ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პირველი ვარჯიში

ტურინის დროით 17:00 სთ-ზე ტურინის “იუვენტუსმა” პირველი ვარჯიში დაიწყო.

ფეხბურთელები ბრანდონეკიოში ორი საათით ადრე ჩაფრინდნენ.ვარჯიში მოედანზე გაიმართა, დაიწყო სირბილით და ფიზიკური სავარჯიშოების შესრულებით გაგრძელდე.ტრენინგს ახალი სპორტული მწვრთნელი, პაოლო ბერტელი აკვირდებოდა.

ამის შემდეგ ბურთთან კონტაქტი მოხდა.ანტონიო კონტემ მის დამხმარეებთან ერთად ფეხბურთელები ბურთთან მუშაობაზე ავარჯიშა.მეკარეები ამ დროს კლაუდიო ფილიპისთან ერთად ირჯებოდნენ.

ბურთთან მუშაობა ტრადიციული იყო.21 ფეხბურთელი წრეს ქმნის, ხოლო სამი მათგანი წრეშია და ბურთის ართმევას ცდილობს.

ბრანდონეკიოში სავარჯიშოდ იდეალური პირობებია შექმნილი.20 გრადუსი სითბო, მზე.

სავარჯიშოების შემდეგ ორკარა გაიმართა.სტორარი, მოტა, სორენსენი, ბარძალი, კიელინი, დე ჩელიე, კრასიჩი, პაციენცა, პირლო, დელ პიერო, იაკინტა და ტონი ერთ გუნდს შეადგენდნენ, ე.წ ყვითელმაისურიანი მოთამაშეები.კირევი, ლიხშტაინერი, ბონუჩი, ციგლერი, მარტინესი, მარკიზიო, მელო, პეპე, მატრი, კვალიარელა და ამაური მეორე გუნდში ირიცხებოდნენ.პირველი გოლი ამ სეზონში ალესანდრო დელ პიეროს ანგარიშზეა, რომელიც საგოლე პასით პაოლო დე ჩელიემ მოამარაგა.ამის შემდეგ კონტემ მოედანზე მარონე და დე სილვესტრო შეუშვა.მეორე გოლი ფრედრიკ სორენსენის უყურადღებო თამაშს მოჰყვა, პირველი მეგობრული მატჩი 1-1 დასრულდა.

ვარჯიშის შემდეგ ბრანდონეკიოს ესტუმრა ანდრეა ანიელი, რომელმაც ფეხბურთელებთან ერთად ისადილა.

წყარო : Juventus.com

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

5 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
13 years ago

აბა 3 წუთში მთელი ვარჯიში ხო არ იქნება :lool:

mishka gogrichiani
13 years ago

მართლა მარტო ძუნძულია

flip flap
13 years ago

აუ ეს მატრი ბრედ პიტს დაემგვანა :D მალე D&G აიყვანს ცვენ ბიწებს :lool:

shako xecuriaani
13 years ago

ესე ძუნძულით სუ დარბიან გოლი ვერ გვანახეთ?

| Newsphere by AF themes.
5
0
Would love your thoughts, please comment.x