ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

აგენტი:”ამაურის “იუვენტუსში” დარჩენის იმედი არ დაუკარგავს”

ამაურის აგენტის განცხადებით, მის კლიენტს “იუვენტუსში” თამაშის იმედი ჯერ კიდევ არ დაუკარგავს. ფეხბურთელი გუშინ წინასასეზონო მოსამზადებელ ვარჯიშებს გუნდთან ერთად შეუდგა. ამაურის ბედს “პარმას” და “ატლეტიკოს” უკავშირებდნენ. თავდამსხმელმა გასული სეზონის ბოლო 6 თვე “ჯალობლუში” გაატარა და 11 მატჩში 7 გოლი გაიტანა. მისი აგენტი, ჯამპიერო პოკეტა, calciomercato – თან საუბრობს:“ამაურის მომავალზე ლაპარაკი ჯერ ადრეა. ის ვარჯიშებს მხოლოდ გუშინ შეუდგა. ჩემი კლიენტი ამაყია, რომ ანტონიო კონტესნაირი ადამიანის წინაშე აქვს შანსი, წარმოაჩინოს საკუთარი შესაძლებლობები. მე მადრიდში ვიყავი, მაგრამ “ატლეტიკოსთან” არანაირი კონტაქტი არ მქონია. “პარმა”? ძალიან სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ გუნდი ამაურის ელის. იქ შესანიშნავი ატმოსფეროა.” – დაასრულა პოკეტამ.

წყარო: Football-Italia

6 thoughts on “აგენტი:”ამაურის “იუვენტუსში” დარჩენის იმედი არ დაუკარგავს”

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.