ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

“იუვენტუსი” აგუეროს კარგავს?

“იუვენტუსი” სერხიო კუნ აგუეროს დაკარგვასთან ძალიან ახლოსაა. ტურინული გრანდის თავკაცებს იმედი ჰქონდათ, რომ 35 მილიონიანი შეთავაზების 40-მდე გაზრდით არენტინელი ფეხბურთელის გაფორმებას შეძლებდნენ, მაგრამ თუ El Mundo Deportivo – ს დავუჯერებთ, ახლა უკვე გვიანია. არსებობს ინფორმაციები იმის შესახებ, რომ “რეალ მადრიდი” მზადაა აგუეროში 45 მილიონი ევრო გადაიხადოს, რა შემთხვევაშიც, “ატლეტიკო” ფეხბურთელის გაშვებას დათანხმდება. არსებობს კიდევ ერთი საგულისხმო ფაქტი, სამხრეთ ამერიკელმა თავდამსხმელმა თავის აგენტს განუცხადა, რომ არ მიიღოს მკვეთრი გადაწყვეტილება, მანამ სანამ ამერიკის თასი არ დასრულდება. ცნობისთვის, აგუეროს ოჯახი მადრიდში ცხოვრებას არჩევს და არ აპირებს სხვაგან გადაბარგებას, რაც კიდევ უფრო ზრდის არგენტინელი ფეხბურთელის “რეალში” გადასვლის შანსებს.

წყარო: Football-Italia

142 thoughts on ““იუვენტუსი” აგუეროს კარგავს?

  1. როსი იტალიის ნაკრების მთავარი მეგოლეა აგუერ არა, როსიმ გუნდი ლიგაზე გაიყვანა აგუერომ ვერა, რითი ჯობია როსის აგუერო? მაროტა ან როსს იყდის ან არავის, კვალი როსი ევროპაში საუკეთესო იქნება

    1. ის დუეტი სადაც კვალი იქნება.. ევროპაში საუკეთესო ვერანაირად ვერ იქნება!!! სამწუხაროდ

  2. მე დღევანდელი საბაზრო ფასებიდან ვამბობ თორე ადრე რო გაცილებით იაფი ღირდა ფეხბურთელები ეგ სხვა საქმეა.. ან რა 30 მილიონზეა საუბარი როცა აგუეროზე მიდის ლაპარაკი.. ტიპი დიდ გუნდში გადავა თუ არა ოქროს ბურთის ლამის მთავარი ფავორიტობა გარანტირებული აქვს.. რაის 35 მილიონი

    1. რატო ხარ 100 % დარწმუნებული რომ სხვა გუნდში ოქროს ბურთს აიღებს ? და რა უშლის ხელს ეხლა რომ ატლეტიკოში ითამაშოს ისე კარგად რომ ელემენტარულად ლიგამდე მაინც მიიყვანოს თავისი გუნდი ?

      1. დათკა შენც კარგად იცი რო თუ გუნდში 2 ფეხბურთელი მაინც ვერ თამაშობს ჩათვალე რო არეულია პარადი.. წელს ატლეტიკოს 5 ზე მეტი მაღალი დონის ფეხბურთელი არ ყავდა. ხოლო ვინც ყავდა იმათმა მთელი სეზონი ვერ გაქაჩეს

        1. რას ამბობ , რეიესი ცუდად თამაშობდა ? ფორლანი ? კიდე იყვნენ სხვა ჩუვაკებიც … ბაჯო გაიხსენე ბრეშაში რას აკეთებდა

          38 წლის კაცმა პერსონალურად გაიყვანა ბრეშა 10 ადგილზე და წავიდა თუ არა გუნდიდან ეგრევე ბ-ში გავარადნენ

          ბევრი მაგალითია ეგეთი … მე არ ვაკნინებ აგუეროს , უბრალოდ ფაქტებზე ვსაუბრობ … პრესპექტივაში შეუძლია ძალიან ძლიერი გახდეს , მაგრამ ისე საქმე ნამდვილად არ არის რომ სადაც არ უნდა გადავიდეს 100 % – ით ოქროს ბურთს აიღებს … რეალში რო გადავიდეს ზამენაზე დაჯდება დამიჯერე

  3. Datka – ჯერ მარტო იმიტომ ღირს 50 მილიონი რო რეალს და ბარსას ყოველთვის უტანს გოლებს.. სამუელ ეტოსთან და დავიდ ვილასთან ერთად მსოფლიოს საუკეთესო გოლავიკია.. ფეხბურთელი რომალსაც ყველაზე მეტი საგოლე ექმნება და ძალიან ბევრსაც იტანს..

    1. რეალს და ბარსას ესპანეთში სხვებიც უტანენ და 50 მილიონები უნდა ღირდნენ ? ეგრე როსიც უტანს ორივეს

      1. ნუ ეგ შენ გირჩევნია თორე არ ჯობია ნამდვილად.. იგუანი მეც მომწონს მაგრამ იდეალური თავდასხმელი ვერ არის.. აშკარად რაღაც აკლია..

      2. იგუაინი არის სუპერ შემსრულებელი

        მაგრამ ვინებიც ჩამოთვალე ეტო’ოსთან ვერ მივლენ … ეტო’ო იმენა ექსტრა კლასია , მარტო შეუძლია თამაშის მოგება

          1. აი იგუიანს და ბენზემას კიდევ კარგა ხანს შეეძლებათ… ეტოო უკვე კარიერის დასრულების პერიოდშია და ესენი აწი გაიბრწყინებენ და ჩემი აზრით ეტოოს ბევრად დაჩრდილავენ

  4. აგუეროს იუვენტუსმა შესთავაზა 7 მილიონი წლიურად , რაც დამეთანხმებით არის უიდიალურესი

    შემდეგ

    იუვენტუსმა აგუეროს შესთავაზა ყოფილიყო დელ პიეროს შემდეგ , ახალი ლიდერი გუნდის , ახალი 10 -იანი … ყველაფერი იქნებოდა იუვეში აგუერო … პატივისცემა ფანების , უსაზღვრო სიყვარული … გააღმერთებდნენ … თუ არ უნდა რას ვიზამთ … იჯდეს ზამენაზე ჟოზესთან

    1. მართალი ხარ ძმა. ისე გამოდის ვითო ეხლა მაგი რომ არა დასრულდა იუვეს ისტორია. ზირნიხში წასული თუ არ უნდა ჩვენთან.

  5. აი კაცურად გამაგებინეთ რატომ ღირს აგუერო 50 მილიონი ? ტიპი თამაშობს ატლეტიკოში , რომელსაც ვერ ათრევს მამენტ : D და პლიუს ამასთან ნაკრებში არ არის ძირითადში …

    მაგისი რეალური ფასი ჩემი აზრით არის 30-35 მილიონამდე , ანუ რამდენსაც იხდიდა იუვენტუსი

    1. აგუერო არ შეაფასო იმით რასაც ახლა აკეთებს… შეაფასე იმით რამდენად განვითარებადია რისი გაკეთება შეუძლია კარგად აწყობილ გუნდში… იმენა კვალიარელა და აგუერო დაგლიჯავდა ორივე ფანტაზისტებია,,, ჩემი აზრით ეს ორი ნებისმიერ გუნდებთან დადგამენ სპექტაკლებს…
      მაგრამ დაცვა და განსაკუთრებით ფლანგებია გასაძლიერებელი, ნუ ერთი სერიოზული გარემარბიც დაგვხატავს.

      1. პერესპექტიულია ბაზარი არაა , მაგრამ ფეხბურთელს ყიდულობ დღევანდელი გადმოსახედიდან და 50 მილიონი ნამდვილად არ ღირს , ეს არის და ეს … თორე აგუერო რომ სერიოზულ შემსრულებლად შეიძლება რომ ჩამოყალიბდეს ორი აზრი არაა

      2. ნუ იმას არ ვგულისხმობ რომ 50ლიმონი გირს, მაგრამ 40ლიმონი ნაგდად არ უნდა დავინანოთ და თუგინდ საშვებებიდან რომელიმე დავუმა
        ტოთ მელოს და სისოკოს გარდა(ესენი შედარებით ძვირად ფასობენ)

  6. ეეხ სიმართლე ითქვას და აგუერო მინიმუმ ღირს 50 მილიონი… უბრალოდ ღარიბი კლუბი ჩაება იუვენტუსის სახით.. თორე რეალი წელს ეკონომიას აკეთებს, ჩელსის ტორესის ისტორიის გამეორება ეშინია, სიტი – მიკვირს რატომ არ იხდიან ბევრ მილიონებს აგუეროში :mrgreen: , არადა 120 მილიონი ქონიათ გამოყოფილი და 5 მილიონის დამატება დაენანათ.. ტფუიიი

  7. GB

    ეწერა მიფრინავსო და არა იყიდაო

    აქ წერია გვიანია უკვეო რო მიფრინავსო ახალი წინადადებითო, საერთოდ არ ეწინააღმდეგება წინა სტატიას, იქ წერია მაროტას გეგმა და აქ წერია რო მაროტას გეგმა ჩაიწვა უკვე

    წაიკითხე დაკვირვებით ორივე სტატია და მიხვდები

    და კიდევ ერთი, ორივე ერთი და იგივე საიტმა, ფუტბოლ-იტალიამ გამოაქვეყნა, რომელც ინტერნეტსივრცეში იტალიური ფეხბურთის გარშემო მყოფ საიტებში ერთ-ერთი ყველაზე სანდოა

          1. ეეე გამიხარდა სწავლა მინდა და რამეს გკითხავდი :lool: :lool: ვიდეო გაკვეთილებით რაღაცას ვწვალობ :blin:

  8. მოეშვით რა ამ უაზრო საიტებიდან ყოველ 1 საათში ინფოების დადებას, 20 წუთის წინ მაროტა მიფრინავსო ესეო ისეო… რაგაც 2 ლარიანი საიტი წერს ძაან იცის ეხა რა :))))))))) მე თუ მკითხავ სუ არაა აგერო საჭირო როსი მირჩევნია ბევრად!

  9. ერთი სიტყვით რომ ვთქვათ , ატლეტიკო ცდილობს მოაწყოს აუქციონი , რაც იუვენტუსისთვის წამგებიანი სიტუაციაა … მაროტას ტყუილა აგინებთ , ეს არის კლუბის აქციონერების გადაწყვეტილება , ანუ მათ გამოჰყვეს კონკრეტული ციფრი რაშიც შესაძლებელი იქნებოდა აგუეროს დათრევა , მაგრამ გამოხტა პერესი და არია სიტუაცია … ატლეტიკომ დაუმატა და რაც ყველაზე მთავარია თვითონ აგუერო მაინც და მაინც არ იჩენს აქტიურობას იუვეში გადმოსვლაზე . გაიხსენეთ კრასიჩი , რომელსაც სიტი ეპატიჟებოდა , მაგრამ სურვილმა ეთამაშა იუვეში ყველაფერი ჩვენს სასიკეთოდ გადაწონა …

  10. რეალმა თუ მოინდომა ჩათვალეთ აგუერო დაკარგულია.. როგორც ვატყობ რეალმა უკვე მოინდომა ასე რომ ჩაო კუნ

  11. ესეც დაიკარგა როგორც ავტყობ, იუვე ვართ ბოლოსდაბოლოს,სადაც 40-ს იხდი ბარემ 5იც დაამატეთ, თორე მომავალშგავამუჯობესებთ და მე-6 ადგილზე გავალთ..

  12. აგუეროს ყიდვას არ ჯობია ტოპ-ნახევარმცველი იყიდოს და ერთიც საშუალო დონის თავდამსხმელი სათადარიგოსთვის? მატრი-კვალიარელა მაგრები არიან და ეს რაღად უნდა ვერ ვხვდები

      1. თუნდაც ესიენი რომელსაც სათადარიგოზე ჯდომის საკმაოდ დიდი პერსპექტივა აქვს ჩელსიში და ბასტოსზე რატო აღარ აქტიურობენ მიკვირს, იუვეს რაც ჭირდებოდა დაცვის და ნახევარდაცვის გაძლიერება იყო, დაცვა ასე თუ ისე გაძლიერდა

    1. რას დაასრულებს 10 მილიონის დაკლებას ითხოვს და მარტინესებში 13 მილიონებს ფანტავს :@:@

  13. ახლა ისევ უნდა დამაწყებინოს ამ წუწურაქმა მაროტამ თავის გინება? როგორც ჯეკო დაკარგა ამაზეც თუ მასე ქნა ნახეთ თქვენ :@:@:@:@

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.