ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სატრანსფერო ჭორი ( ვარგასი )

“ხუან მანუელ ვარგასს ტურინის “იუვენტუსში” თამაში სურს” – სწორედ ამ სიტყვებით იწყება Journal – ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია “ფიორენტინას” მარცხენა ფლანგელის შესახებ.ამჟამად ვარგასი პერუს ნაკრებს კოპა ამერიკის გათამაშებაში ეხმარება, ამერიკის პირველობის შემდეგ კი 27 წლის ნახევარმცველი სავარაუდოდ ფლორენციულ გუნდს დატოვებს.ფეხბურთელით აქტიურად იყო დაინტერესებული გერმანული “ვოლსბურგი” და ოფიციალურ წინადადებასაც კი სთავაზობდა ვარგასს, მაგრამ მოთამაშისგან კატეგორიული უარი მიიღო.რაც შეეხება თავად ბიანკონერებს, მარცხენა ფლანგის გაძლიერებას შავ-თეთრები მიშელ ბასტოსით ცდილობდნენ, თუმცა როგორც სჩანს, ანტონიო კონტემ ბრაზილიელი გარემარბის შეძენაზე უარი განაცხადა.ვარგასის ფასის შესამცირებლად, შესაძლოა ტრანსფერში ხორხე მარტინესის უფლებათა პაკეტიც ჩართონ.

წყარო : Tuttojuve

31 thoughts on “სატრანსფერო ჭორი ( ვარგასი )

  1. ხოოო ვარგასის ვარიანტი მხიბლავს დარტყმა იდეალური სისწრაფეც აქვს სტაბილური ნამდვილად არის ბრდზოლისუნარიანი კი +1 გვინდა ეს კაცი ნამდვილად :juvee:

  2. ძალიან მაგარია ვარგასი და ბასტოსის მაგივრად ეგ მოიყვანონ და დაცვის კრაიზე დააყენონ. მეტი არაფერი გვინდა!!!

        1. ნუ შესაძლოა ვცდებოდე და ნათამაშევი ქონდეს დაცვის კრაიზე მაგრამ ნახევარმცველად თამაშობს ვიოლაში.

          1. რავი ბევრი თამაში მაქვს ნანახი (წელს არა) და დაცვის კრაიზე იყო ხოლმე და სულ აქტიურად უტევდა : )

  3. ბასტოსი რომ ამ ხეს ჯობია რა თქმა უნდა? რაიყო ბრაზილიის ნაკრებისთვის არ გიყურებიათ რას თამაშობს ტიპი…… არ მინდა ვარგასიიიიიიიიი

    1. ტექნიკურობა,სისწრაფე,ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის გამოცდილება და ძაან დიდი სურვილი იუვეში თამაშის… აი რითი ჯობია ბასტოსი ვარგასს… :forza:

  4. ბავშვებო ვინმე ხომ არ უყურებთ პრეზენტაციას?? რავი გადავჩხრიკე გუგლი და ვერ ვპოულობ და თუ ვინმე იშოვით ლინკს დადეთ რაა…

  5. კონტე არ შეცდება, ისე ყოველთვის მევასებოდა ეს იგროკი, რაგაცით ნედვედს ვამსგავსებ… ძალისმიერი და დამრტყმელია..

      1. ისე ეგ კრასიჩი მემგონი მაგიტო იყიდეს პიარის გამო თორე დელ ნერი რომელ ცსკას თამაშს ეჯდა იდიოტი ნედვედის გამო მოიყვანეს ვითომ ფანებს ლუკმა გადაუგდეს :lool: მაგრამ გაამართლა ხო იცი კაი იგროკია :juvee:

  6. არ მინდა რა ეს კაცი რაღაც ზარმაცი ტიპია თითქოს ეზარება სირბილი და ფლანგზე უფრო აქტიური მოთამაშე გვინდა ბასტოსი იდეალური ვარიანტია მაგრამ რატომღაც არ ყიდულობენ :-(

  7. pavel nedved11

    ნაღდად არ მიყურებია ურუგვაი-პერუზე და როგორც ვიცოდი ტრავმა ჰქონდა, ეტყობა მოასწრო გამოჯანმრთელება..ეგ არაფერი ;) გაასწორა დათკამ..

    1. ტრავმა ჰქონდა ვარგას , მაგრამ მაინც წაიყვანეს და წესით ჯგუფურ ეტაპზე ვაფშე არ უნდა ეთამაშა

  8. ვარგასი კი მინდა მაგრამ ძალიან არის გასუფებული… ცოტას ვარჯიშობს და ბევრს ჭამს : )) იუვეს არ ჭირდება არაპროფესიონალები :boli:

    1. პატარა ლაფსუსი მოხდა თარგმნისას იტალიურიდან

      ისე კი ურუგვაისთან ამბობდნენ რომ ვერ ითამაშებდა , ტრავმა მართლა აქვს

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.