ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ლიპი : ” იუვენტუსი კვლავ გაიმარჯვებს კონტესთან ერთად ”

მარჩელო ლიპი დარწმუნებულია , რომ ანტონიო კონტეს ხელმძღვანელობით ტურინის ” იუვენტუსი ” დაიბრუნებს ძველ დიდებას …

” კონტე რაღაცით მაგონებს დროშას  , რომელიც იუვენტუსის გემს ამშვენებს . გულშემატკივრებს ახსოვთ , თუ რაოდენ ექსტრაარაორდინალური იყო ის მოედანზე და ამიტომაც უზომოდ უყვართ . ბიანკონერის , სწორედ ანტონიო დააბრუნებს გამარჯვებების გზაზე . მაგრამ , აქ სხვა გარემოებაც არის გასათვალისწინებელი , ხელმძღვანელობამ  წარმატების მისაღწევად ,  შესაბამისი რესურსი უნდა შეუქმნას . ყველამ უნდა ირწმუნოს იმ პროექტის , რომელიც პრეზიდენტმა ანიელიმ და ჯუზეპე მაროტამ წარადგინეს ” .

მაროტას ნომერ პირველი სატრანსფერო მიზანი კი სერხიო აგუეროა , რომლის სანაცვლოდ კლუბი სერიოზული თანხის გაღებას გეგმავს …

” აგუერო –  ეს ფეხბურთელი იუვენტუსმა აუცილებლად უნდა გაიფორმოს . საერთოდაც , ტურინელებს ექსტრა კლასის მოთამაშეები ესაჭიროებათ , ისეთები როგორებიც არიან პირლო , ტევესი და ჯუზეპე როსი . სამწუხაროა , რომ ეს უკანასკნელი არ წავიყვანე სამხრეთ აფრიკაში გამართულ მუნდიალზე … ” .

ლიპის განცხადებით , მას შეეძლო მესამედ ჩაებარებინა იუვენტუსი , მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატის შემდეგ …

” რამდენიმე წლის წინ , შედგა ჩემსა და ბიანკონერის შორის საქმიანი შეხვედრა  . მახსოვს მის შემდეგ , კონკრეტული პიროვნებები აცხადებდნენ , რომ გადაწყვეტილებები ჩემთან კოსულტაციის შემდეგ იქნა მიღებული . როგორც ჩანს მათ ასე აწყობდათ იმ პერიოდში . უშუალოდ ჩემს მიერ  , დასახელებული იქნა არაერთი გამორჩეული მოთამაშის გვარი , ერთ ერთი მათგანი იყო მარეკ ჰამშიკი , რომელიც უკვე მერამდენე სეზონია ზედიზედ , უმაღლეს დონეზე ასპარეზობს . ის გახლავთ მაგალითი თუ როგორ უნდა იბრძოდე მოედანზე ნებისმიერი სანტიმეტრისთვის “ – განაცხადა ტურინის იუვენტუსის ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა Corriere dello Sport – თან საუბარში .

წყარო : Football-italia

60 thoughts on “ლიპი : ” იუვენტუსი კვლავ გაიმარჯვებს კონტესთან ერთად ”

  1. გულიტი და რაიკარდი იმიტომ ოყო ძლიერი რომ იმ დროინდელ მილანის ფეხბურთელები იყვნენ მსოფლიო დონის, მესიც ეგრეა, მსოფლიოს ჩემპიონები თამაშობენ გუნდში.ამიტომ ყოველ ტალანტს პირობები უნდა შეუქმნა გუნდში, ის რომ აგუერო გადმოვა ეს არ ნიშნავს რომ იუვე გადაირევა და ბარსელონას აჯობებს. აგუეროს უნდა მოყვეს კიდევ ფეხბურთელები გუნდი გუნდად რო იქცეს.

    1. ამისთვის საჭიროა რომ ეს ტრანსფერო განხორციელდეს , ჰაერივით ესაჭიროება გუნდს ხმაურიანი გარიგება … ბარსელონას ვერ ვაჯობებთ , მაგრამ საძირკველი ჩაიყრება

  2. მაროტა დაგინებულია 2 დღეში აგუერო გაფორმებული იყოს !!!!!
    ვინც არ გაააფორმოს………………………….
    :buhee: :mad: :love: :juventus: :forza:

  3. ტუტოსპორტმა მაროტა მიფრინავს მადრიდში მოლაპარაკებების დასასრულებლად და აგუეროს იუვენტუსში წამოსაყვანად

  4. გუნდი რომლის ლიდერი აგუეროა იმ გუნდს არ შეუძლია იუვეს ძველი დიდება დაუბრუნოს. აგუერო არის მესის 1/4. მე ვიძახი რო როსის Yიდვა უFრო მარტივია ამიტო არ ღირს აგუეროზე ჩალიჩი თუ არ შეიძლება ორივე Dავკარგოთ. ჯერ ერთი ვინ წერს მაგალიტებს და ვინ არ მაგას სეზონის 1 თამაშში ვნახავთ სასტავში 8 იტალიელი რო იქნება

    1. რის მიხედვით ადგენ ამ ყველაფერს გამაგებინე რა კაცურად , რაღაც მაგარი ფორმულა გაქვს ხო შემუშავებლი ? და გუნდის რომლის ლიდერი როსი იქნება დარწმუნებული ხარ რომ ძველ დიდებას დაიბრუნებს ?

      1. დათკა რატომ გამორიცხავ იმ შესაძლებლობას რომ იქნებ საერთოდ არ გვეშველება არეფერი :lool: :lool:

      2. როსიმ მარტო გაიყვანა გუნდი ლიგაზე სხვა საშვალო დონის ფეხბურთელების დახმარებით, და პირლოს, კვალი ჯიჯის და კიელინთან ერთად უფრო კარგა ითამაშებს ისე იუვე ყავ ლიდერი და აგუერო ვერასდროს ვე იქნება იუვეს ლიდერი ჯიჯი იქნება სანამ მოედანზეა

        1. როსიმ მარტო გაიყვანა??? შენ რა არ უყურებდი პრიმერას? მაშ სანტი კასორლა, ნილმარი,სენა,ბორხა,მარჩენა, კაპდევილა და კანი რა შენი აზრით ამათ არაფერი არ გაუკეთებიათ???

    2. ბრატ როსი არის შემსრულებელი და არა ლიდერი და შემსრულებლები ჩვენ უკვე ორი გვყავს კვალის და მატრის სახით და ახლა გვჭირდება ლიდერი ალექსას შემცვლელად, ახლა მაინც მიხვდები ალბათ რატო არჩევენ აგუეროს როსის თორე როსი ყველას გვევასება.

  5. დათკა,
    შენ როგორ ფიქრობ, დიეგოსნაირად “ახლომხედველი” ხომ არაა? გამოუვა თამაშის წაყვანა სიღრმიდან?

  6. 1juve

    ნუ რატომ წერ ასეთ მარგალიტებს გაურკვეველია

    1. აგუეროს ყველაზე დიდ ხელფას იუვენტუსი სთავაზობს

    2. აგუეროს ტურინში მიცემენ აბსოლიტურად ყველაფერს , იქნებოდა გუნდის ლიდერი , მის გარშემო აიწყობა შეტევაში თამაში და იქნება მთავარი მოქმედი გმირის . დელ პიეროს წასვლის შემდეგ 99 % – ით 10 ნომერს გადაცემენ …

    3. ისეთი სიყვარული ექნება ფანებისგან და დაფასება რაც არსად

    4. სხვა გუნდში აგუეროს მოუწევს ბრძოლა ძირითადისთვის და თუ გავითვალისწინებთ ადაპტაციის პერიოდს , მაშინ შესაძლოა სკამზეც აღმოჩნდეს და თავდაჯერებულობა დაკარგოს …

    ამიტომ იუვენტუსი არის მისთვის უიდიალურესი გადაწყვეტილება !!!

    ფული არ წყვიტავს ფეხბურთში ბევრს , ნამდვილი ფეხბურთელებისთვის და ცოტახანში გავიგებთ აგუერო ფეხბურთელია თუ ფულის ხამი …

    იუვენტუსი კიდე ეხლა არის კრიზისში და მალე ამოვა წუმპედან !!!

      1. ის დაგავიწყდა, რო რეალი ატლეტიკოს მოსისხლო მტერია და იგივეა რო ეხლა კრასიჩი ინტერში გადავიდეს … ან მილანში :mad: და თუ მართლა ფულის ხამი არ არის იუვე მისთვის არის საუკვეთესოოო

    1. და შეუძლია მსოფლიოს ერთ_ერთი უდიდესი კლუბის ყველაზე თუ არა იმ ლეგენდებს შორის ჩაეწეროს რომლებმაც თავისი უდიდესი კვალი დაამჩნიეს მსოფლიო ფეხბურთს… სხვა კლუბებში კი არამგონია ვინმემ იფიქროს აგუეროს გარშემო გუნდის აშენება… დამიჯერეთ თუ კონტეს აქვს სურვილი, აგუერო იუვეს აირცევს ყველანაერი ფაქტორის გათვალისწინებით… იუვეში შეუძლია მეფე გახდეს და არცერთ კლუბში არარი ისეთი ხელსაყრელი სიიტუაცია როგორიც იუვეშია ამ მომენტში, გუნდი ეძებს მეთაურს რომელიც წარუძგვება გუნდს გამარჯვებებისაკენ და იუვე რო ყველა ვარიანტში დაუბრუნდება მწვერვალებს ეგ ყველასთვის ნათელია, ახალგაზრდა ვარსკლავი ამაზე უკეთეს შანს ვერ ინატრებს, დამიჯერეთ 100% ჩვენია.

  7. ნასრი მართლა კაია, მარა აგუერო გამორიცხულია რატო უნდა უნდოდეს იუვეში გადმოსვლა? როცა ჩელსის, რეალს,და მანჩესტერის უნდა ყიდვა ჩვენთვის იუვე ყოველთვის პირველია მარა აგუეროს ასარჩევი თუ იქნა ჩვენ ბოლო კანდიდათურა ვართ დღევანდელი სიტოაციიდან გამომდინარე

    1. რატომ არ უნდა უნდოდეს იმას გეტყვი :D რეალში არ წავალ თუ ბენზემა და იგუანი დარჩებიანო და ორივე რჩება +დი მარია რონალდო ამათ კონკურენციას აგუერო კი არა ბევრი აარიდებს თავს,ჩელსშიც დროგბა ტორესი ორივე რჩება და თან ბოიაშს ფალკაო უნდა და არა აგუერო და მანჩესტერზე სულ არ გამიგია რომ მოენდომებინოს და თუ სიტიზეა საუბარი იქაც ბევრი საკმაოდ კარგი ფორვარდია,ასე რომ თუ თამაში უნდა წესით ან იუვეში უნდა გადმოვიდეს ან ატლეტიკოში დარჩეს :D

      1. ჯერ არავინ არ იცი დროგბა დარჩება თუ არა ტორესის იმედზე ყოფნას მემგონი არ აპირებენ თან ანელკაც გააგდეს, რეალი თუ იყიდის ბენზემას და იგუაინის გაშვებაც პრობლემა არაა. აგუერ იმ არაკში რო თუ რამე უნდა ლიგაზე უნდა დაამტკიცოს, იუვე წელს ლიგაზე არაა და ვერც იმის გარანტიას მიცემენ რო მომავაკ წელს გავა, აგუეროს გადმოსვლის შანსები თითქმი ნოლია.

  8. ვა ნასრი იყიდება 15 მილიონად ცვენ რო 20 შევტავაზოთ და ბიყიდოტ??
    მოგვარდება ვინგერის პრობლემა

  9. როსის აგენტმა შემოთავაზების შემთხვევაში როსის იუვეში ვიხილავთო, აგუეროს შანსები ყოველდღე მცირდება და დარწმუნებული ვარ არ გადმოვა, რაგაცა ისე ჩუმად მიდის ამაზე ლაპარაკი შეიძლება მაროტა ესპანეთში როსის გამო მიდის

    1. სხვათაშორის არაოფიციალურად იუვემ აგუერო გაიფორმაო ამბობენ ტუტო იუვეს ჟურნალისტი ამბობს და როსის რაც შეეხება მაგას მატრი მირჩევნია და კვალიარელაც

  10. მჯერა რომ კონტეს კავშირი ექნება ლიპისთან და სასარგებლო რჩევებს მიიღებს მისგან /// ერთი ბასტოსზეც ჰკითხონ ლიპის რა აზრი ექნება ძალიან საინტერესოა

    1. ლიპი არ ვიცი მარა კაპელოს აქვს ნათქვამი – თუ კონტეს უნდა რამეს მიაღწიოს აუცილებლად მელო უნდა მოაშოროს გუნდიდანო

  11. გროსო დააბრალეს ლიპის მაშინ, საერთოდ “სეკო,ჯილი,ბლანის” ტრიუმვირატს ბევრი ემდურის, ამიტომ მოაცოცხინა ანიელიმ. ბლანიც წავა მალე. ელკანი ფეხებით უნდა დაკიდო, ასე ფეხბურთის უცოდინარი ხალხი გუნდში როგორ მოყარა

  12. ჰამშიკი მეც ძალიან მომწონს.. ეგ არის ფეხბურთელი რომელსაც ნამდვილად შეუძლია ნედვედის ჩანაცვლება!!! ეგ თუ მილანში გადავიდა დაიწყება მილანის რამდენიმე წლიანი ბობოქრობა სერია A-ში

  13. ამ კაცს რომ არ დაუჯერებს ის ინდა გაიყვანო გილიოტინაზე და სახალხოდ უნდა წააცალო თავი:twisted:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.