გვჭირდება კი აგუერო?!
“იუვენტუსის” მთავარი სატრასნფერო სამიზნე სერხიო აგუეროა. მაგრამ შეძლებს კი მხოლოდ არგენტინელი იმ მიზნის მიღწევას, რასაც “იუვენტუსის” დაბრუნება ჰქვია?..
სერხიო აგუერო უაღრესად ნიჭიერი ფეხბურთელია, ამის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება არ შეიძლება. გასულ სეზონში არგენტინელმა “ლა ლიგაში” 20 -ჯერ აიღო მეტოქის კარი, რითაც ამ მხრივ პერსონალური რეკორდი გააუმჯობესა. თუმცა მომავალში ამასაც რომ არ დასჯერდება ნათელია, ფეხბურთელი მხოლოდ 23 წლისაა. ყოველი დაპირისპირების დროს ტერორის ქვეშ ამყოფებს “ჩელსის”, “ბარსელონას”, “ინტერისა” და მადრიდის “რეალის” დონის გუნდებს, ფაქტიურად ყველა ევროპული გრანდის დაცვის ხაზს ეშინია სამხრეთ ამერიკელის. ამასთან ერთად აგუერო არც ეროვნულ ნაკრებში აჩვენებს ცუდ ფეხბურთს, უკვე მერამდენე წელია სტაბილურად მაღალი შედეგი აქვს.
აგუერო მსოფლიოს ნებისმიერი გუნდისთვის დიდებული შენაძენი იქნებოდა, საგრძნობლად გააძლიერებდა ამ გუნდის წინა ხაზს, ცხადია, ეს კონტეს “იუვენტუსსაც” ეხება. არც იმის ვარაუდი იქნებოდა სწორი, რომ არგენტინელი “სერია ა” -სთან მორგებას ვერ შეძლებს, რადგან ეს აქამდე არაერთ მის თანამემამულეს შესანიშნავად გამოსვლია. მათ შორის პირველ ადგილზე სწორედ აგუეროს სიმამრი უნდა დავაყენოთ.
მაგრამ, პირდაპირ რომ ვთქვათ, სერხიო აგუერო სულაც არაა ის ფეხბურთელი, რომელიც “იუვენტუსს” ჩემპიონთა ლიგაზე დააბრუნებს. ის მრავალსართულიანი ტორტის მწვერვალზე ალუბლის მარცვალს ჰგავს, მაგრამ ეს მაშინ, როდესაც ამ ტორტს უამრავი ინგრედიენტი აკლია. შემტევი პოტენციალი მომავალი სეზონისთვის გუნდს საკმარისზე მეტი აქვს. ფაბიო კუალიარელას განმაცვიფრებელი თამაშისა და 17 შეხვედრაში გატანილი 9 გოლით გუნდი იანვრამდე პირველი ადგილისთვისაც კი იბრძოდა. მის შემცვლელად “კალიარიდან” მოწვეულმა მატრიმ ასევე ცხრაჯერ შეძლო მეტოქეთა კარის აღება და საერთო ჯამში გატანილი 20 გოლით აპენინელ ფორვარდთა შორის ბომბარდირობაში მხოლოდ დი ნატალეს ჩამორჩა.
ამ ორს სრულაიდ უნდა შესწევდეს მთავარი ჭაპანის ზიდვა და “ბიანკონერებისათვის” ადგილის სამეულში დაბევება. ესეც რომ არა, კონტეს განკარგულებაში კიდევ რამდენიმე ფორვარდია, მათ შორის ლუკა ტონი, ვინჩენცო იაკინტა და ბოლოს და ბოლოს კლუბის კაპიტანი ალესანდრო დელ პიერო. “იუვეს” მიერ სეზონში გატანილი 57- გოლიანი ნიშნულის გაუმჯობესება მხოლოდ ექვსმა კლუბმა თუ შეძლო და ამ კუთხით გუნდს მესამედგილოსან “ნაპოლიმდე” მხოლოდ ორი გოლი დააკლდა.
სამაგიეროდ, პრობლემები უკან იქმნებოდა. დაცვა რომ აშკარად არადამაჯერებელი იყო ამაზე გაშვებული გოლების რაოდენობაც მეტყველებს, მაროტამაც დირექტორთა საბჭოსთან ერთად სწორედ ამ პოზიციის გაძლიერებაზე უნდა იზრუნოს. მოტას მოედანზე ყოველი გამოჩენა ნამდვილი კატასტროფა იყო, ფაბიო გროსომ კი სულ მცირედით თუ შეძლო რაიმეს გამოსწორება. ამასთან ფეხბურთელების ნაკლებობის გამო კიელინის ფლანგზე გადაწევა უწევდა, როცა ფრედერიკ სორენსენი სრულაიდ ამოვარდნილი იყო თავისი ნამდვილი ამპლუიდან. მგონი რომ გამარჯვების გზაზე დასაბრუნებლად გუნდს სწორედ დაცვის გაძლიერება სჭირდება.
როგორც ჩანს, ეს არც მაროტას გამოჰპარვია მხედველობის არედან და უკვე გადმოიბირა “ლაციოდან” შტეფან ლიხტშტაინერი “სამპდორიელ” რეტო ციგლერთან ერთად. დე ჩელიეს დაბრუნების შემდეგ “იუვენტუსის” დაცვა გასულ სეზონთან შედარებით საგრძნობლად იქნება გაძლიერებული. მაგრამ ამაზე გაჩერება უბრალოდ დაუშვებელია. ამ სამთაგან რომელიმეს ტრავმა კონტესაც იმავე თავის ტკივილს გაუჩენს, რაც ჯიჯი დელ ნერის ჰქონდა.
მისცე “აგუეროს” სანაცვლოდ მადრიდის “ატლეტიკოს” 45 მილიონი უბრალო გადაწყვეტილება არაა, ფეხბურთელი ხომ იაფფასიანი პირადი კონტრაქტის გამო არ დატოვებს გუნდს. “იუვენტუსი” არც მადრიდის “რეალი”, არც “ჩელსი” ან მანჩესტერ სიტია”. გუნდმა სატრანსფერო თანხები ჭკვიანურად უნდა გაანაწილოს.
თავდამსხმელში ამხელა ინვესტიციების ჩადება შესაძლოა არასწორი გადაწყვეტილება აღმოჩნდეს, რა აზრი აქვს მანქანის ძრავის გაძლიერებას თუ მუხრუჭები არაა წესრიგში. თუ კონტეს გუნდს მოწინავე პოზიციებზე სურს დაბრუნება, მაშინ სატრანსფერო ობიექტებად ტოპ-კლასის მცველები და ფლეიმეიქერები უნდა იქცნენ, ფეხბურთელები, რომლებიც მატჩის ბედის წარმართვას შეძლებენ.
ასე რომ, თუ აგუეროს ყიდვის შანსი მართლაც არსებობს, გუნდი დაცვის გაძლიერებაზეც უნდა ფიქრობდეს, მხოლოდ ასე თუ შეძლებს “იუვენტუსი” “სერია ა” -ში ისევ მოწინავე პოზიციებისვის იბრძოლოს.
მომზადებულია ჟულიან დე მარტინისის სტატიის მიხედვით
საჭიროა ეს კაცი!
120 მილიონია დასახარჯი და ალბათ გაიმეტებს მაროტა და შეიძენს კიდე ვინმე კაი ფეგბურთელს (იმედია… კუნი კი უეჭვევლი გვჭირდება არც მატრი და არ ფაბიო არაა ისე დამაჯერებელი როგორიც ის…
აგუერო რომ გვჭრდება ამას კითხვაც არ უნდა /// აი მარკო მოტა ნაღდად არ გჭირდება
აგუერო თუ არ გვჭირდება და არ ყოფილა ჩვენი საქმე რაა
ძალიან კარგი სტატიაა : ))
ჩემი აზრით, ვერანაირი მატრი და კუალიარელა ვერ ამოაგდებს 50 წლის ალესანდრო დელ პიეროსაც! კაპიტანი იმისთვის არ დარჩენილა ფეხბურთში რომ სკამი ხეხოს. კონტეს იმედი მაქვს, რომ გუნდს კვლავაც დელ პიეროზე ააწყობს. ხომ არ იცით როგორი ურთიერთობა აქვს კაპიტანთან? რაღაც არ გაუკეთებია კომენტარი არც ერთს და არც მეორეს ერთმანეთზე
ფეხბურთელობის პერიოდში არაჩვეულებრივი ურთიერთობა ჰქონდათ ერთმანეთთან და არც მაგის მერე შეიცვლებოდა რამე
ეს გვინდა აუცილებლად
არა მაგრამ ნეტა გვეყიდა
მილანში გადავა როგორც ჩანს … 10 მილიონს იხდიან
ვა მართლა? სად წერია?
ფორუმ.გე-ზე მილანის თემაში თქვეს ბიჭებმა … რომელიღაცა საიტიდან იყო ინფორმაცია დადებული
კალჩიო.გე ზე ვნახე ადრე მარა ჭორი მეგონა
datka სამპდორიელი ანდრეა პოლიც ვიყიდეთ?
es kitxva vis daebada azrad… tu chven gvinda warmatebis migweva ra tqma unda gvchirdeba aguero, mashin gadavyarot isev puli martinesebshi da magdagvar nagav pexburtelebshi romlebmac saertod ver gaanalizes tu sad tamashobdnen!!!
ისე მოტასაც რას ვერჩით 1-7 ტურში ნორმალურად თამაშობდა მოტაც და იუვეც მერე მოტას ტრამვა და იუვემ დაცვაში აურია და ყველა მოტას არ ყოპნას აბრალებდა, მე არამგონია რო შვეიცარიელებს სასტავი მოუწიოთ ერთერთი შეიძლება მოხვდეს, ისე მოტას და კვალის ტრამვა რო არ ყოფილიყო მინიმუმ ლიგაზე ვიქნებოდით.
შენ ამას სერიოზულად იძახი მოტაზე ?
რა პირველი 6-7 ტური … პალერმოსთან მე ვყლაპე ბურთები ან სამპდორიასთან ? კარგი რა … რა მოტა ტო …
უნდა ვილოცოთ ლიხშტაინერმა ტრავმა რომ არ მიიღოს თორე მერე ნახავთ
ვინ ამბობდა მოტას არ ყოფნაზე რამეს ? როჟა ყოველ მეორე თამაში წითლებზე იღებდა
სამპთან 3-3 ციგლერმაც ყლაპა საერთოდ მაგ თამაში წინასწარ დაგეგმილს უპრო გავდა, მოტას შეცდომები ქონდა მარა არაა ცუდი მცველი, კარგ პორმაში მყოპი ბონუჩი-კიელინის გვერდით მაგიც ათამაშდება
ჟულიან დე მარტინისის გასაგონად მინდა ვთქვა – აზზე არ ხარ ფეხბურთის
ცოტა ნი ტო კომენტარი გამომდის მაგრამ სტატიის მეორე ნახევარი სისულელეებით არის სავსე.. რა მატრი და კუალიარელა ხალხო, აგუერო იგივე სიმაღლეზე აგიყვანთ როგორც ბარსა მესიმ აიყვანა, მანჩესტერი რუნიმ აიყვანა.. არ გინდათ და ნუ გინდათ!!! უყურეთ მატრი კუალიარელას და იოცნებეთ ლიგის საგზურის მოპოვება
არა აგუერო წყალივით გვჭირდება
დაჟე აგუეროც არა უბრალოდ მსოფლიო კლასის ფორვარდი
მატრი კუალიარელას დიდ პატივს კი ვცემ მაგრამ მსოფლიო იგროკებს ნაღდად ვერ დავარქმევ რა არიან სერია ა-ს თავდამსხმელები იუვეს კიდე ლიგაზე თამაში უნდა და იტალიელ (ნუ ვარსკვლავები დავარქვათ ) იგროკებში ჩახარშვა ნაღდად არ შეიძლება რა
თუნდაც ინტერის მაგალითი ავიღოთ ან მილანის
ექსტრა კლასის გარეშე შორს ვერანაირად ვერ წავალთ
ცოტა გაუგებარია სადაც არ იყო პრობლემა აგუერო მოყავთ და დაცვას, მოგებული თამაშები რო წაგვაგებია ლიხშტაინერით და გავარდნილი გუნდის მცველით აძლიერებენ, ეს იგივეა მოტა რო ბარსამ წაიყვანოს, გუნდის ცუდ შედეგში 1 დამნაშავე დაცვაა, ამ სტატიაში ყველაპერი სწორია.
სამპდორია პრეზიდენტის გამო გავარდა , რომელმაც სულელური ნაბიჯები გადადგა და პლიუს იდიოტი მწვრთნელები მოიყვანა
პრეზიდენტის დანაშაული იყო რო პაცინი, კასანო გაუშვა, მაგრამ ნორმალურ გუნდში არ გატანა გაშვებას არუნდა ნიშნავდეს, უბრალოდ არა კარგი იუვე ძველი დიდების დაბრუნებას ცდილობდეს და გავარდნილი გუნდის მცველით “ძლიერდებოდეს”
ციგლერი კალჩოში ერთ ერთი ყველაზე საიმედო მცველია და წელს დი კარლოს უაზრო გადაწყვეტილებების გამო სკამზე იჯდა … აქცენტი კეთდება სტაბილურობაზე ამ სეზონში … მოტა არ იყო გავარდნილი გუნდის წევრი მაგრამ რა ხეირი ?
და ეგ გუნდი ლიგაზე გავიდა გავარდნამდე
გამოდის რომ ეგ სასტავი უფრო მაგარი როჟები არიან ვიდრე იუვეს მცველები ?
რეალურად უნდა შევხედოთ სიტუაციას … უფასოდ დავითრიეთ ძალიან მაგარი კადრი !!!
ანდრეა პოლი ! კიდევ ერთი არაჩვეულებრივი კადრი , რომელიც იმედი მაქვს თავს გაცილებით უკეთეს გუნდში ამოყოფს და ევროპის ჩემპიონატზეც წაიყვანს პრანდელი … ეგეთი ნახევარმცველი ეხლა სანთლით არის საძებნი იტალიაში
არა მარტო იტალიაში… ორივე ფლანგის მცველი ძალიან კარგები არიან…
ამ აგუეროზე კიდევ იმდენს ლაპარაკობს ევროპა რომ რაღაც აღარ მჯერა მაგ ტრანსფერის…
35 მილიონს და პლიუს ამაურის სთავაზობენ და მეტი ეხლა რა ჯანდაბა უნდა ატლეტიკოს ? მაგათმა თუ აუქციონი მოაწყვეს და ეხლა მაგათი დედაც რა
მე კი ამაურისთან ერთად ტიაგოსაც მივცემდი და საქმეს აქ დავხურავდი
ისე კი დი მარიაც მინდა იუვეში რადგან ძალიან მაგარია თავის პოზიციაში.
ნუ რაღაცაში დავეთანხმები სტატიის ავტორს მაგრამ მაინც საჭიროა მაღალი დონის ფორვარდი. დაცვას რაც შეეხება მეტი რაღა უნდა ქნან იტალიის ნაკრების დაცვა უდგათ დაცვაში :D
აი ნახევარდაცვა კი… მარცხენა ფლანგზე სწრაფი და ტექნიკური ფებურთელი ისეთი რომელსაც კარგი ჩაწოდება აქვს დაგვხატვდა რაა. მე ამ პოზიციაზე ნანი საუკეთესო ვარიანტად მიმაჩნია :( თავდასხმა კიდე არ გვყავს ცუდი შეიძლება ამ თავდასხმით მაღალი ადგილის დაკავება.
აგუეროზე ოცნებაც აღარ ღირს დაკარგულია ეგ ფეხბურთელი
კარგი სტატიააა მაგრამ როცა კონტეს ტაქტიკა არის 4-2-4 ეს იმას ნიშნავს რო გუნდი სულ შეტევაში იქნება და ბურთის კონტროლს დასჯერდება ამაში პირლო დაგვეხმარება ლიხშტაინერი კარგი შენაძენია იქეთა ფლანგზე დადგება დეჩელიე ცენტრალური მცველი გვინდა ბონუჩის იმედზე ჩემი მტერი იქნა
თუ კონტე იძახის რო ჩემი სქემის მიზანია 90 წუთის განმავლობაში ვაკონტროლო ბურთი და ვიყო შეტევაში ეს იმას ნიშნავს რომ მოწინააღმდეგეს მხოლოდ რამოდენიმე შანსი უნდა ქონდეს შეტევა რო განახორციელოს (აი როგორც ბარსას შემთხვევაშია) ასე რომ ჩვენ აგუერო გვინდა თუ გავიტანთ 4 ბურთს ერთ მათცში ერთის გაშვება ტრაგედია არ იქნება ყველა შანსს ხო ვერ გამოიყენებენ ასე რომ საჭიროა აგუერო,ცენტრალური მცველი და ვინგერი
არა ჩემი აზრით უნდა გადმოვიდეს აგერო.