იუვენტუსი პიედმონტში ბრუნდება
რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ , ტურინის ” იუვენტუსი ” საზაფხულო შეკრებას კვლავინდებურად პიედმონტში გაივლის . ბიანკონერი , ბრანდონეკიოში და კიუზა პეზიოში გაემგზავრება , რათა 2011/12 სეზონისთვის მოემზადოს …
კონტეს შეგირდები ბრანდონეკიოში , 7 ივლისს გაემგზავრებიან , სადაც ალპურ ზონაში – ვალე დი სუზაში გამართავენ წვთრნებს . 10 დღიანი ინტესიური მომზადება 17 ივლისს დასრულდება .
ერთგულ გულშემატკივრებს მიეცემათ საშუალება , თვალყური ადევნონ ტრიბუნებიდან ფეხბურთელების ასპარეზობას . ყველაფერთან ერთად , მათ მიეცემათ საშუალება , იყვნენ საზაფხულო ბანაკში .
ტურინელების პიედმონტში ყოფნისას , ორი ოფიციალური ღონისძიება დაიგეგმა : 11 ივლისს განხორციელდება გუნდის წარდგენა ტიფოზების წინაშე , 15 ივლისს კი პირველი ამხანაგური მატჩი დაიგეგმა . ეს გახლავთ ძირითადი თარიღები , თუმცა გულშემატკივრებს მოწყენის დრო არ ექნებათ , რადგან ამ მხარეში უამრავი სხვა გასართობი პროგრამაა დაგეგმილი , არაერთი კონკურსითურთ .
აღსანიშნავია , რომ ამერიკული ტურნის შემდეგ , რომელშიც იუვენტუსი 19 ივლისიდან 1 აგვისტომე დაჰყოფს , იტალიის 29 გზის ჩემპიონი მცირე დროს კვლავინდებურად პიემონტში გაატარებს და კერძოდ ვალე პეზიოში .
5 აგვისტოს გაიმართება ამხანაგური მატჩი კუნეოსთან , ხოლო 11 აგვისტოს ტრადიციული წინასასეზონო ამხანაგური მატჩი ვილა პეროზასთან .
წყარო : ტურინის იუვენტუსის ოფიციალური ვებ გვერდი
ამათმა უნდა თქვან ცხოვრება გვაქო
რაღა დროს პრესის მიმოხილვაა
აბა რა ვაკეთო ?? :D
დაიძინე აწი
პრესის მიმოხილვა დადეთ
ა მაგ რიცხვებშI ვიქნები მეც ამერიკაში და მოვინახულებ თან ბიჭებს.