ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ახალი წინადადება “ატლეტიკოს”

სერხიო აგუეროს მიერ ამერიკის თასზე გატანილმა შესანიშნავმა გოლმა “იუვენტუსის” ხელმძღვანელობას სატრანსფერო ბაზარზე არგენტინელი ფეხბურთელისთვის მოსაპოვებელ ბრძოლაში გააქტიურებისკენ უბიძგა. ყველასათვის კარგად იყო ნაცნობი, რომ მადრიდის “ატლეტიკოს” კაპიტანი “ბიანკონერისთვის” ნომერ პირველი მიზანი იყო სატრანსფერო ფანჯარაზე, მაგრამ 35 მილიონიანი შეთავაზება ესპანელებისგან მიღებული უარით დასრულდა. ზემოთხსენებულმა გოლმა, რომელმაც არგენტინის ნაკრები ბოლივიასთან მარცხს გადაარჩინა, “რეალ მადრიდიც” გაააქტიურა, რაც “იუვენტუსისთვის” დამატებით სირთულეს ქმნის. სხვადასხვა წყაროების მიერ გავრცელებული ინფორმაციების თანახმად, მაროტა სამშაბათს მადრიდში ახალი, 40 მილიონიანი წინადადებით გაფრინდება და შეეცდება აგუერო რაც შეიძლება მალე გაიფორმოს. რა თქმა უნდა, არსებობენ ალტერნატივებიც, ჯუზეპე როსი და მირკო ვუჩინიჩი, მაგრამ არგენტინელი ფეხბურთელი “იუვენტუსის” სიაში პირველია.

წყარო: Football-Italia

24 thoughts on “ახალი წინადადება “ატლეტიკოს”

  1. მწვრთნელის ახირებები ცუდად მახსოვს შარშანდელიდან ;) და რამე არ გაიჩალიჩოს კონტემ ბასტოსზე უკეთესს ვის მოიყვანს მაგასაც ვნახავ მარცხნის რა დროს ახირებებია 7 ადგილზე ხარ და არც ლიგაზე და არც ევროპის ლიგაზე , იმენა რა

  2. ბრაზილიელები არ მევასება და ძალიანაც კაი ბასტოსი რო აღარ უნდა : ))) მაგრამ აგუეროზო ყველანაირად უნდა იჩალიჩონ!!! გაყიდონ: ამაური,იაკინტა,გრიგერა(თუ კიდე უნდა ვინმეს)მოტა,მარტინესი. ცოტა ფულს იშოვიან დაამატონ და იყიდონ აგუერო!!!

  3. ბასტოსზე დაივიწყეთ , მოკვდა ეგ ბაზარი უკვე , სამწუხაროდ : | კონტეს მორიგი ახირება

    ხოდა ვარგას დასდევენ ეხლა

  4. ბასტოსის ამბავი კონტემ დაატორმუზა და მაგარი გამიტყდა რო არ უნდა ბასტოსი იუვეში

    იმედი მაქვს მაინც რო გავიფორმებთ

    ნანი და ეგეთი სუხიშვილების ანსამბლის მოცეკვავეები იუვეში არ დავინახო!

  5. ikajuve1011
    45 რა ამბავია როსის სატრასფერო ფასი ერთი 30 მილიონი იქნება და ამაურისაც თუ ჩართავენ ბარტერში 20 შეელევა ვილიარეალი

    1. ბიჭო შენ რო იცი რო ამაური ხეა , შენი აზრით ვილიარეალმა არ იცის ? : D ან რო აძლევ და თან 10 ლიმონს რო უჭრი , არ ეკითხები იმას უნდა თუ არა ? :lool:

  6. აუ ხო წარმოგიდგენიატ სადაცააა რეალმა უნდა გაიფორმოს აგუერო 40 მილიონად აგუერო კალამს იღებს ხელში წერს “კუნ” და ამ მომენტში კაბინეტში მაროტა შევარდება არა კუნ ეს არ ჩაიდინო თავი არ გაიფუჭო!!!!!
    აგუერო კი ცრემლიანი თვალებით ეტყვის ბეეპ ამხელა გზა ჩემთვის გამოიარე?? და დააგდებს აგუერო კალამს პერესი სასოწარკვეთილებაში ვარდება ამ დროს ჩელსი იფორმებს ნეიმარს ბარსა სანჩეს იუვე აგეროს და რეალს შერჩა ადებაიორი :D:D:D:D :forza: :lool:

  7. 40 ლიმონად თუ უშვებენ წამოვიდეს, თუ არადა ჩვენ უკანა ხაზი გვყავს მისახედი ძმაო

    მითუმეტეს, არ დაგავიწყდეთ მარცხენა ვინგერი ჯერ კიდევ არ გაგვიფორმებია

  8. alberto__aquilani – როსის 45 მილიონზე ნაკლებად არავინ მოგვცემს.. 20 მილიონი და ამაური შეიძლება ვუჩინიჩს ეყოს

  9. ამაში 40 მილიონის გადახდას ჯობია ვილიარელს 20 მილიონი და ამაური მისცენ როსის სანაცვლოდ და დარჩენილი 20 მილიონით ვინმე კაი ნახევრმცველი იყიდონ

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.