბრუნდება

გასულ ხუთშაბათს , დირექტორთა საბჭოს შეკრებაზე , ხუთ წლიანი მოქმედების გეგმა დამტკიცდა , რისი მიხედვითაც იუვენტუსი კვლავინდებურად უნდა გახდეს ნომერ პირველი კლუბი იტალიაში . ყველაფერთან ერთად ბიანკონერის მოუწევს , სერიოზული ბიძგის მიცემა მარკეტინგისთვის , სასპონსორო მხარისთვის და მერჩენდაიზინგისთვის .  ბუნებრივია ჩნდება კითხვა , ვინ უნდა უხელმძღვანელოს ამ ყველაფერს . იუვეს ასაკოვანი გულშემატკივრებისთვის , საკმაოდ სასიამოვნო ინფორმაცია ვრცელდება : ბრუნდება რომა გაი , რომელიც მოჯის დროს მუშაობდა ტურინში , ის მჭიდროდ ითანამშრომლებს კლუბის პრეზიდენტ – ანდრეა ანიელისთან . თუმცა ამით არ სრულდება ყველაფერი – მორიგი პიროვნება , რომელიც ასევე ბრუნდება ტურინში გაცილებით პოპუალურილი პერსონაა . ეს არც მეტი არც ნაკლები ფაბრიციო რავანელია ! Calcio GP – ს ინფორმაციით , 1995/96  წლის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული , ახალგაზრდულ სექტორს გაწვრთნის . ამ ეტაპზე , ზემოთხსენებულ ინფორმაციებს , მხოლოდ ოფიციალური დადასტურებაღა აკლია .

წყარო : Tuttojuve

10 thoughts on “ტურინში ” ძველი გვარდია ” ბრუნდება

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.