ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კონტე: ” “იუვენტუსი” უნდა დავაბრუნოთ “

ანტონიო კონტეს “იუვენტუსის” მწვრთნელად ოფიციალურად გამოცხადების შემდეგ თითქმის ერთი თვე გავიდა. კონტემ ახალ კოლექტივთან ერთად უკვე ვარჯიშიც დაიწყო და გუნდის ენთუზიაზმით კმაყოფილი ჩანს. ვარჯიშების პირველ დღეს ვინოვოზე მხოლოდ დე ჩელიე, კუალიარელა და მარტინესი ირჯებოდნენ…

” ვარჯიშის დაწყებას დიდი ენთუზიაზმით ვხვდებით, საუბარი მხოლოდ ჩემზე არაა, ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია. “იუვენტუსის” დიდების მწვერვალზე დასაბრუნებლად შინაგანი მოტივაციაა აუცილებელი. ცოტა დავმშვიდდი, როცა ყველა ფეხბურთელს ტელეფონით გავესაუბრე. გასული წლის შედეგ თითოეული მათგანი სიბრაზითა და გამარჯვების დაუოკებელი წყურვილით ხვდება სეზონს. ეს სიტყვები, რა თქმა უნდა, გახარებს, მაგრამ სიტყვები საქმედ უნდა ვაქციოთ. ”

” ყველა იმ ფეხბურთელის ვინაობა, რომელიც ვიყიდეთ დირექტორატთან შეთანხმდა. პირლოს ძალიან უნდა არც ისე წარმატებული სეზონის შემდეგ რეაბილიტაცია მოახდინოს. მან შესანიშნავად იცის გამარჯვების გემო და რაც მთავარია იცის, თუ როგორ უნდა გაიმარჯვოს. პაციენცა? გარგანოსთან შეწყვილებულმა თავისი თამაშით ძალიან გამაკვირვა. დავახასიათებდი, როგორც მოკრძალებულ, უხეშ და გაბედულ ფეხბურთელს. გასული სეზონი არც ციგლერისთვის იყო საუკეთესო. ფეხებთან დაკავშირებით ყველაფერი რიგზე აქვს, სირბილიც სხვაზე უკეთ შეუძლია. ახლა ყველასთან ტაქტიკური კუთხითაა მუშაობა საჭირო. ”

” ძალიან მახარებს გულშემატკივართა შემართებაც. იმედია ეს ყველაფერი სეზონის ბოლომდე შენარჩუნდება. ჩვენი მიზანი ბოლომდე ბრძოლა და “იუვენტუსის” დაბრუნებაა. მინდა, რომ ტიფოზები საყვარელი გუნდით ამაყობდნენ. მაგრამ ჩემი სიტყვები საქმით უნდა დავამტკიცო ისევე, როგორც ამას ფეხბურთელის კარიერაში ვაკეთებდი. ” -აცხადებს კონტე.

წყარო: “იუვენტუსის” ოფიციალური ვებ-გევრდი

15 thoughts on “კონტე: ” “იუვენტუსი” უნდა დავაბრუნოთ “

    1. რუსული იდიოტობა საიტი
      პლიუს ამასთან კუალიარელას მოკლე ინტერვიუ რო დევს მაგ სტატიაშივე , სადმე დაფიქსირებული აქვს რომ ატლეტიკოში უნდა ? … იმენა ჟურნალისტის ულევი ფანტაზია რა :lool: :lool: ჭორებს ნუ ავრცელებთ !

  1. კარგი რა , ყველგან რაღაც სისულელე რო დაიწერება რატო უნდა დაიჯერო

    რა წყარო აქვს თან ნახე რა :blin:

    ქუაგრიელას

    :lool: :lool:

    მაროტა პრეზიდენტი ჰგონიათ :lool: :lool:

  2. შეიძლება კვალი აგუეროში გაცვალოსო. ეს ისედაც არ მინდოდა და კვალის მაგივრად ვაფშე,რომელი მესი და რონალდო გამიხდა ეს აგუერო, როსიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი

  3. იუვე რომ დავაბრუნოთ მინიმუმ ორი მაღალი დონის შემსრულებელი უნდა დავიმატოთ. ყოველ წუთს ველოდები რო აგუეროს გავიფორმებთ.. არა და მეშინია არ გაგვფრინდეს ეგ შანსი, მოდი ასე ვთქვათ – ტუ ყიდვის ტრ. გვქონდა აქამდე უნდა გვეყიდა. საცა სამართალია ვიტყვი – ატლეტიკოს ადგილზე რომ ვიყო დავბლოკავდი აგუეროს ტრანსფერს მაროტა უმდენად ნაგლურად იქცევა(10 მილიონის დაკლება მოწინააღმდეგის დაცინვაა)

  4. ძალიან მშრომელი და გუნდის ინტერესების დამცველი იყო არ უშინდებოდა ტრავმებს და როგორიც ფეხბურთელობის დროს იყო თუ ასეთი მწვრთნელად დაგვიბრუნდა მაშინ შეგვიძლია მშვიდად ვიყოთ ეხლა მთავარია გუნდი ათამაშდეს და ერთ მუშტად შეიკვრას ასევე აქედანვე უნდა იფიქრონ ტრავმების ეპიდემია როგორ უნდა გადალახონ რაც ყველაზე მეტად ამ ორი წლიდანაც ნათლად გამოჩნდა.

    1. მოკლედ რომ ვთქვათ , კონტე არ იყო ვარსვკვლავი , მაგრამ ვარსკვლავების გამანდგურებელი იყო :modee:

      1. გეთანხმები დიდი ვარსკვლავი არ იყო მაგრამ გუნდის მამოძრავებელი იყო და ბოლომდე იხარჯებოდა და იმედს ვიტოვებ რომ მწვრთნელობაშიც გამოავლენს თავის სიმტკიცეს და სიყვარულს იმ გუნდის მიმართ რომლის ღირსებასაც წლების მანძილზე იცავდა
        იქნებ ამან მაინც დაიყოლიოს და კიდევ ერთ წელს დარჩეს ალექსა რადგან მინდა რომ ლიგის ჰიმნით გავაცილოთ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.