ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იუვენტუსი ახალ ეტაპზე გადადის …

ვფიქრობ , ჩვენი საიტის მეშვეობით თქვენ უკვე შეიტყობდით , რომ დღეს ტურინის იუვენტუსის 2011/12 სეზონის , ფორმების პრეზენტაცია შესდგა . ღონისძიება იუვენტუსის ახალ არენაზე განხორციელდა და მასმედიის წარმომადგენლების წინაშე ალესანდრო დელ პიერო , კლაუდიო მარკიზიო , ჯანლუიჯი ბუფონი , ანდრეა პირლო და ფაბიო კუალიარელა წარსდგნენ …

” აგუერო თუ როსი ? მთავარი ის არის , რომ ნებისმიერი ფეხბურთელი , რომელიც კლუბში ჩაირიცხება , დიდ დახმარებას გაუწევს გუნდს გამარჯვებების მოპოვებაში ” – განაცხადა ჟურნალისტის კითხვაზე , იუვენტუსის ახალწვეულმა ანდრეა პირლომ .

” მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო კლუბის ხელმძღვანელობას ახალი კონტრაქტის გამო . მოხარული ვარ , რომ მინიმუმ 5 წლის განმავლობაში კვლავინდებურად იუვენტუსის ღირსებას დავიცავ “ – ეს სიტყვები კლაუდიო მარკიზიოს ეკუთვნის .

” საკმაოდ დაძაბულ სიტუაციაში წარიმართა ბოლო რამდენიმე დღე . მსურს საკუთარი აზრი დავაფიქსირო შექმნილ ვითარებაზე . უპირველესყოვლისა მოხარული ვარ იმ ფაქტით , რომ ალესანდრო დელ პიერო და ჯანლუიჯი ბუფონი ჟურნალისტებთან საუბარში , საკმაოდ მშვიდად აფიქსირებენ საკუთარ პოზიციას 2006 წლის მოვლენებზე , არადა წარმოიდგინეთ მაშინ ამ ფეხბურთელებმა 91 ქულით დაასრულეს ჩემპიონატი ” .

” რაც შეეხება ჩემს სხვა შთაბეჭდილებას …  ეს სათავეს იღებს 2010 წლის 28 აპრილიდან , როდესაც ჯონ ელკანმა აქციონერების შეკრების დროს , განაცხადა რომ იბრძოლებს 2005/06 სეზონში მოპოვებული სკუდეტოსთვის . ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა , მხოლოდ იმიტომ რომ აღდგენილიყო სამართლიანობა  . პრესაში რამდენიმე დღის წინ წავიკითხე , რომ თურმე იუვენტუსი მხოლოდ იმისთვის აგრძელებს ბრძოლას , რომ დაანახოს მთელს მსოფლიოს თითქოს კალჩოში ყველანი არღვევდნენ წესებს , რითაც სკუდეტოს საბოლოო ჯამში არავის არ გადასცემდნენ . კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა საკუთარ პოზიციას – პატივისცემა გამოიჩინეთ კლუბის მიმართ ! იტალიის ფეხბურთის ფედერაციისგან კი ველოდებით საბოლოო გადაწყვეტილებას . იუვენტუსი ერთადერთი კლუბია , რომელმაც 2006 წლის მოვლენების გამო 100 – ობით მილიონი ევრო დაკარგა , ამიტომ როგორც ხედავთ საკმაო მიზეზი გვაქვს , რომ ბოლომდე ვიბრძოლოთ საკუთარი უფლებებისთვის და რაც მთავარია არამარტო სპორტულ სასამართლოში . მაგრამ დღეისათვის ამის გაკეთებას არ ვგეგმავთ , იმ შემთხვევაში თუ იფფ სკუდეტოს ინტერს დაუტოვებს , მაშინ გაცილებით რადიკალურ ნაბიჯებზე გადავალთ ” .

” აუცილებელია დავბრუნდეთ გამარჯვებების გზაზე , გუნდმა უნდა დაიწყოს თასების მოპოვება , რის შემდეგაც ფინანსური სტაბილურობა დამკვიდრდება . პირლო – მსოფლიოში ერთ ერთი საუკეთესო ნახევარმცველია , მასთან ერთად იუვენტუსი ახალ საფეხურზე ავა ” – ეს გახლდათ კლუბის პრეზიდენტის ანდრეა ანიელის სიტყვები .

წყარო : Corriere dello Sport

6 thoughts on “იუვენტუსი ახალ ეტაპზე გადადის …

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.