ბუფონი : ” 2006 წლის სკუდეტო მოედანზე მოვიგეთ ! “
ჯიჯი ბუფონი თვლის, რომ თუ 2006 წლის სკუდეტო ტურინის ” იუვენტუს ” დაუბრუნდება, მაშინ ეს გამართლებული ნაბიჯი იქნება . “ ჩვენ სკუდეტო მოედანზე მოვიპოვეთ. “ როგორც იცით, ზემოთხსენებული სკუდეტო ” კალჩიოპოლის” შემდეგ ინტერს გადაეცა, მაგრამ ერთი – ორი დღის წინ ყველაფერი ისევ აირ-დაირია. “ არაერთი წელი გავიდა, მაგრამ მოედანზე მოგებული სკუდეტოს დაბრუნება დღესაც არ არის გვიანი. როგორც იცით, სასამართლო ჯერ კიდევ მიმდინარეობს. ძალიან მოხარულები ვართ იმ ფაქტით, რომ შეიძლება ყველაფერი ჩვენს სასიკეთოდ გადაწყდეს. ” 18 ივლისს ლუჩიანო მოჯი ინტერის საწინააღმდეგო მტკიცებულებებს წარადგენს, რომელიც იმაზე უფრო მძიმეა, რაც იუვეს ექს-სპორტულ დირექტორს წაუყენეს და სამუდამო დისკვალიფიკაცია მისცეს. “ ძალიან ბევრს სჯერა, რომ იუვემ მხოლოდ იმიტომ მოიგო, რომ იგი უკეთესი იყო სხვა გუნდებზე. ეს უბრალოდ გაურკვევლობაა. იმედია ყველაფერი თავის ადგილზე დადგება. ” – განაცხადა იუვენტუსის კარის დარაჯმა, ახალი მაისურების წარდგენისას.
წყარო : football italia
მაინტერესებს 2005 ის სკუდეტომ რა დააშავა და რატომ იმის დაბრუნებას არ ვითხოვთ