ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მოჯის ერა ( 3 )

ცოტაოდენი დაგვიანების შემდეგ , გთავაზობთ მესამე და ბოლო ნაწილს სტატიისა , რომელიც ეხება ბიანკონერის ექს სპორტულ დირექტორ ლუჩიანო მოჯის …

სეზონი 2003/2004

რა თქმა უნდა, იუვეში ამ სეზონისათვის საკმარისად კონკურენტურანია შემადგენლობით იყო დაკომპლექტებული. მაგრამ, მაინც თითქოს მოჯი – რიგი შეცდომების გამო ფრთხილობდა შემადგენლობის გაძლიერებას. განსაკუთრებით ხმაურიანი ტრანსფერი მოჯის არ გაუკეთებია. თუმცაღა ამ დროს მის მიერ გახერხებული ტრანსფერები არც ისე იაფიანი იყო.

3.1 მილიონი ფუნტი გადაუხადა ურუგვაულ დანუბიოს 20 წლის ტალანტში რუბენ ოლივეირაში. 6.3 მილიონი მისცა კიევოს ნიკოლა ლეგროტალიეს საყიდლად. ვერონელებმა, რომელთაც ხელმძღვანელობდა ლუიჯი დელ ნერი მაშინ იტალია გააკვირვეს. თავიანთ პირველ სეზონში სერია ა-ში კიევოს ფეხბურთელები 6 კვირის მანძჲლზე იყვნენ სატურნირო ცხრილის სათავეში, ხოლო ტურნირის დასრულების შემდეგ ისინი გავიდნენ მეხუთე ადგილზე! ერთი წლის შემდეგ კიევო არც ისე დაბლა ჩასულა და ის გავიდა მეშვიდე ადგილზე. ლეგროტალიე კი იყო დაცვის ლიდერი იმ გუნდისა რომელსაც შეარქვეს „მფრინავი ვირები“ და ლეგროტალიეს უფრო ძლიერ კლუბში გადასვლა მხოლოდ დროის მამბავი იყო.  იმ სეზონში ნაყიდი ძირითადის კიდევ ერთი ფეხბურთელი იყო სტივენ აპია. მასშო მოჯიმ ბრეშიას გადაუხადა 7.2 მილიონი ფუნტი.

რაც შეეხება გაყიდვებს, აქ ცალკე გამოყოფა შეიძლება მარსელო სალასის. ტრავმებმა დატანჯა ჩილელი. მას უკვე აღარ შეეძლო მისივე დონის ფეხბურთის თამაში. და 28 წლის ასაკში ის იძულებული გახდა როგორც თავისუფალი აგენტი გადაბარგებულიყო არგენტინის ჩემპიონატში – რივერ პლეიტში. მაშინ ისევე როგორც ახლა, სამხრეთამერიკელი ვარსკვლავები „თავისი ფორმის პიკში“ ტოვებდნენ ევროპას არც თუ დიდი სიამოვნებით. სალასი ძველ კონტინენტზე არავის აღარ უნდოდა. აი მარსელოსაც მოუწია ფაქტიურად წასვლა კარიერის დასასრულებლად.

უსასყიდლოდ დატოვა ტურინი დავიდ ბაიოკომაც. მაგრამ ეს არ შეედრება „ელ მატადორს“. კიევოში იმავე პირობებით წავიდა მატია კასანი.  ლუჩანო დაემშვიდობა აგრეთვე ედგარ დავიდსაც. პიტბული გაუშვეს არენდით ბარსელონაში 1.8 მილიონ ფუნტად. კიდევ 1.6 მილიონი იშოვა იუვემ ემილიანო მორეტის გაყიდვით პარმაში.

შედეგი: დახარჯა 16.7 მილიონი მიიღო 3.4. ბალანსი: -13.4 მილიონი ფუნტი.

სეზონი 2004/2005

არდადეგები გუნდისათვის იწყება ძალიან სამწუხაროდ… 27 მაისს 69 წლის ასაკში გარდაიცვალა უმბერტო ანიელი. უკანასკნელი უფროსს ანიელთა კლანიდან. მისი ძმა ჯანი წავიდა ამ ცხოვრებიდან ერთჲ წლის წინ იმ დროისათვის. ძედმეტია იმაზე საუბარი თუ რას ნიშნავს ეს გვარი იუვენტუსისათვის.  ანიელის წასვლასთან ერთად გაიღო კარები კლუბის არაკეთილმოსურნეთათვის, როგორებიც მაშინაც და ახლაც ბევრნი არიან. მაგრამ ეს მალევე არ მომხდარა…

ჯერ ჯერობით კი მთავარი მწვრთნელის პოსტზე დაინიშნა ფაბიო კაპელო. ყოფილი ფეხბურთელი ტურინული კლუბისა, რომელმაც შესანიშნავად ითამაშა იუვენტუსში ჯერ კიდევ 70-იან წლებში (165 მატჩი 27 გოლი).  მან არ გაუშვა ხელიდან იუვეს გაწვრთნის შანსი. თუმცაღა ფაბიომ მაშინვე წაუყენა მოთხოვნები კლუბის ხელმძღვანელობას.

ამ წელს ტურინიდან მიდის რამოდენიმე ვეტერანი კლუბისა. კაპიტანი იუვესი ანტონიო კონტე ასრულებს კარიერას. მარკ იულიანო გადადის მალიორკაში. არც ისე ხანმოკლე იყო დი ვაიოს ტურინული ოდისეა – მოჯიმ გაყიდა ის ვალენსიაში 9.5 მილიონად.  ფეხბურთელმა 2 სეზონში ფასში დაიკლო 11 მილიონი. ვერ დაიმკვიდრა თავი ტურინში ვერც მიკოლიმ და თანამფლობელობაში წაიყვანა ფიორენტინამ 6.3 მილიონად. ერთი წლის შემდეგ კი იუვე იძულებული გახდა იგივე ფული თითქმის გადაეხადა და თანამფლობელობაში მიეცა მარესკა და კიელინი, მის დასაბრუნებლად… და მისცა არენდით ბენფიკას. მსუბუქად რომ ვთქვათ უცნაური გადაწყვეტილებაა. არენდიდან ბრუნდება და მაშინვე მიდის ინტერში დავიდსი. იქ მიდის ფაბიან კარინიც, რომელიც ვერანაირად ვერ შეავიწროვებდა ბუფონს.

ცალკე აღნიშვნის ღირსია მატეო ბრიგი. ის წამოიყვანეს პარმადან 10.3 მილიონად, და შემდეგ ის გახდა კაპეოს ყოფილ კლუბთან რომასთან ურთიერთობის დამყარებისათვის გასაცვლელი ფიგურა. დედაქალაქიდან ფაბიომ გადაწყვიტა წამოეყვანა მარჯვენა მცველი ძებინა – ჯონათანი გადმოვიდა როგორც თავისუფალი აგენტი (იგივე სტატუსით მოვიდა კიდევ ერთი ფრანგი – ოლივიე კაპო ოსერიდან).  ხოლო აი ნახევარმცველი ბრაზილიის ნაკრებისა ემერსონი მოჯის დაუჯდა 25.2 მილიონი ფუნტი.

საინტერესო გამოდგა ადრიან მუტუს ტრანსფერი. იუვენტუსმა გადაწყვიტა ეყიდა ტალანტი-ფორვარდი. ადრიანი იმ დროისათვის სამართლდებოდა ჩელსიში და აკრძალული ქონდა მონაწილეობა ოფიციალურ მატჩებში ერთი წლით.  სიტყვამ მოიტანა და ტურინელებს არ შეეძლოთ თვითონ გაეფორმებინათ მუტუ, რამეთუ მანამდე კიდევ იყიდეს ერთი ფეხბურთელი არაევროკავშირელი და ამით ლიმიტი ამოწურეს. ამიტომ მოჯიმ ეშმაკურად მოაგვარა ეს საქმე. ადრიანი თავდაპირველად იყიდა ლვორნომ, ხოლო შემდეგ მიყიდა იუვენტუსს. ლუჩანოსათვის ასეთი სვლების მოფიქრება და შესრულება არანაირ პრობლემას არ წარმოადგენდა.

მოულოდნელი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი იყო ინტერიდან ფაბიო კანავაროს გადმობირება – იტალიის ნაკრების მცველისა. ამ გარიგების ნაწილი იყო დავიდსი. სხვათაშორის ამ ტრანსფერმა იძულებული გახადა იუვე დროებით უარი ეთქვა ლეგროტალიეს მომსახურებაზე – ნიკოლა არენდით გაუშვეს ბოლონიაში.

თუმცაღა ზაფხულში კაპელომ მოინდომა კიდევ ერთჲ ვარსკვლავი კლუბში. ტურინელები დიდხანს ფიქრობდნენ და აწარმოებდნენ მოლაპრაკებებს სხვადასხვა ფორვარდებთან. და თითქოს უკვე ვეღარავისთან ვეღარ ახერხებდნენ მორიგებას და უკანასკნელ დღეს სატრანსფერო ბაზრისა მოჯიმ შეძლო და მოაბრუნა ხმაურიანი გარიგება. ერთერთი ყველაზე მოთხოვნადი ფორვარდი ევროპისა შვედი ზლატან იბრაჰიმოვიჩი სენსაციურად გადმოდის იუვენტუსში. მოჯიმ აიაქს გადაუხადა 22.5 მილიონი ფუნტი! ბებერი სენიორა სერიოზულად გაძლიერდა. თუმცა ეს გაძლიერება იაფი არ დამჯდარა.

შედეგი: დახარჯეს 60.2 მილიონი, მიიღეს 30.2 მილიონი. ბალანსი: -30 მილიონი ფუნტი.

სეზონი 2005/2006

და კვლავ დავიწყოთ გაშვებული ფეხბურთელებით. ამ სეზონში კარიერა დაასრულა ჩირო ფერარამ. სამშობლოში ბრუნდება პაოლო მონტერო. სათადარიგო მცველის როლში კარგად მოთამაშე იგორ ტუდორიც მიდის სიენაში. ალესიო ტაკინარდის ყიდულობს ვილიარეალი. გამოცდილი ფეხბურთელის ღირებულება, რომელიც იმ მომენტისათვის 29 წლის იყო, შეადგენდა სასაცილო ფასს – 90 000 ფუნტი!

ტურინში ვერ მოიკიდა ფეხი მარესკამ. ხანგრძლივი და წარუმატებელი არენდებში სიარულის შემდეგ ის გადავიდა სევილიაში – გადასვლის ფასი 2.3 მილიონი. სტეფან აპია მოჯიმ მიყიდა ფენერბახჩეს 7.2 მილიონად. მიკოლი, როგოც ადრეც ვთქვით არენდით მიდის ბენფიკაში 1 მილიონად.

მნიშვნელოვანი შენაძენებიც არ ქონია კლუბს ნაკლები. თავისუფალ აგენტებად იყიდეს ჯანიკედა ლაციოდან კოვაჩი ბავარიიდან და ბალძარეტი ტორინოდან. არენდიდან დაბრუნდა მილანში განათხოვრებული კრისტიან აბიატი.

პრიმავერადან გადმოდის ძირითად შემადგენლობაში კლაუდიო მარკიზიო. მაგრამ ეს არ იყო იმ სეზონში მოჯის ძჲრითადი შენაძენები. ფიორენტინაში მაშინ ძალიან გამოიჩინა თავი ახალგაზრდა ფეხბურთელმა ჯორჯიო კიელინიმ, რომელიც თანაბრად ეუთვნოდა ფიორენტინასაც და იუვესაც. ლუჩანო ოპერატიულად შეუთანხმდა ფიორენტინას მისი გამოსყიდვის შესახებ და 20 წლის იტალიელი 6.6 მილიონად გადმოიყვანა. ყველაზე ვარსკვლავური ტრანსფერი კი იყო არსენალიდან ლონდონელთა კაპიტნის მსოფლიოს ერთერთი საუკეთესო საყრდენის ფრანგი პატრიკ ვიეირას გადმობირება. ფრანგში მოჯიმ გადაიხადა 18 მილიონი.

შედეგად: დახარჯა 24.8 მილიონი. მიჲღო 10.6. ბალანსი: -14.2 მილიონი.

ხოლო შემდეგ კი იყო კალჩიოპოლი, იუვეს სერია ბ-ში გაგდება, მასიური გაყიდვები ლიდერებისა… მაგრამე ს ყველაფერი უკვე მოჯის გარეშე.

ჯამური შედეგები

მოჯიმ იმუშავა სპორტულ დირექტორად იუვენტუსში 1994 წლიდან 2006 წლამდე.

12 სეზონიდან მხოლოდ 3-ში მოხდა ისე რომ სატრანსფერო ბაზარი დაიხურა იუვესთვის პლიუს ბალანსით: 1994/1995, 1995/1996, 1997/1998;

ყველაზე დიდი უარყოფითი ბალანსი იყო 2001/2002 წელს და მან შეადგინა -32.5 მილიონი ფუნტი. 2002/2003 წლებში ბალანსი იყო -32 მილიონი. ხოლო 2004/2005 -ში კი -30.

ყველა ძვირიანი შეანძენი მისი მუშაობის განმავლობაში

–         ჯანლუიჯი ბუფონი («პარმა», სეზონი 2001/2002) – 48,8 მილიონი ფუნტი.

ყველაზე ძვირიანი გაყიდბა მისი მუშაობის პერიოდში:

–         ზინედინ ზიდანი  («რეალი», სეზონი 2001/2002) – 66 მილიონი ფუნტი.

ყველაზე წარმატებული შესყიდვები მოჯისა (ფასი – ხარისხის მიმართებაში)

1. ზინედინ ზიდანი («ბორდო», სეზონი 1996/1997) – 3,1 მილიონი

– იუვენტუსში ითამაშა  1996წლიდან 2001-მდე. 151 მატჩი 24 გოლი

იტალიის სერია ა-ს ჩემპიონი (97, 98), იტალიის სუპერთასის მფლობელი (97), უეფას სუპერთასის მფლობელი (96), საკონტინენტთაშორისო თასის მფლობელი (96), ჩემპიონთა ლიგის ფინალისტი (97, 98)

2. დავიდ ტრეზეგე («მონაკო», სეზონი 2000/2001) – 21 მილიონი

– იუვენტუსში ითამაშა 2000-2010 წლებში.  245 მატჩი – 138 გოლი

იტალიის სერია ა-ს ჩემპიონი (02, 03, 05, 06), სერია ბ-ს ჩემპიონი (07), იტალიის სუპერთასის მფლობელი (02, 03), ჩემპიონთა ლიგის ფინალისტი (03)

3. დიდიე დეშამპი («მარსელი», სეზონი 1994/1995) – 5 მილიონი

–         იუვენტუსში ითამაშა 1994-1999 წლებში. 124 მატჩი-4გოლი.

იტალიის სერია ა-ს ჩემპიონი (95, 97, 98), ჩემპიონთა ლგიის გამარჯვებული (96), იტალიის თასის მფლობელი (95),იტალიის სუპერთასის მფლობელი (95, 97), უეფას სუპერთასის მფლობელი (96), საკონტინენტთაშორისო თასის მფლობელი (96), ჩემპიონთა ლგიის ფინალისტი (97, 98)

4. პაველ ნედვედი  («ლაციო», სეზონი 2001/2002) – 37 მილიონი

– იუვენტუსში ითამაშა 2001-2009 წლებში. 244 მატჩი და 51 გოლი

სერია ა-ს ჩემპიონი (02, 03, 05, 06), სერია ბ-ს ჩემპიონი (07), იტალიის სუპერთაის მფლობელი (02, 03), ჩემპიონთა ლიგის ფინალისტი (03)

5. ჯანლუიჯი ბუფონი («პარმა», სეზონი 2001/2002) – 48,8 მილიონი

– იუვენტუსში  2001 წლიდან 274 მატჩი (ჯერჯერობით)

სერია ა-ს ჩემპიონი (02, 03, 05, 06), სერია ბ-ს ჩემპიონი (07), იტალიის სუპერთასის მფლობელი (02, 03), ჩემპიონთა ლიგის ფინალისტი (03)

6. ჯორჯიო კიელინი («ფიორენტინა», სეზონი 2005/2006) – 6,6 მილიონი

– იუვენტუსშია 2005 წლიდან.

სერია ა-ს ჩემპიონი (06), სერია ბ-ს ჩემპიონი (07)

7. ფილიპო ინძაგი («ატალანტა», სეზონი 1997/1998) – 9,4 მილიონი

– იუვენტუსში 1997-2001 წლებში. 122 მატჩი და 58 გოლი

სერია ა-ს ჩემპიონი (98), იტალიის სუპერთასის მფლობელი (97)

8. ედგარ დავიდსი («მილანი», სეზონი 1997/1998) – 7,2 მილიონი

– იუვენტუსში  1997-2004 წლებში. 159 მატჩი და 8 გოლი

სერია ა-ს ჩემპიონი (98, 02, 03), იტალიის სუპერთასის მფლობელი (02, 03), ჩემპიონთა ლიგის ფინალისტი (03)

9. მაურო კამორანეზი («ვერონა», სეზონი 2002/2003) – 7 მილიონი

– იუვენტუსში 2002-2010 წლებში 224 მატჩი და 27 გოლი

სერია ა-ს ჩემპიონი (03, 05, 06), სერია ბ-ს ჩემპიონი (07), იტალიის სუპერთასის მფლობელი (03),  ჩემპიონთა ლიგის ფინალისტი (03)

10. ჯანლუკა ძამბროტა («ბარი», სეზონი 1999/2000) – 7,2 მილიონი

– იუვენტუსში 1999-2006 წლებში. 217 მატჩი და 6 გოლი

სერია ა-ს ჩემპიონი (02, 03, 05, 06), იტალიის სუპერთასის მფლობელი  (02, 03), ჩემპიონთა ლიგის ფინალისტი (03)

11. ლილიან ტურამი («პარმა», სეზონი 2001/2002) – 32,9 მილიონი

– იუვენტუსში 1999-2006 წლებში.  145 მატჩი, 1 გოლი

სერია ა-ს ჩემპიონი (02, 03, 05, 06), იტალიის სუპერთასის მფლობელი  (02, 03), ჩემპიონთა ლიგის ფინალისტი (03)

ცალკე აღნიშვნის ღირსია ის ფებხურთელები, რომლებიც იყიდა მოჯიმ მაგრამ უცნობია მათი სატრანსფერო ფასი

1.      ჩირო ფერარა («ნაპოლი», სეზონი 1994/1995) – ?

–         იუვენტუსში 1994-2005 წლებში. 253 მატჩი და 15 გოლი

სერია ა-ს ჩემპიონი (95, 97, 98, 02, 03, 05), ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული (96), იტალიის თასის მფლობელი (95), იტალიის სუეპრთასის მფლობელი (95, 97, 02, 03), უეფას სუპერთასის მფლობელი (96), საკონტინენტთაშორისო თასის მფლობელი (96), ჩემპიონთა ლიგის ფინალისტი (97, 98, 03)

2.      პაოლო მონტერო («ატალანტა», სეზონი 1996/1997) – ?

–         იუვენტუსში 1996-2005 წლებში, 186 მატჩი და 1 გოლი

სერია ა-ს ჩემპიონი (97, 98, 02, 03, 05), იტალიის სუეპრთასის მფლობელი (97, 02, 03), უეფას სუპერთასის მფლობელი (96), საკონტინენტთაშორისო თასის მფლობელი (96), ჩემპიონთა ლიგის ფინალისტი (97, 98, 03)

3.      მარკ იულიანო («სალერნიტანა», სეზონი 1996/1997) – ?

–         იუვენტუსში 1996-2004 წლებში, 187 მატჩი და 7 გოლი

სერია ა-ს ჩემპიონი (97, 98, 02, 03), იტალიის სუეპრთასის მფლობელი (97, 02, 03), უეფას სუპერთასის მფლობელი (96), საკონტინენტთაშორისო თასის მფლობელი (96), ჩემპიონთა ლიგის ფინალისტი (97, 98, 03)

მოჯის ყველაზე ცუდი ტრანსფერები (ხარისხი – ფასი)

1. მარსელო სალასიс («ლაციო», სეზონი 2001/2002) – 22,5 მილიონი

– იუვენტუსში 2001-2003 წლებში. 18 მატჩი 2 გოლი

2003 წლიდან არენდით წავიდა რივერ პლეიტში არგენტინაში.

2. მარკო დი ვაიო («პარმა», სეზონი 2002/2003) – 23,4 მილიონი

– იუვენტუსში 2002-2004 წლებში. 55 მატჩი 18 გოლი

2004 წელს გაყიდეს ვალენსიაში 9.5 მილიონად

3. დარკო კოვაჩევიჩი («რეალ სოსიედადი», სეზონი 1999/2000) – 15,3 მილიონი

– იუვენტუსში 1999-2001 წლებში. 47 მატჩი 11 გოლი

2001 წელს მიყიდეს ლაციოს 13.5 მილიონად.

4. ფაბიან ონილი («კალიარი», სეზონი 2000/2001) – 8 მილიონი

– იუვენტუსში 2000-2002 წლებში. 14 მატჩი

2002 წელს მისცეს პერუჯას, როგორც დამატება დავიდე ბაიოკოში.

5. მორგან დე სანტისი («პესკარა», სეზონი 1996/1997) – 4,7 მილიონი

– იუვენტუსში 1996-1999 წლებში 3 მატჩი

1999 წელს თანამფლობელობაში გადაეცა უდინეზეს. ერთი წლის შემდეგ იუვენტუსმა დათმო უფლებები ამ ფეხბურთელზე მარკო ძანკის სანაცვლოდ.

6. სანდი ოლისე («აიაქსი», სეზონი 1999/2000) – 9 მილიონი

– იუვენტუსში 1999-2000 წლებში 8 მატჩი

2000 წელს მიყიდეს დორტმუნდის ბორუსიას 6.75 მილიონად.

7. ჟოსლენ ბლანშარი («მეცი», სეზონი 1998/1999) – 5,9 მილიონი

– იუვენტუსში 1998-1999 წლებში 12 მატჩი

1999 წელს მიყიდეს ლანსს.

8. კრისტიან ძენონი («მილანი», სეზონი 2001/2002) – 13,5 მილიონი

(ფილიპო ინძაგის გაყიდყიდვისას წამოიყვანეს მილანიდან)

–         იუვენტუსში 2001-2003 წლებში. 37 მატჩი 2 გოლი

2003 წელს არენდით საპდორიაში გაუშვეს. 2005 წელს კი საბოლოოდ დაუტოვეს გენუელებს.

9. ალენ ბოქსიჩი («ლაციო», სეზონი 1996/1997) – 4 მილიონი

– იუვენტუსში 1996-1997 წლებში 22 მატჩი 3 გოლი

1997 წელს მიყიდეს უკან ლაციოს 990 000 ფუნტად

10. რუბენ ოლივეირა («დანუბიო», სეზონი 2003/2004) – 3,1 მილიონი

– იუვენტუსში 2003-2009 წლებში 22 მატჩი 4 გოლი

იუვეში გატარებული კარიერის დიდი ნაწილი არენდებში იყო: ატლეტიკოში, სამპდორიაში პენიაროლში და ჯენოაში

11. რონი ობრაიენი («მიდლსბრო», სეზონი 1998/1999) – 810 ათასი ფუნტი

– იუვენტუსში 1998-2002 წლებში 0 მატჩი

მუდმივად არენდებში: ლუგანო, კროტონე, ლეკო, დანდი იუნაიტედი.

ზემოთ მოცემული ორივე სია არა თუ სუბიექტურია არამედ პირობითიც არის. ამას გარდა, მათში არ არის გათვალისწინებული იმ ფეხბურთელთა ტრანსფერები, რომელიც განხორციელდა მოჯის მუშაობის ბოლო წლებში, რამეთუ ძნელი გასარკვევია კალჩიოპოლის გამო რომელი მოხდა იძულებით და რომელი ნებით, იმის გამო რომ გუნდი გავარდა სერია ბ-ში.

მოჯის მუშაობის შეფასება იუვენტუსში ერთდროულად რთულიც არის და მარტივიც. თითოეულ გულშეამტკივარს შესაძლოა თავისი აზრი ქონდეს. ვიღაც დაინახავს რიგს შესანიშნავი შენაძენებისა, რომლიდანაც აბსოლიტურად ყველამ დატოვა თავისი კვალი ბებერი სენიორას ისტორიაში. ვიღაცკი დაინახავს იმას თუ რა სერიოზულ შეცდომებს უშვებდა მოჯი და ყიდულობდა ფეხბურთელებს, რომლებიც ვერ ამართლებდნენ მათზე დაკისრებულ იმედებსა და მოლოდინს. ერთიც და მეორე პოზიციაც თავისებურად რა თქმა უნდა მართალია, მაგრამ ჩემი აზრით, როდესაც ადამიანი მოახერხებს და შეიძენს იმდენ ფეხბურთელს რამდენიც მოჯიმ შეიძინა, ისეთებს, რომლებიც სამუდამოდ დარჩებიან იუვეს ისტორიაში – ასეთ ადამიანს ალბათ ის შეცდომებიც ეპატიება…

სტატია მოამზადა : Ladddya

1. ნაწილი — დააკლიკე —

2. ნაწილი —- დააკლიკე —

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

10 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
malxazi ediberidze
13 years ago

კარგი სტატიაა! მოჯი კი ძალიან ძალიან მაგარი,ტავისი საქმის დიდი მაესტრო.მისი ეპოქა დაუვიწყარია!

tifoza
13 years ago

მოჯის ყველაზე ცუდი ტრანსფერები (ხარისხი – ფასი)

აქ ესნაიდერია გამორჩენილი რომელიც ზარზეიმით გადმოიყვანეს :)

Gurami Tkebuchava
13 years ago

იმენა მგელი კაცი! არ მახსოვს ამას ტრანსფერებში შეცდომა დაეშვას… ზიდანის და დავიდსის გაშვებაც კი არ მიმაჩნია შეცდომად! რადგან მაგათ საფასურს ყოველთვის ყიდულობდა!

მგელი ხარ მოჯი მგელი!

araxoza
13 years ago

მოჯის ვერასდროს ვერ ვაპატიებ ტაკინარდის და დავიდსის ეგრე გაშვებას! ალესიო და ედგარა ეხლაც მაგარდ მენატრება. ისე ზოგადად მოჯისთან არ მაქვს პრეტენზიები. :juvee:

mishka berianidze
13 years ago

აქ რაღაც რაღაცეებში ვერ დავეთანხმები ავტორს რადგან მოჯის ცუდ ტრანსფერებში შეყვანილია მარკო დი ვაიო, დარკო კოვაჩევიჩი, ალენ ბოქსიჩი ლიგა 1996 წელს სწორედ ბოქსიჩის გოლით მოვიგეთ გადამწყვეტი პენალი რომ გაიტანა.

araxoza
13 years ago

ალბათ გინდოდა გეთქვა იუგოვიჩი :)

gocha khalvashi
13 years ago

ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე… მაგარი სტატიაა ძმა…

მე მჯერა დავიბრუნებთ იმ დიდებას რაც იყო დიდი მოჯის დროს…

forza juve!!! grazie Don luciano!!! :forza:

| Newsphere by AF themes.
10
0
Would love your thoughts, please comment.x