ციგლერი: ” ჩვენი ბედი მხოლოდ ჩვენს ხელთაა “
რეტო ციგლერმა ტურინული კარიერა ოცნებას შეადარა. “სამპდორიას” ყოფილმა მცველმა “იუვენტუსის” რიგებში თავისი პირველი პრეს-კონფერენცია გამართა, ჟურნალისტებთან შეხვედრა პირველი სავარჯიშო სესიის შემდეგ შედგა…
” აქ ყოფნა და “იუვეს” მაისურის ტარება ნამდვილი ახდენილი ოცნებაა. ვიცი, რა პასუხისმგებლობა მაკისრია, მაგრამ ფაქტი, რომ ამ გუნდში ვირიცხები ძალას მმატებს. ჩემი კანდიდატურით სხვა კლუბებიც ინტერესდებოდნენ, ტრანსფერი “მილანსა” და “ლაციოს” სურდა, თუმცა შეთანხმება არ შედგა. “იუვენტუსს” კი უარს უბრალოდ ვერ ეტყვი.”
” რაც შეეხება კონტეს, ანტონიომ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. “იუვესთან” ერთად მას უდიდესი წარმატებებისთვის მიუღწევია და პირველივე ვარჯიშზე საჭირო ენთუზიაზმი ჩაგვინერგა. სურს, რომ კლუბი ჩვეულ სიმაღლეებზე დააბრუნოს. ვარჯიშები დამღლელია, მაგრამ ეს ბედნიერებაში ხელს არ მიშლის. მწვრთნელი გვეხმარება, გავიგოთ რას ნიშნავს “იუვეში” თამაში. ” იუვენტუსი” ახლა ძლიერი გუნდია, რომელშიც ბევრი ჩემპიონი ირიცხება, ასე რომ, ჩვენი ბედი მხოლოდ ჩვენს ხელთაა. “
” ლიხტშტაინერი? 2003 წელს მის გვერდით “გრასჰოპერში” ვთამაშობდი, მაშინ შვეიცარიის პირველობა გვერდიგვერდ მოვიგეთ. შვეიცარიული ფეხბურთი პროგრესირებს და ბევრი ჩემი თანამემამულე უკვე პრესტიჟული ევროპული გრანდის ღირსებას იცავს. რა თქმა უნდა, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საკუთარ ქვეყანას ასეთ დიდებულ გუნდში თამაშით წარმოვადგენ. “ -აცხადებს ციგლერი.
წყარო: “იუვენტუსის” ოფიციალური ვებ-გვერდი
რაღაც ეჭვი მეპარება წელს იუვენტუსი ელემენტარულად ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მაინც ნახო
ისე ხო :| რა უაზრობა დავწერე :D
2ჯერ უფრო მეტი მოტივაცია ექნებათ და სკუდეტო ხო ჩვენია :) ვეერვინ შაგვეცილება
დროა უკვე თავის კუთვნილ ადგილს დაუბრუნდეს
წელს იუვე ჩემპიონთა ლიგის ფინალში მაინც უნდა ვნახო (სკუდეტოზე აღარ მაქ საუბარი) Nachke მომეწონა შენი სტატია – გრამატიკულ შეცდომებს არ უშვებ:D
მარცხენა ფლანგზე შენით პრობლემა უნდა მოგვარდეს რეტო
მაგარი ჩუვაკია ეს
ისე ამ დამპალ ციგლერს მაგრად გაუმართლა სერია ბ-ში გავარდა სამპა და რა გუნდში აღმოჩნდა
NEDVEDA11..
არაფრის…
ახალი, აგვისტოს ბოლოს რომ ჩავალთ პირველ თამაშზე მაშინ ისეც ვნახავთ…
axალი სტადიონის სურათები დადეთ რა
http://www.facebook.com/photo.php?fbid=213966645297320&set=a.202060433154608.57862.107918715902114&type=1&theater
შედი იუვეს ამ გვერდზე და ყველა სურათია ახალი სტადიონის
ხო , ეგ ვიცი (მადლობა მაინც)
მეთქი რამე ახალი იქნება თქო : )
მგონი პირველი არის ჩვენ გუნდში და თან ორი… მაგარი მეიმედება ორივეს…
შუაში შვეიცარიის დაწერა დამავიწყდა…
მთავარი დაგვიწყებია

შვეიცარიის გარეშე კომენტარი რა დამაინტრიგებელია ისე…
შეიძლება ახდეს ეს კომენტარი ორი ლიდერი იყიდოს მაროტამ, კუნი და როსი, ამ შემტხვევაში შვეიცარიელების შეცდომით ერთი 3 ბურთი თუ გაუშვით ესენი ორმაგს გაიტანენ
მე მჯერა ციგლერის.. სტაბილური მცველია.. დე ჩელიეს მცირე შანსი აქვს ამასთან
ამ წუტისტვის ცხრილში პირველი ვართ

სეზონის ბოლოსაც იგივე იქნება ოღონდ რომა მეორეზე
da milani da udineze 3-4
ლიგაზე ჩვენ, რომა და მილანი გავალთ
ციგლერი თავის პოზიციაზე პირველია
ოღონდ შვეიცარიაში, მინიმუმ ერთი კაი მცველი საჭიროა, თავდასხმა რო მინიმუმ იტალიაში საუკეთესო იქნება ამის ტქმა უკვე შეიძლება 
როგორ დაგვაიმედა :D:D
ციგლერ უფრო შენს ხელთაა იმიტო რო დაცვაში შენ იქნები აბა შენ იცი არ გაგდირკონ და ავტოგოლებით არ აავსო იუვე
27-28 აგვიტოს იხსნება წელი
სერია A-ს პირველი ტური როდისაა მითხარით რა. იცით ვინმემ?
პირველივე ვარჯიშზე საჭირო ენთუზიაზმი ჩაგვინერგა.
რაღაც იმ ვიდეოში ენთუზიაზმი და თავგანწირვა ვერ დავინახე
უფრო ზარმაცობდნენ :D
შე შვეიცარო


იმედია გაამართლებს