ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მაროტა : ” მზად ვართ მთელი ინვესტიცია ერთ ფეხბურთელში განვახორციელოთ ”

დღეს ჯუზეპე მაროტამ  , ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა გამომცემლობა Tuttosport – ს , სადაც ტურინული კლუბის სატრანსფერო გეგმებზე ისაუბრა …

” თანხა , რომელიც გამოყოფილია სატრანსფერო კამპანიისთვის , გვსურს რომ გონივრულად დავხარჯოთ . სიმართლე გითხრათ, ჩვენ  – მთელს კაპიტალს ერთ მოთამაშეში დავაბანდებით , მაგრამ სანამ რაიმე გადაწყვეტილებას მივიღებდეთ , აუცილებელია ყველა ნიუანსის შეჯამება . ისინი კი საკმაოდ ბევრია . აგუეროსთან დაკავშირებით სიტუაცია შემდეგნაირად გამოიყურება , ამ ეტაპზე არგენტინელის ხელფასის , გარკვეული თანხა  – ესპანეთში არსებული კანონების გამო იბეგრება , იტალიაში კი მას ასეთი რამ არ ემუქრება . თუ რომელიმე კალჩოს გუნდი მოახერხებს , მის წართმევას ჩვენთვის , ეს რეალური იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ იუვენტუსზე გაცილებით მსხვილი წინადადებით მიმართავენ . რაც შეეხება ადაპტაციას , კონტეს ახალ სათამაშო სქემაში ყველაზე იდეალურად სანჩესი და აგუერო შედიან . სხვა კანდიდატები კი ნაკლებად ერგებიან ახალი იუვენტუსის პოლიტიკას . ვუჩინიჩი ? გვაინტერესებს რათქმაუნდა , მაგრამ რომაელებთან მოლაპარაკებებს არ ვმართავთ . უპირველეს ყოვლისა , საკუთარი კლუბის გაწმენდაა საჭირო , მანამ სანამ მირკოსთან დავიწყდებდეთ დიალოგს ” .

” კავანის გაფორმება მე ყოველთვის მსურდა , მაგრამ დე ლაურენტისი მის სანაცვლოდ 50 მილიონ ევროს  ითხოვს . პასტორე ? კონტეს სქემაში მისი ადგილი არ მოიძებნება . ვიდალი და დიარა ? ისინი ორივენი ახლოს არიან იუვენტუსში ჩაირცხვასთან , მაგრამ სხვაობა მათ შორის არის ის რომ , ვიდალი მოწყურებულია გამარჯვებებს , ფრანგისგან განსხვავებით ” .

” შემდეგ ხუთშაბათამდე , დაკავებულები ვიქნებით , საკუთარი მოთამაშეების გასხვისებით . ვფიქრობ , ყველას კარგად გესმით , რომ ასეთ მცირე დროში ყველას ვერ გავყიდით . მარკიზიო ? მისი გაყიდვა არ შედის ჩვენს გეგმებში , თუმცა არასოდეს არ იცი რა შეიძლება მოხდეს ხვალ ” .

წყარო : Football Italia

13 thoughts on “მაროტა : ” მზად ვართ მთელი ინვესტიცია ერთ ფეხბურთელში განვახორციელოთ ”

  1. მარკიზიოს, სისოკოს, და მელოს არ შეეხოთ და ამაური,იაკუინტა,ტონიც,ტიაგო,სალიჰა,პაციენცა,ლეგენდარული მარტინეზი, გრუგერა,გროსო(მარა არ მინდა რო წავიდეს) მოტა მგონია რო ათამაშდება მაგარი იყო სანამ იუვეში გადმოვიდოდა და სხვა :forza:

  2. მარკიზიოს ხელ არ დაედოს!!! და აგერო დადოს მაროტამ და ეგაა… ვიდალს და ლასანას ყდვას კიდე ბასტოსი იყიდოს ყველას ჯობია!!! :juventus:

  3. მაროტა ისე ლაპარაკობს რო აგუერო უკვე ჩვენია.. აბა რატომ უნდა თქვას – თუ ვინმე აგუეროს წართმევას მოგვინდომებს… მოკლედ აგუერო 99 პროცენტი ჩვენია!!! ძაან გამიხარდა მასზე შეჩერებას რომ არ აპირებს და სანჩესის გვარიც გააჟღერა :chuk:

      1. არ ვიცი ვინ მოყავთ, მაგრამ ინლერი,ვიდალი, დიარა რატო ეჩალიჩებიან თუ მელო და სისოკო რჩება.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.