სილვესტრი ბედნიერია იუვენტუსის დაინტერესებით
მატიას სილვესტრის განცახდებით , ის დაუფიქრებლად მიიღებდა ტურინის ” იუვენტუსის ” წინადადებას , თუმცა ჯერ ჯერობით არანაირ დაინტერესებაზე ბიანკონერის მხრიდან მას არ სმენია . შეგახსენებთ , რომ გუშინ იტალიურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია , თითქოს პარასკევს კატანია და იუვენტუსი არგენტინელი მცველის თაობაზე მოლაპარაკებებს გამართავენ : ” ბოლო პერიოდში არაერთი ჭორი მოვისმინე , თუმცა რაიმე კონკრეტულის თქმა ჯერ ჯერობით გამიჭირდება . თავდაპირველად ჩემს აგენტს და კატანიას ხელმძღვანელობას დაველაპარაკები და უკვე ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას . ვფიქრობ , საბაბი იმისა , რომ ახალი თავგადასავალი დავიწყო არსებობს . იუვენტუსი ყოველთვის იუვენტუსი იქნება – დიდი და გამორჩეული კლუბი მთელს მსოფლიოში ! მაგრამ როგორც უკვე გითხარით , დღეისათვის არსებული სიტუაცია ჩემთვის უცნობია . ორი აზრი არაა , რომ არაჩვეულებრივი შანსი მეძლევა და თუ მომეცემა საშუალება მას აუცილებლად გამოვიყენებ “ .
წყარო : Football Italia
ბარძალის ამისულაშვილიც ჯობია
სუ ასეთი ბედნიერი გამყოფოს გმერთმა
ბარძალის ნაღდად ჯობია, კარგი იქნება თუ მოიყვანენ
iosi
ამდენი არაფრისმომცემი სმაილი დიზაინს წელავს და ნაწილობრივ ამახინჯებს, ამიტო ავიღე შენი კომენტარი..
კარგი. გავითვალისწინებ ;)