ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იუვენტუსი ახალ სეზონს იწყებს

დღეს ტურინის იუვენტუსი ახალ 2011/12 სეზონს დაიწყებს . ფეხბურთელები სამედიცინო შემოწმებას გაივლიან ,  ტურინის სპორტულ  სამედიცინო ინსტიტუტში . სწორედ დღეს გახდება ცნობილი იმ ფეხბურთელების ვინაობა , რომლებიც ბარდონეკიუში გაემგზავრებიან . ტურინში ათამდე ფეხბურთელი დარჩება და მათ შორის არიან : ალმირონი , ტიაგო , პასკუატო , ეკდალი და ჯანდონატო .  დღევანდელი ღონისძიებები ამით არ სრულდება . თბილისის დროით 19 : 00 ზე , კლუბი ოფიციალურად წარადგენს ახალ მაისურებს , რომლითაც მოახლოებულ სეზონში იასპარეზებს . ეს ყოველივე კი , ბებერი ქალბატონის  ახალ არენაზე გაიმართება , რომელსაც გუნდის პრეზიდენტი ანდრეა ანიელი და გენერალური დირექტორი ჯუზეპე მაროტაც დაესწრებიან . ფორმებს კი  წარადგენენ ალესანდრო დელ პიერო და ბიანკონერის ახალწვეული ანდრეა პირლო , რაც შეეხება მეკარის ფორმას , მას სავარაუდოდ ჯანლუიჯი ბუფონი წარმოგვიდგენს .

უკვე ხვალ ფეხბურთელები ბარდონეკიუში გაემგზავრებიან , სადაც წინასასეზონო მომზადებას გაივლიან . 11 ივლისს კი გუნდი ოფიციალურად წარსდგება საკუთარი გულშემატკივარის წინაშე .

წყარო : Tuttosport

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

12 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Z u R a noniashvili
13 years ago

ძალიან მაგარია და მიხარია.წინ წარმატებული სეზონი გველოდება

araxoza
13 years ago

მაგარია ნიუსია. კარგ განწყობაზე დავადექი :juvee:

ლაშა ცხვარაძე

სავარაუდოდ დელპიერო იქნება ძირითადი ფორმით,პირლოს რეზერვის ფორმით,და ჯიჯი მეკარის ფორმით

Gio Darja
13 years ago

ძალიან კარგი ინფორმაციაა, ალე, ჯიჯი და პირლო ახალი მაისურებით :love: ახალი არენა :juventus:

13 years ago

ეგ არ ვიცი მაგრამ აგუეროს ნაღდი ტვიტერი ოფიციალური საიტი და ფეისბუქი ვნახე და იქ მივწერე გადადი იუვეში რა გინდა რეალში თქო 10 ნომერს მოგცემტ მეორე დელპიერო იქნები თქო თან ატლეტიკოს გულშემატკივარი გიწყენს რეალში რო გადახვიდეტქო :lool: იუვეში კი მე02 დელპო იქნები თქო :mrgreen:

Di Francesco # 1
13 years ago

datka corriere delo sporti ნახე? როსი,ტევესი,ვიდალი,განსო,დანილო,აგუერო, ესენი ყველა მოდის თუ რა წერია?

Di Francesco # 1
13 years ago
Reply to  Dutch

კაი, კაი ამბები უნდა იყოს. :forza: :italy:

13 years ago

აეეე ნეტა როდის მოვა 16 საათი რაა მაგრა მაინტერესებს როგორი ფორმები გვაქვს თAნ პირლოს პირველად ვნახავთ იუვეს ფორმაში და თან სტადიონსაც შევათვალიერებთ… ისე პირდაპირს თუ ვინმე იპოვით დადეთ რაა ძაან მინდა პირდაპირით ვუყურო და არა მერე მიჭრილ მოჭრილი ვიდეოთი…. :forza: :forza: :forza:

dato grdzelishvili
13 years ago

აგუეროზე ხოარაა რამე ახალი…

13 years ago

დათკა;

“ათამადე” შეცდომით გიწერია, “ს” აკლია წინ :chuvak:

| Newsphere by AF themes.
12
0
Would love your thoughts, please comment.x