ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იაკინტას “იუვენტუსში” დარჩენა სურს

ვინჩენცო იაკინტა ერთ–ერთი მათგანია იმ ფეხბურთელთა შორის, რომლებმაც ანტონიო კონტეს ნდობა ვერ დაიმსახურეს. მიუხედავად ამისა, იტალიელ ფეხბურთელს “იუვენტუსში” დარჩენა სურს, რასაც მისი აგენტი, ანდრეა დ’ამიკო ახმაურებს:“ვინჩენცო გუნდთან ერთად დაიწყებს მოსამზადებელ პერიოდს. მას გუნდის დატოვების არანაირი სურვილი არ გააჩნია.” ფაბიო კუალიარელასა და ალესანდრო მატრის გამოსყიდვის შემდეგ, “იუვეს” ხელმძღვანელობას სერხიო აგუეროს გაფორმების იმედი აქვს. ამ ყველაფრის ფონზე, იაკინტას როლი გუნდში საგრძნობლად მცირდება და ცხადია, მიუხედავად სურვილისა, დიდი შანსია მან გუნდი დატოვოს. ვინჩენცო ტურინულ გრანდში 2007 წელს, “უდინეზედან”, 11 მილიონ ევროდ გადავიდა. გასულ სეზონში მან სერია ა–ში 19 მატჩი ჩატარა და 4 გოლი გაიტანა. იაკინტას მომავალს ჟურნალისტები “ზენიტს”, “ნაპოლის” და “ტოტენჰემს” უკავშირებდნენ.

წყარო: Football-Italia

18 thoughts on “იაკინტას “იუვენტუსში” დარჩენა სურს

  1. ზიზუს რეალის დირექტორად ნიშნავენო! და არამგონია აგროს ყიდვაში იუვეს ხელი შეუშალოს! იმედია პატივს სცემს გუნდ რომელშიც საუკეთესო წლებიი გათარა საფეხბურთო კარიერაში და ხელს არ შეგვიშლის აგეროს ყიდვაში! :roll:

  2. ძმებოო :) მოკლედ ტხოვნა მექნებაა : შეგიძლიათ ჯუვეს და ინეტრის ურთიერთ შეხვედრების სტატისტიკა როგორია აქ დააკომენტაროთ…. წინასწარ მადლობა :juvee: :forza:

  3. კაი რა ნამუსით ამბობენ დარჩენა გვინდაო.. სეზონში 5 გოლზე ოცნებობენ.. წადი რა არეცოში იოცნებე..

  4. ია წადი! ამაურიც წაიყოლე :) აგეროზე ჩაწყნარდა… პირლო გაიხსენეთ… ინტერვიუები იწერებოდა მილანში ვრჩებიო და აი დღეს უხანგრძლივებენო და მასეთი ამბები… დაიცადეთ ჯერ კოპა დამთავრდეს და მერე ყველაფერი გაიასნდება ;) ეხლა მაგაზე ყველაფერი ჭორი მგონია! და ეგრეც არის! ;)

  5. იაქუნიტა უნდა გავუშვათ და ტონი ზამენაზე კაია გოლებს იტანს ხოლმე
    ამაურიც უნდა დარჩეს კაი ქოჩორი აქ მანდილოსან გულშემატკივრებს მოგვიმრავლებს :lool: ისე ბრაზილიელი და მასეთი ხე პირველად ვნახე :blin:

      1. რა გუნდელებს გადაეკიდა აი წარმოიდგინე სტატია უვე მოედანზე არ კმაყოფილდება და ამაურიმ გოლი გაიტანა ხავიერ ზანეტის ცოლის კარში და დუბლის შესრულებას აპირებ გატუზოს ცოლთან :D :chuvak: :chuvak:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.