ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ლიხშტაინერის პირველი ” ტურინული ” ინტერვიუ

გთავაზობთ სტეფან ლიხშტაინერის პირველ ინტერვიუს მას შემდეგ , რაც იგი ტურინის იუვენტუსში ჩაირიცხა …

სტეფან , ეს გახლავთ თქვენი ტურინული კარიერის პირველი დღე . რა გრძნობა გეუფლებათ ?

” ძალიან სასიამოვნოა , როდესაც კარიერას ასეთ დიდებულ კლუბში აგრძელებ . მართალია გასულ სეზონში , იუვენტუსმა ვერ მოახერხა წარმატების მიღწევა , თუმცა იმედი მაქვს აუხლოეს მომავალში სიტუაცია რადიკალურად გამოსწორდება ” .

არიან რიგი გულშემატკივრები , რომლებმაც არ იციან თქვენი დადებითი და უარყოფითი თვისებები . რას ეტყვი მათ ?

” სიმართლე ითქვას , მოედანზე სულ სხვა ადამიანი ვხვდები – ცოტათი ნერვიული , აგრესიული . განსაკუთრებით ბოლო ასპექტში ვარ განსხვავებული იმ ადამიანისგან , რომელიც არ იმყოფება მოედანზე ” .

სტატისტიკას თუ გადავხედავთ , აღმოვაჩენთ  , რომ მიუხედავად თქვენი ამპლუისა , გოლები მაინც გაგაქვთ …

” დიახ , თუმცა მიმდინარე წელს ამის გაკეთება ვერ მოვახერხე . ადრე გაცილებით სტაბილურად გამქონდა . მაგალითად , რომასთან გატანილი ბურთი საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო . იმედი მაქვს იუვენტუსის მაისურით არაერთ გოლს გავიტან ” .

იუვენტუსში თქვენ , თანამემამულე რეტო ციგლერთან ერთად იასპარეზებთ . ბედნიერი ხართ ამ ფაქტით ?

” ორი აზრი არაა , ჩვენ უკვე დიდი ხანია ვმეგობრობთ  . ჯერ კიდევ შვიდი წლის წინ ვთამაშობდით ერთად გრასჰოპერსის შემადგენლობაში . ამასთან ერთად ნაკრებშიც ხშირად გვიწევს ერთად ასპარეზობა ” .

წყარო : TuttoJuve

17 thoughts on “ლიხშტაინერის პირველი ” ტურინული ” ინტერვიუ

  1. იესსს გუშინ აგუერომ რა გადაარჩინა არგენტინა ნეტა მწვრთნელს საერთოდ არ გამოეყვანა რააა არ მევასება არგენტინა მაგრამ თუ კუნი ცვენთან გადმოვა და მერე იტანს და იტანს კაი იქნება

  2. ბოლო ინფო. მაროტამ და პარატიჩიმ ბილეთები დაჯავშნეს მადრიდის რეისზე. და ბოლო შეთავაზება 35 მილიონი პლიუს ამაური რომელმაც თანხმობა თქვა ატლეტიკოში გადასვლაზე

  3. რეალს რო ნდომოდა აქამდე გაიფორმებდა

    და საერთოდ

    დაიკიდეთ რა , გადმოვა გადმოვა არაადა თავის თავს დააბრალოს და ეგდოს ზამენაზე ჟოზესთან

  4. არაფერი საინტერესო არსად არ არის

    არც ხვალ და ზეგ იქნება რამე საინტერესო

    და ვაფშე მეზიზღება ეს პერიოდი და უაზრო ჭორები :mad:

    ტაკინარდის ინტერვიუს დადების სურვილი კიდე არ მაქვს , გარეკილი აქვს მაგას :blin:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.