ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კუალიარელა: ” მინდა ნდობა გავამართლო “

ფაბიო კუალიარელას სურს კლუბის გულშემატკივრებს ნდობა გაუმართლოს და გამოჩენილ სიყვარულს ნაჩვენები თამაშით უპასუხოს. მიუხედავად სეზონის მეორე ნახევრის ლაზარეთში გატარებისა, ტურინულმა კლუბმა ფაბიო ერთწლიანი არენდის შემდეგ გამოისყიდა. როგორც ჩანს, მასზე გათვლას კონტეც გააკეთებს: “ გამოჩენილი ნდობა ჩემდამი პატივისცემის ნიშანია. ჩემი გამოსყიდვის გადაწყევტილების მიღება ადვილი ნამდვილად არ იქნებოდა, მე ხომ მხოლოდ ექვსი თვე ვითამაშე. კლუბს ჩემი სჯერა და ეს ძალიან მახარებს. მინდა მისი ნდობა გავამართლო. იმედი მაქვს, ეს სეზონი ჩემთვის და ჩემი კლუბისთვის წარმატებული იქნება. მინდა ბევრი გოლი გავიტანო, მით უმეტეს, ახალ სტადიონზე. ერთი სურვილი მაქვს, როდის დავუბრუნდები ფეხბურთს, ვითამაშებ ისე, როგორც 6 იანვრამდე ვთამაშობდი. მწვრთნელმა მკითხა, როგორ ვიყავი და რამე ხომ არ მაწუხებდა. კონტეს აქამდეც ჰქონია ანალოგიურ სიტუაციებთან შეხება და იცის შესაძლო გართულებების შესახებ. შემდეგ დაინტერესდა მზად თუ ვიყავი ახალი სეზონისთვის, ვფიქრობ, ასეთი შეკითხვის დასმას აზრიც არ ჰქონდა. ” -აცხადებს კუალიარელა.

წყარო: goal.com

6 thoughts on “კუალიარელა: ” მინდა ნდობა გავამართლო “

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.