ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მოჯი : ” ეს ჯერ კიდევ დასაწყისია ”

გთავაზობთ ლუჩიანო მოჯის საკამოდ ვრცელ ინტერვიუს , სადაც ის პალაცის გადაწყვეტილებებზე საუბრობს …

ლუჩიანო , უკვე წაიკითხეთ პალაცის ვერდიქტი ?

” საბედნიეროდ , როგორც იქნა მან დღის სინათლეზე გამოიტანა ყველა საჭირო დოკუმენტი ” .

თვლით , თუ არა ამ მიღწევას პირად გამარჯვებად  ?

” ჯერ ჯერობით არანაირ გამარჯვებაზე არ მიდის საუბარი . პირადად ჩემთვის , ” გამარჯვება ” გაცილებით სხვა საკითხთან ასოცირდება . იმისათვის , რომ დავიბრუნოთ წართმეული მეც და იუვენტუსმაც , აუცილებელია გაცილებით აქტიური მოქმედება . მოდით ასე ვიტყვი , მიხარია რომ ამდენი წლის შემდეგ მოჯის სიტყვებს ყური დაუგდეს , სამწუხაროა უბრალოდ , რომ ეს საკმაოდ გვიან მოხდა ” .

პალაცი შემდეგ რამეს წერს : ” მორატის აქვს უფლება უარი განაცხადოს ხელშეუხებლობაზე , რადგან კონკრეტული საქმე ადრეულ წლებში იქნა განხილული . რას იზამდით მორატის ადგილზე ?

” მის ადგილას ენას გავაჩუმებდი და აღარ ვისაუბრებდი საკუთარ უდანაშაულობაზე . თუ ის მართლაც ფიქრობს , რომ არ არის გარეული გარკვეულ მაქინაციებში , მაშინ შეუძლია უარი  განაცხადოს ხელშეუხებლობაზე და სპორტული სასამართლოს წინაშე წარსდგეს .  გავიხსენოთ ინტერის ფეხბურთელები , რომლებიც 2006 წელს , სკუდეტოს აღსანიშნავად , ირონიულ  სიმღერებს მღეროდნენ  : ” ჩვენ არ ვიპარავთ თასებს ” …. სავარაუდოდ დღეიდან მათ ახალი ტექსტის მოფიქრება მოუწევთ ” .

თქვენმა ადვოკატებმა დიდი სამუშაო გასწიეს …

” უკლებლივ ყველა ადამიანი ცდებოდა , როდესაც მოჯიზე ხელი ჩაიქნიეს , თუმცა სიმართლე უნდა ითქვას ეს საკმაოდ ” სიმპატიურ ” თანხად დამიჯდა ” .

ვისი გულისთვის აკეთებთ ამას  ?

” ჩემს გამო და რათქმაუნდა იუვენტუსის გულშემატკივრების გამო , რომლებიც მხარს მიჭერდნენ ყოველთვის და დიდ სიყვარულს და სითბოს ამჟღავნებდნენ ჩემს მიმართ . არ შეიძლება ასევე დავივიწყოთ მსაჯები , რომლებსაც ცხოვრება დაენგრათ 2006 წელს : დე სანტისი , პიერი , კასარა …

თქვენი აზრით , ეს სატელეფონო საუბრები 2006 წელს რომ წარგედგინათ სასამართლოს წინაშე , გადაწყვეტილება სხვაგვარი იქნებოდა ?

” მოდით დავიწყოთ თავიდან , მაშინ მეც და იუვენტუსიც  – პირველი სტატიის გამო დავისაჯეთ , ანუ არა სპორტული საქციელისთვის . მაშინ როდესაც ინტერი ეხლა მეექვსე სტატიის დარღვევაში იქნა მხილებული . თუმცა , აქ მეორე ფაქტორიც გასათვალისწინებელია , კოპოლის დაკითხვის დროს , კარაბინერებმა განაცხადეს , რომ მათ არ აინტერესებდათ ინტერის საქმიანობა ” …

თქვენი შემდეგი ნაბიჯის შესახებ რას გვეტყვით ? აპირებთ მოითხოვოს სპორტული პროცესის გადახედვას 39 სტატიის მიხედვით ? ( ახალი ნივთ მტკიცებების გამოჩენის შემთხვევაში საქმის ხელახალი მოსმენა )

” ორი აზრი არაა . მათ კალჩიოპოლი სურდათ ? ისინი მიიღებენ ამას ! არაერთი მაღალჩინოსანი დაისჯება იმ საქციელის გამო , რაც მათ 2006 წელს ჩაიდინეს ” .

სიმართლე გვითხარით , ელოდით პალაცის ამ გადაწყვეტილებას , როდესაც ამდენი წლის განმავლობაში იუვენტუსისთვის  არაფერი სასიკეთო არ განხორციელებულა ?

” სამართლიანობის იმედით ვცხოვრობდი ყოველთვის . მიხარია , რომ დიდი წვალების შემდეგ მათ გონივრულად იმოქმედეს და ყველა დოკუმენტი საჭირო დონეზე გაანალიზეს . ხუთი წლის წინ , მათ ეს არც თუ ისე კარგად გააკეთეს , რის გამოც ბევრი ადამიანი დაზარალდა , თუმცა საბოლოო ჯამში სამართლიანობამ გამარჯვება იზეიმა ” .

დღეისათვის თქვენ რამდენიმე ფროტნზე განაგრძობთ ბრძოლას . ნეაპოლის სასამართლოს პროცესი , თქვენი პირადი – სამუდამო დისკვალიფიკაცია …

” ეს უბრალოდ სასაცილოა . ხუთი წლის შემდეგ , სამუდამო დისკვალიფიკაცია მომისაჯეს , მაშინ როდესაც ერთი კანონიც კი არ დამირღვევია . მორატი თავისი ინტერით კი , რომელმაც მე – 6 სტატია დაარღვია , არ დაისჯება იმის გამო , რომ ეს საქმე რამდენიმე წლის წინ იხილებოდა . ეს არ არის სასაცილო , ეს საშინელებაა !!!

ძილის წინ რაზე ფიქრობთ   ?

” ვფიქრობ იმაზე თუ რამდენი რამ მივიღე იტალიური ფეხბურთისგან და ასევე რამდენი რამ გავეცი სანაცვლოდ . თუნდაც , 2006 წლის იტალიის  ნაკრების მსოფლიო ჩემპიონობა , მაშინდელ აძურიში ხომ არაერთი იუვენტინო ირიცხებოდა . ეხლა კი ვცდილობ სამართლიანობა აღვადგინო ” .

წყარო : Tuttosport

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

26 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
13 years ago

ეს გასპერინის ინტერვიუ მაინტერესებს იუვეზე საუბრობს და ბუფონის კიდე ეგ აგუერო-როსიზე საუბრობს

Gurami Tkebuchava
13 years ago

El club declinó 32 millones más Tiago por Agüero

ეს წერია ას.კომზე და რა ხდება ტიაგოს და 32 მილონს ვატენით? თუ არ თანხმდება ამ თანხას ატლეტიკო? :roll:

Gurami Tkebuchava
13 years ago

ინტერი სულ დაიშლება მალე :yeah:

dato beltadze
13 years ago

aguero ivesshi gadavida xo ukve?

Gurami Tkebuchava
13 years ago
Reply to  dato beltadze

იმედია :roll:

13 years ago

Juventus forward Fabio Quagliarella stated on Thursday : “I am 100% ready for the upcoming season and I feel relieved to have recovered from my knee injury. My motivation is sky high and I am very pleased with the fact that the club board recently decided to keep me on a permanent basis. …. Juventus officials have big plans for the near future and the signing of a top player like Andrea Pirlo is proof of that. I am thrilled about Pirlo’s signing, he is phenomenal”.

lasha naxucrishvili
13 years ago

ფუი რა სერია ა რა მაგარი იყო და იუვეც მაგრამ ამ სკანდალმა ყველაფერი გააფუჭა ფუუუ !!!

lasha tkeshelashvili
13 years ago

როგორც ჩანს ელკანმა და ექსორმა მყარად გაიდგა ფესვები იტალიურ მაფიასა და პოლიტიკაში თორემ ესე ადვილად ამ გადაწყვეტილებას არავინ დასვავდა,მიდი ჯონ მიაწექი,გახსოვდეს ვისი გორის ხარ:))))

bacho ninua
13 years ago

გენაცვალე რა. კაცი მარტო იბრძვის იტალიური ფეხბურტისთვის. ბრავო რა მოჯი

mamuka iosava
13 years ago

მე ყოველტვის ვიზახდი რო მეს კაცი თავისის საქმის გენიოსია

arseni
13 years ago

es ყველაფერი კარგი, მაგრამ ფაქტია რომ 2006 წელს მაფიამ იტალიური ფეხბურთი დაანგრია

zesta_JUVE
13 years ago

იუვენტუსის ჰიმნი ვისაც გინდათ შემეხმიანეტ ხალხნო :juvee: :forza:

13 years ago
Reply to  zesta_JUVE

სად სჰეგეხმიანოტ :):):):)

საბა შიოშვილი

დავით მკვლელი სტატიააა :kiss:

Nachke
13 years ago

JuveFanGiusHa -> ცენზურა ცენზურა

13 years ago

უნდა იღადავო რაა… გასპერინი მოტას ეტოოს და სნეიდერს ყიდის და პალასიოსი და ვიღაც ალვარესი მოყავს,აგერ კალჩოპოლიც უკვე გადამწყვეტ ფაზაში შედის და მინიმუმ ინტერს სკუდეტოს ჩამორთმევა და 30 ქულიანი სასჯელი ემუქრება… არა რაა ეგ გუნდი მომავალ წელს ჩემპიონთა ლიგაზე უეჭველი ჯგუფში ჩარჩება და მომავალ მინიმუმ სამ წელს კიდე ისე ვეღარ ამოვა წუმპიდან რომ მერე მესამე ადგილიც სანატრელი გაუხდება…. კარგია რაა როცა ხედავ უსინდისოები თავის ადგილს რომ უბრუნდებიან…. და საერთოდაც მინდა რომ ისე დასაჯონ ინტერი რომ მეც და იუვეს ფანებსაც კი შეგვეცოდოს…

gioiuve
13 years ago
Reply to 

რიკი ალვარესი ვიგაცაა??? ახლახანს ვუყურე მის ერთ თამაშს და ტიპი იმენა ფრინავდა და კომენტატორმა ეს მისი ყველაზე ცუდი თამაშიაო რაც მინახავსო:):):)

13 years ago
Reply to  gioiuve

კაი ტოო ეგრეა მაგარი უამრავი აგერ ჩვენც ვიყიდეთ აპელტი გაბრიელი მარა ალვარესზე იმიტომ დავწერე რომ მაგ კაცს აშკარად ვერ შეადარებ სნეიდერს და როცა ვესლის გუნდიდან უშვებ და ალვარესი მოგყავს ეგ უკუსვლაა და არა წინსვლა…. რავი ეგ ჩეწმი აზრია მე ლიჩნად სნეიდერი ალვარესს კი არა ძაან ბევრს მირჩევნია ტიპი საულეთესო მეპასეა ამასთანავე მაგარი დარტყმა აქვს და ბოლოსდაბოლოს ეგ რომ არა ინტერი ჩემპიონთა ლიგას ვერ მოიგებდა… სად ალვარესი და სად სნეიდერი ეგ შევადარე თორემ ალვარესი ისე არ არის ცუდი იგროკი მარა არც იმაზე დადებს თავს ვინმე რომ სერიააში გაქაჩავს…

marchisio8
13 years ago
Reply to  gioiuve

იუტუბზე ყველა ნიჭიერიაო არ გაგიგია შენ ძველი ქართული ანდაზაა :დ :lool:

araxoza
13 years ago

ჯიგარი ხარ ლუჩიანო ! :juvee:

13 years ago

აი მართლა რაა ინტერი ეხლა რომ სერია ბეში არ გააგდონ და ერთი სამი წლით ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის უფლება არ ჩამოართვან მოსაკლავები იქნებიან დროა უკვე მართლა აგოს პასუხი მორატიმ იმის გამო რაც ჩაიდინა….

vako-10
13 years ago

ეს კიდე ბევრს გაამწარებს იმედია გააუმებენ სასჯელს

Giorgi
13 years ago

აი ესაა კაცი !

gioiuve
13 years ago

აზრზე ხართ ტიპმა უდიდესი წვლილი მიმიძღვისო აძურის ჩემპიონობაში და ასი პროცენტით მართალია…
მორგან დე სანტისი მენანება მაგარი მსაჯი იყო…

giigga
13 years ago
Reply to  gioiuve

რა მორგან დე სანტისი? :D ეგ ხო მეკარეა?

| Newsphere by AF themes.
26
0
Would love your thoughts, please comment.x