ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბულგარული ჰიპოთეზა სახელად – ბერბატოვი

“იუვენტუსი” ძალზე ახლოსაა აგუეროს დაკარგვასთან. ცხადია, გუნდის ხელმძღვანელობა ვალდებულია ფიქრი დაიწყოს მის ალტერნატივებზე. გავრცელდა ინფორმაციები, რომ “ბიანკონერიმ” შესაძლოა “მანჩესტერ იუნაიტედს” დიმიტარ ბერბატოვის თაობაზე ოფიციალური წინადადებით მიმართოს. სერხიო აგუერო დიდი ხნის განმავლობაში სატრანსფერო ფანჯრის უმთავრეს მიზნად სახელდებოდა, მაგრამ გუშინ, “რეალ მადრიდმა” “ატლეტიკოს” ხელმძღვანელობას არგენტინელი ფეხბურთელის სანაცვლოდ “იუვენტუსზე” მეტი თანხა შესთავაზა და თან ამ ყველაფერს ისიც ამძიმებს, რომ აგუეროს ოჯახს მადრიდი ცხოვრება სურს. News of the World – ის მტკიცებით, ტურინულ გრანდს სჭირდება გამოცდილი თავდამსხმელი, რომელიც შეიძლება ბერბატოვი აღმოჩნდეს. ბულგარელი ფეხბურთელი “მანჩესტერ იუნაიტედის” ძირითად შემადენლობაში ხავიერ ერნანდესის მოსვლის შემდეგ იშვიათად ხვდებოდა და დიდი შანსია, რომ მან გუნდი გამოიცვალოს. ბერბატოვის გამოსასყიდ თანხად 14 მილიონი ევრო სახელდება.

წყარო: Football-Italia

43 thoughts on “ბულგარული ჰიპოთეზა სახელად – ბერბატოვი

  1. giigga – ვან პერსი მართლაც ერთ-ერთი საუკეთესოა ევროპაში.. მაგრამ რად გინდა.. ყოველ წელს მინიმუმ სამი თვე დამტვრეულია!!!

  2. ფუუუუუუუუუ ფუუუუუუუუუ ფუუუუუუ , როგორ ვერ ვიტან ამ ფეხბურთელსსსსსსს :evil: ამის მოყვანას მირჩევნია ძირითადში ლანძაფამე ათამაშონ

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.